ზაფხული ლიონებერგაში

ასტრიდ ლინდგრენი ნამდვილად ისეთი მწერალია, რომელიც დროსთან ერთად დავიწყებას არ მიეცემა. ეს კუნძულ სალტკროკაზე “მოგზაურობამაც” დაამტკიცა. ჰოდა, ამჯერად ლიონებერგაში გავემგზავრე 🙂 იქ ხომ ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი კერპი – ემილი სვენსონი მელოდა 🙂

კატჰულტში როგორც კი შევაბიჯე, კეპუკითა და თოფუკით შეიარაღებული ემილი “შემეფეთა”. თავით საწვნეში იყო გაჩხერილი… მერე იყო და ფრიად საეჭვო საქმეებში ჩამითრია – დაიკო იდა ფლაგშტოკზე ავწიეთ და სრული ბედნიერებისთვის ლურჯადაც შევღებეთ, ძეხვის მთელი მარაგი გავანადგურეთ, ჩვენი მეგობარი ალფრედის ძებნაში ქურდი დავიჭირეთ, მამას ათასი უბედურება დავაწიეთ (ისე, ჩვენში დარჩეს და ანტონ სვენსონი კარგი წუწურაქი ვინმე კი იყო), შინაური ცხოველები “მოვიპოვეთ”, კისელში “ვიბანავეთ”, ფოიერვერკი მოვაწყვეთ, თავშესაფრის გოროზი მმართველი “მოვათვინიერეთ”, სტომატოლოგის ხალათიც “მოვირგეთ”, კინაღამ პასტორის ცოლი “შემოგვეწვა”, დავთვერით კიდეც…

ეჰ, როგორ მინდოდა ბავშვობაში, რომ ასეთი “საშინელებები” ჩამედინა 🙂 არადა ახლანდელი გადასახედიდან სვენსონების ოჯახის ნამდვილად არ მშურს… თუმცა არა, მაინც მინდა ლიონებრგელ ემილისთან ერთად “თამაში” – მერე რა, თუ შემდეგ ფარდულში “სასჯელის მოხდა” და ასეულობით ხის კაცუნის გამოჭრა მომიხდება 🙂

P.S. ამ მხიარული, საზაფხულო, კეთილი, თბილი “მოგზაურობით” ასტრიდს დროებით გამოვემშვიდობე. მოგვიანებით ისევ დავუბრუნდები – ქინდლის თაროზე კიდევ ათი ძალიან სასიამოვნო “მოგზაურობა” მელის… და რაც მთავარია, ოთხ შემთხვევაში პირველად წაკითხვის სიამოვნება წინ მაქვს 🙂

Advertisements

8 Comments (+add yours?)

  1. Trackback: ზაფხული კუნძულ სალტკროკაზე | კეჟერაძის ბლოგი
  2. tamara
    აგვისტო 21, 2013 @ 18:21:07

    გაგეცინება და ყველაზე მეტად ის მომენტი მზაფრავდა, როცა ემილმა მამა ჩაკეტა საპირფარეშოში.
    ის მართლა წუწურაქიც იჯდა იქ და გულზე სკდებოდა, მე აქ ვზივარ და იქ ხალხი ჩემს ხარჯზე კუჭს ივსებსო :)))
    და ემილი რომ გოჭუნასთან მიდის და მამა სამერცხულშია გაჭედილი …. ბრრრრრ!!!!

    Like

    პასუხი

  3. Kejeradze
    აგვისტო 22, 2013 @ 13:19:04

    ბავშვობაში ცოტათი კი მეცოდებოდა ბატონი სვენსონი, მაგრამ ახლა მგონია, რომ ღირსი იყო 😀

    Like

    პასუხი

  4. tami
    აგვისტო 23, 2013 @ 13:55:37

    დღემდე სიამოვნებით ვკითხულობ,ასტრიდის კულტი მაქვს ოჯახში<3

    Like

    პასუხი

  5. nini tavelidze
    ნოე 05, 2013 @ 22:31:35

    ასტრდის კითხვა არასდროს არ მომბეზრდება <33 ყველაზე ყველაზე საყვარელი მწერალიაა ❤ გეთანხმები იმაში,რომ მისი შემოქმედება არასოდეს არ მიეცემა დროსთან ერთად დავიწყებას

    Like

    პასუხი

  6. Trackback: “ახალი” ასტრიდი | კეჟერაძის ბლოგი
  7. Trackback: დეტექტივი კალე ბლუმკვისტი | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: