ოთხი სეზონი სტივენ კინგთან ერთად

book_51d6c364ab2b5 ბოლო დროს სტივენ კინგი ძალიან აქტიურად შემოიჭრა ჩემს ბიბლიოფილურ ცხოვრებაში. ჯერ იყო და ფილმების გავლენით  “ნათება” და “მიზერი” წავიკითხე (ეს უკანასკნელი სულ ახლახანს “დიოგენემაც” გამოსცა), შემდეგ – რამდენიმე მოთხრობა, “მწვანე გზა” (ასევე “დიოგენეს” გამოცემა), ახლა კი “დიოგენემ” კიდევ ორი საჩუქარი გაუკეთა “საშინელებათა მეფის” მოყვარულებს… თუმცა თავი რომ არ შეგაწყინოთ, პირდაპირ პირველ მათგანზე გადავალ და თავად გადაწყვიტეთ, “სათქვენო” წიგნია, თუ არა 🙂

“წელიწადის დრონი” ოთხი საკმაოდ მოზრდილი ნოველისგან შედგება. თუ კინგისგან აუცილებლად პარანორმალურ მოვლენებს ელით, მაშინ იმედი გაგიცრუვდებათ. აქ სრულიად ჩვეულებრივ ადამიანებს შეხვდებით, ადამიანებს, რომლებიც ხან კეთილები არიან და ხან ბოროტები, ხან ეშინიათ, ხან საოცრად მამაცები არიან და ა.შ.

ყველაზე ცნობილი “სეზონებს” შორის პირველი ნოველაა.“რიტა ჰეიუორთი და გაქცევა შოუშენკის საპატიმროდან” 1994 წელს გადაღებული ფილმიცაა. უდანაშაულოდ გასამრთლებულ ბანკირს (ტიმ რობინსი) და მის “მწერალ” მეგობარს (მორგან ფრიმენი) ყველა იცნობს და ამიტომ დასასრულს განსაკუთრებით არც მე ველოდი, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო მებრძოლი ადამიანის ისტორიის წაკითხვა და იმის კიდევ ერთხელ თვალნათლივ დანახვა, რომ თუ არასდროს დანებდები, იქნებ მექსიკის სანაპიროზეც აღმოჩნდე:) თუ “მისალოცთა” შორის ხართ და ჯერ კიდევ არ იცით, თუ რა კავშირშია რიტა ჰეიუორთი ამ ყველაფერთან, მაშინ უნდა წაიკითხოთ – ეს ამ კრებულის ყველაზე ოპტიმისტური ნოველაა.

მეორე ნოველა ყველაზე მოულოდნელად დასრულდა. “ნიჭიერი მოწაფისა” და ყოფილი ნაცისტის “მეგობრობა” თავიდანვე უცნაურად მეჩვენა და ისიც ვიცოდი, რომ ადამიანის ქვეცნობიერში შეიძლება სრულიად სხვაგვარი პიროვნება იმალებოდეს, მაგრამ ფინალმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა… შემთხვევით რომ არაფერი წამომცდეს, აქ დავასრულებ. თქვენ კი წაიკითხეთ და სურვილის შემთხვევაში ფილმიც “დააყოლეთ”.

მესამე ნოველას “გვამი” ჰქვია. სათაურმა და ავტორმა ძალაუნებურად იმაზე დამაფიქრა, რომ “ზაფხულის სეზონს” უსიერ ტყეში სირბილში “გავატარებდი” და უკან გვამი გამომედევნებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად… კინგმა თავისებურად “ჩახლართა” საქმე და სულ სხვა თემები “დამახვედრა” – ოთხი მეგობარი თანატოლის გვამის საძებრად გაემართა. სწორედ მათი და მათი ოჯახების მაგალითზე სტივენმა უამრავი თემა წამოჭრა – მშობლებისა და შვილების ურთიერთობა, ძმებისა და მეგობრების დამოკიდებულება, მოზარდთა პრობლემები, ოჯახური ძალადობა, ლოთობა, სიგიჟე, გულგრილობა… თუ დაინტერესდით, წიგნთან ერთად ფილმიც შეგიძლიათ “დააგემოვნოთ”.

ბოლო ნოველა “სუნთქვის მეთოდს” ეძღვნება. ეს კლუბში მოყოლილი ისტორიაა, ისტორია გაუთხოვარი ფეხმძიმე ქალისა, რომელიც 9 თვის მანძილზე უამრავ დაბრკოლებას გადააწყდა და მიხვდა, რომ არ არსებობს სიმშვიდე ტკივილის და ხსნა – ტანჯვის გარეშე… მაგრამ ამავე დროს შეხვდა ექიმს, რომელმაც მას “სუნთქვის მეთოდი” ასწავლა და დაანახა, რომ ყველა არ კიცხავდა მას… ამ შემთხვევაში მხოლოდ წიგნით უნდა დაკმაყოფილდეთ, რადგან ეკრანიზაცია არ არსებობს, თუმცა წიგნი ხომ ისედაც ყოველთვის “ჩაგრავს” ფილმს (სულ რამდენიმე გამონაკლისის გარდა)…

P.S. თუ დაინტერესდით კრებულით, შეგიძლიათ ნებისმიერ წიგნის მაღაზიას მიაკითხოთ და 14.90-ად შეიძინოთ. რაც შეეხება “დიოგენეს” მეორე “საჩუქარს”, მასზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ 🙂

17 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Jul 24, 2013 @ 23:53:55

    მართლა საჩუქარია 🙂 და კიდევ ორ ტომს ველოდებით.

    Like

    Reply

  2. rockermeloman
    Jul 25, 2013 @ 17:02:24

    გარკვეულ მიზეზთა გამო მე dark tower-სა და joyland–ს ველოდები, რა თქმა უნდა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ პრეზენტაციაზე რაღაცეები “წამოსცდათ” და ასე დავასკვენი. თუმცა რა თქმა უნდა შესაძლებელია ვცდებოდე 🙂

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jul 25, 2013 @ 21:06:54

      Dark tower კარგი იქნება, მაგრამ ასეთი მოცულობის სერიის ხასიათზე არ ვარ 🙂 …ჯობია ისევ ქინდლს “ჩავუჯდე” 🙂

      Like

      Reply

      • rockermeloman
        Jul 26, 2013 @ 00:27:42

        მეკამათებიან “ნათებას” უფრო უნდა ველოდოთო და რა ვიცი, ვეღარ გავიგე 🙂

        Like

        Reply

        • Kejeradze
          Jul 26, 2013 @ 12:51:44

          “ნათების” გარეშე კინგი რა კინგი იქნება 🙂 მაგრამ “პალიტრა” ჩაერთო “ბრძოლაში” და… 🙂

          Like

          Reply

  3. Anni
    Jul 30, 2013 @ 23:33:46

    ვაიმე “ნათება” და “ის” გადათარგმნონ თორემ თავს არ ვიცოცხლებ გეუბნებით !! :დ უკაცრავად ქუთაისიდან ამ წიგნებს თბილისში უნდა ჩამოვაკითხო? რა დავაშავე :დ

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jul 31, 2013 @ 12:59:30

      “დიოგენე” და “პალიტრა” უკვე თარგმნიან კინგის სხვა ნაწარმოებებსაც ( არ ვიცით რომლებს, მაგრამ “ნათება” და “ის” წესით უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ) 🙂 როგორც ვიცი, ქუთაისში მხოლოდ “ბიბლუსს” რამდენიმე ფილიალი აქვს და თბილისში ჩამოსვლა აუცილებელი არ არის 😀

      Like

      Reply

      • Anni
        Aug 01, 2013 @ 01:59:36

        სამი ვიცი მე და სამივეს მივაკითხე თუმცა ამაოდ, ეს 50 და 49 წიგნი ისე გამოუჭიმიათ ყველა ფილიალში თითქოს ისე სანთლით საძებარი იყოს 😀 რა წიგნებზეც მე მანდ მივედი, არასდროს არაფერი არ ქონდათ, ბიბლიოთეკაში ხომ საერთოდ :დ ერთი სიტყვით თბილისზე ვარ დამოკიდებული :დ

        Like

        Reply

  4. sopho
    Oct 18, 2013 @ 18:16:38

    ზაფხულში წავიკითხე “წელიწადის დრონი” და ჯერ კიდევ ემოციებში ვარ ❤ ძალიან მაგარი, ორიგინალური, "საშინელი", უსაყვარლესი და თბილი ნოველებია ^_^ "გვამი" მაინც განსაკუთრებულად მომეწონა<3 ველოდები კინგის შემდეგ წიგნებს ^_^

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Oct 19, 2013 @ 15:31:31

      ისე მოგვეწონა ყველას, რომ აუცილებლად გააგრძელებენ თარგმნას 🙂

      Like

      Reply

  5. Gijpoeta
    Jul 05, 2014 @ 16:39:33

    სტივენ კინგი უძლიერესია. წელიწადის დრონი არ წამიკითხავს მარა ვაპირებ, ვიცი რომ ძალიან მაგარი იქნება ამ პოსტიდანაც და რომც არ წამეკითხა პოსტი ამაში ეჭვი არ მეპარება. სტივენ კინგის წიგნები ყველა მომწონს და დანარჩენიც მომეწონება ❤ მაგრია :)))

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: