უძინარნი დერიში

ამბობენ, რომ უძილობა ადრე თუ გვიან გადის, მაგრამ რა უნდა ვქნათ, თუ ის თვეების მანძილზე გრძელდება და სრული “ბედნიერებისთვის” ხილვებიც ერთვის? ჩვენ – ადამიანებს, რომლებსაც მინიმუმ 8 საათი გვძინავს – ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს, მაგრამ აქვს სტივენ კინგს…

ქალაქ დერის მკვიდრ რალფ რობერტსს უძილობა ცოლის სიკვდილის შემდეგ დაეწყო. მანამდე მხოლოდ კაკუნი ესმოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა ძილის დრო შეუმცირდა და აურების დანახვაც შეძლო… გაახალგაზრდავდა კიდეც. ყველაფერი აქ რომ დასრულებულიყო, ალბათ ძალიან არც იდარდებდა – 70-ს მიტანებული კაცისთვის, რომელსაც გვიანი სიყვარული ეწვია, ახალი ენერგია ზედმეტი სულაც არ იყო (თუნდაც უძილობის ხარჯზე)… მაგრამ რალფმა აურების გარდა სიკვდილის “მოციქულები” დაინახა!

სიკვდილი ყველა ქალაქს სტუმრობს. ამაში საოცარი არაფერია, მაგრამ როდესაც დერიში ფემინისტური ორგანიზაციის საწინააღმდეგო მოძრაობა სრულ სიგიჟეში გადაიზარდა და ოჯახური ძალადობა ჩვეულებრივი ამბავი გახდა, სიკვდილმა შავ აურაში თითქმის მთელი ქალაქი გახვია… და  ყველაფერთან ერთად სიკვდილის “მოციქულებს” შორის განხეთქილებაც მოხდა…

როგორ დასრულდა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის და რა როლი შეასრულეს ამ ბრძოლაში უძილობით გატანჯულმა ადამიანებმა, ეს თავად ნახეთ. თუ მისტიკა “თქვენი” ჟანრია, ნამდვილად არ ინანებთ – ეს ნაწარმოები სრულად ჯდება  “კინგის სტილში”. მისტიკის მიღმა უამრავ აქტუალურ თემასაც წააწყდებით (ზემოთხსენებული ფემინიზმისა და ოჯახური ძალადობის გარდა, ტერორიზმი და აბორტიც მთავარ თემებს წარმოადგენს) და, მიუხედავად მოცულობისა,  ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავთ ამ ძალიან დაძაბულ და ამოუცნობი დასასრულის მქონე წიგნს (თუმცა კინგს რომ ეპილოგი არ დაეწერა, პირადად მე უფრო მშვიდად დავიძინებდი:) ).

გადაწყვიტეთ ამ წიგნის წაკითხვა? მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სტივენ კინგის საშინელებათა სამყაროში!!!

15 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    ივლ 29, 2013 @ 21:26:01

    კინგი და მშვიდი ძილი გამორიცხულია )

    Like

    პასუხი

  2. Tamuna
    ივლ 30, 2013 @ 13:05:33

    orsulebistvis cakitxva sheizleba? 😀

    Like

    პასუხი

  3. vampira
    ივლ 31, 2013 @ 15:40:58

    რამდენი ხანია ხელთ მინდა ვიგდო, მაგრამ ვერა და ვერ შევძელი კინგის გაცნობა ჩემდა საუბედუროდ:| ორიგინალში კითხვას ვერ ვბედავ, გადმოქართულებულის ჩასაგდებად კი თანხას ვერ მოვუყარე თავი… ვაი, უბედურო თავო, ამ პოსტმა ლამის ზაფხულის საყიდლებზეც მათქმევინოს უარი: )

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ივლ 31, 2013 @ 22:04:55

      მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურთან “ვმეგობრობ” და ქინდლიც მაქვს, ორიგინალში ვერც მე ვბედავ… “ბიბლიო-შოპინგზე” უკეთესი რა უნდა იყოს… მანამდე პალიტრაც მოიფიქრებს რამეს (ხარისხის ხარჯზე, მაგრამ სულ არაფერს აჯობებს) 🙂

      Like

      პასუხი

  4. rusa111
    აგვისტო 05, 2013 @ 19:44:52

    ჩემი ინტერესის სფერო არაა!..

    Like

    პასუხი

  5. spleet
    აგვისტო 15, 2013 @ 17:43:46

    ეხლა ვკითხულობ და ზუსტად, იმ ადგილას ვარ, როცა აურებს უკვე ნათლად ხედავს… საშიში არაა ჩემთვის 🙂

    Like

    პასუხი

  6. Giorgi Logua
    დეკ 12, 2013 @ 22:18:34

    ძალიან კარგი წიგნია, უბრალოდ ეპილოგი მართლა არ უნდა დაეწერა… ძაან გამიტყდა რალფის ამბავი 😦 😦 ამდენი იწვალა კაცმა და ბოლოს ასე უბრალოდ, სიკვდილს კიდევ ერთხელ ატყუებს, მაგრამ მაინც ძალიან მეწყინა… ამის კითხვას 1 თვე მოვანდომე ძალიან დაკავებული ვიყავი, თორე მჯერა, რომ ერთი ამოსუნთქვით იკითხება :* :*

    Like

    პასუხი

  7. ☮ ლა მაგა რაიუელა ☮
    აპრილი 11, 2014 @ 17:42:29

    კინგის ყველაზე მოსაწყენი “ნაშრომი”….

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      აპრილი 11, 2014 @ 20:44:14

      ჯერჯერობით ყველაზე ნაკლებად მომეწონა, მაგრამ ვნახოთ 🙂 კინგი იმდენს წერს, რომ ბევრი ძალიან კარგი და ნაკლებად საინტერესო წიგნი ექნება 🙂

      Like

      პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: