ზაფხული კუნძულ სალტკროკაზე

ასტირ ლინდგრენი რომ გამორჩეულად მიყვარს, ეს უკვე ყველამ იცის 🙂 სახურავის ბინადარი კარლსონისა და პეპი გრძელიწინდას ამბები დღემდე თითქმის ზეპირად მახსოვს და ჩემი პირველი დამოუკიდებლად წაკითხული წიგნის თაროდან გადმოღებას აზრი აღარ აქვს. სამაგიეროდ ფრაუ ასტრიდის სხვა გმირებს მხოლოდ თითოჯერ გავეცანი (მაშინ წიგნები რთულად იშოვებოდა და ძირითადად ნათხოვარი წიგნებით ვკმაყოფილდებოდით). ჰოდა, როგორც კი ქინდლი ვიგდე ხელთ, სასწრაფოდ განვათავსე თაროზე საყვარელი წიგნები (ქართული თარგმანები ძალიან სასიამოვნოდ მახსოვს, მაგრამ მრავალფეროვნებისთვის რუსულიც ნორმალურია) და ნელ-ნელა შევუდექი “დაგემოვნებას”…

საზაფხულო “მოგზაურობისათვის” (განსაკუთრებით რამდენიმე “ცხელი” წიგნის შემდეგ) კუნძულ სალტკროკაზე უკეთეს ადგილს სად ვნახავდი 🙂 ამიტომ სასწრაფოდ “ჩავალაგე ზურგჩანთა”, სტოკჰოლმის სანაპიროზე “სალტკროკა I-ში” ჩავჯექი და გზას გავუდექი. მე თქვენ გეტყვით და მოსაწყენ ხალხთან ერთად მომიწია მგზავრობა – თბომავალზე ასვლისთანავე მელკერსონების ოჯახს “შევეფეთე”. თითქოს ეს არ მეყოფოდა სამხიარულოდ და ნაპირზე გადასვლისთანავე თავიდან ფეხებამდე გაწუწული ჩორვენი და ბოცმანი დავინახე (მერედა პირველად წაკითხვისას როგორ ვოცნებობდი მათთან მეგობრობაზე). მერე რა აღარ გადამხდა თავს – ჯერ იყო და მელკერთან ერთად მხიარული დურგლის სახლი “შევაკეთე”, მოგვიანებით იუჰანთან, ნიკლასთან, ფრედისა და ტედისთან ერთად ზღვაში დავიკარგე ( ამჯერად საიდუმლო კლუბშიც კი მიმიღეს – 12 წლის ხომ უკვე ვარ), ზაფხულის დღესასწაულიც აღვნიშნე, ისეთი დღე გავატარე, მთელს სიცოცხლეს რომ უდრის, კურდღელიც ვიყიდე პელესთან ერთად, შობაც ვიზეიმე (მერე რა, თუ შობა ზაფხულში არ არის – სალტკროკაზე ყველა სეზონი განსაკუთრებულია), ბაყაყიც “გადავაქციე” უფლისწულად, ორფეხა და ოთხფეხა მელიებზეც ვინადირე, სახლიც გადავარჩინე გაბღენძილი ლოტასგან…

ამ ყველაფერმა ზაფხულივით სწრაფად ჩაიარა. ცოტა გულდასაწყვეტიც კია,რომ ეს “მოგზაურობა” ასე მალე დასრულდა და ვეღარც უკბილო სტინას ვნახავ, ვეღარც ჩორვენს და მის ოჯახს, ვეღარც მელკერსონებს. მერე რა, თუ ჩორვენი დილაუთენია ძილს მიფრთხობდა, პელე იმ საშინელ მწერებს ამრავლებდა, მე რომ ვერ ვიტან, მელკერი ყოველ ნაბიჯზე რაღაცას აფუჭებდა და საწოლში მაწვიმდა… კუნძულ სალტკროკაზე ხომ ყველაზე თბილი, კეთილი  და ნათელი ზაფხული იცის…

P.S. ბავშვობის საყვარელი წიგნების გადაკითხვა პირველად ვცადე და მინდა გითხრათ, რომ განსხვავებულად სასიამოვნო “მოგზაურობები” გამოვიდა. გაგრძელება იქნება 🙂 შემდეგი გაჩერება – ლიონებერგა!

10 Comments (+add yours?)

  1. Jane
    აგვისტო 15, 2013 @ 15:38:29

    აუ ❤ ძალიან მაგარი ზაფხულის მოგზაურობაა. და ემილის რომ ნახავ, მომიკითხე. და საწვნეს რომ დაიმხობს თავზე, ცოტა მოუთაქე :))

    Like

    პასუხი

  2. Trackback: ზაფხული ლიონებერგაში | კეჟერაძის ბლოგი
  3. tami
    აგვისტო 23, 2013 @ 13:58:34

    ბავშვობის საყვარელი წიგნების გაადაკითხვა არის ღვთაებრივი სიამოვნება და ამას მარტო ერთეულები გამოცდიან.

    Like

    პასუხი

  4. mario kart online
    სექ 08, 2013 @ 15:39:34

    ასტირ ლინდგრენი sheudarebelia

    Like

    პასუხი

  5. Trackback: დეტექტივი კალე ბლუმკვისტი | კეჟერაძის ბლოგი
  6. A1n2I3oli
    ივნ 07, 2016 @ 17:10:42

    აუუ ძაან მაგარია ასტრიდის მხოლოდ ოთხი მოთხრობა ვიცი და ოთხივე ძაან მაგარია 😀 ❤

    Like

    პასუხი

  7. Ani
    ივნ 07, 2016 @ 17:11:48

    აუუ ძაან მაგარია ასტრიდის მხოლოდ ოთხი მოთხრობა ვიცი და ოთხივე ძაან მაგარია😀❤

    Liked by 1 person

    პასუხი

დატოვე კომენტარი