მოგზაურობა ამერიკაში ჩარლისთან ერთად

“მოგზაურობა – ეს ინდივიდუალურია, ორი ერთნაირი არ არსებობს…მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ ყველასთვის ნათელი ხდება, რომ ჩვენ კი არ ვმართავთ მოგზაურობას, არამედ მოგზაურობა გვმართავს ჩვენ”

მოგზაურობა რომ კითხვაზე არანაკლებ სასიამოვნო საქმიანობაა, ალბათ იცით 🙂 ამიტომ შუაგულ ზაფხულში მე და ჩემი “ლიტერატურული ზურგჩანთა” ამერიკის ტრასაზე გავედით და ჩვენს ფეხებთან ფრიად სიმპათიურმა სატვირთო მანქანის მსგავსმა ავტომობილმა დაამუხრუჭა… და იცით ვინ მიგვიპატიჟა? თავად ჯონ სტაინბეკმა და მისმა მოხუცმა პუდელმა ჩარლიმ 🙂 ასეთ მასპინძლებს უარს როგორ ვეტყოდით. ჰოდა, ჩავსხედით “როსინანტად” წოდებულ “სახლ-მანქანაში” და გზას გავუდექით 🙂

თავიდან ცოტა არ იყოს და გამიკვირდა – ჯონს ამერიკა ამ მოგზაურობამდეც შემოვლილი ჰქონდა და წესით ახალი მიზანი უნდა შეერჩია (როგორც მანამდე – საქართველო, უკრაინა და ა.შ.). თუმცა შემდეგ თავადვე გამიმხილა მიზეზი – ცოტა ხნით ადრე ავად ყოფილა და ეს მოგზაურობა ერთგვარი გამომშვიდობებაც კი იყო ამერიკასთან, იმ ამერიკასთან, რომელიც მის ყველა ნაწარმოებში ასე კარგად არის ნაჩვენები. ჩარლისთან ერთად მოგზაურობისას ჯონმა უკანასკნელად მოინახულა საყვარელი (უკვე გაზრდილი) ქალაქები და ხალხი (უკვე სხვანაირად მოაზროვნე)…

ამ მოგზაურობისას ჯონმა ჩანაწერების გაკეთება გადაწყვიტა, თუმცა საბოლოო ჯამში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ნაწარმოები შექმნა. მართალია, ყოველ ფურცელზე ულამაზესი პეიზაჟები, საინტერესო ადამიანები, ქალაქები და სოფლებია აღწერილი, მაგრამ ეს ყველაფერი შესაშური გემოვნებითაა “შეზავებული” იუმორითა და ავტორის მსჯელობებით სხვადასხვა თემაზე… და რაც მთავარია, “მოგზაურობისას” საუკეთესო კომპანიონი გვყავს – ჩარლი საოცრად ჭკვიანი და “ადამიანური” ძაღლია… ასე რომ, თუ ამ წიგნს გადაშლით, გეოგრაფიის სახელმძღვანელოს ნუ ელით (ნილსის მოგზაურობისა არ იყოს). ეს არის ამერიკა, რომელიც ჯონმა და ჩარლიმ “როსინანტის” ფანჯრებიდან დაინახეს და არა ის ამერიკა, რომელსაც შორიდან ვიცნობთ…

P.S. ძალიან საინტერესო, მხიარული და ამავე დროს სევდიანი “მოგზაურობა” გამოვიდა. თან ძალიან რეალური (სუვენირების არ ქონა რომ არა, ვიფიქრებდი, რომ ნამდვილად ვიყავი ამერიკაში)… სამწუხაროა, რომ ქართული თარგმანი არ გვაქვს…

Advertisements

2 Comments (+add yours?)

  1. rusa111
    Aug 26, 2013 @ 22:47:49

    ეგ უნდა მეკითხა, ე. ი. ქართული თარგმანი არ არის, რუსულად?

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Aug 27, 2013 @ 00:31:23

      ქინდლის ფორმატში მხოლოდ რუსულად მოვიძიე. წიგნად ალბათ სხვა ენებზეც იქნება (ქართულის გარდა).

      Like

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: