მშვიდობით, ზაფხულო!

ეს არის წიგნი იმაზე, თუ როგორ მოაწყვეს პატარა ყალთაბანდებმა და მათმა მეთაურმა დუგლასმა არეულობა ქალაქში იმის დასამტკიცებლად, რომ გაზრდა სულაც არ არის აუცილებელი. უფრო მეტიც – სახიფათოც კია…

…კიდევ იმაზე, თუ როგორ მოაწყვეს მოხუცებმა შეთქმულება ახალგაზრდების წინააღმდეგ იმის დასამტკიცებლად, რომ სიბერე ცხრა მთას იქით კი არა, სულ აქვეა…

…უფრო ზუსტად კი იმაზე, რომ გაზრდა ისეთი სასიამოვნო სულაც არ არის, როგორც ეს ბავშვობაში წარმოგვედგინა. დუგლასმა და მისმა მეგობრებმა აღმოაჩინეს, რომ ეს გრძნობა უფრო შიშია, იმის შიში, რომ მშობლებს დაემსგავსებიან, შვილები ეყოლებათ და ზაფხული უკვე მათ ცხოვრებაში დადგება… თავად კი შემოდგომას თავს ვეღარ დააღწევენ…

ეს არის “მშვიდობით, ზაფხულო”  – წიგნი ბავშვებსა და მოხუცებზე, რომლებსაც უსაზღვრო სიყვარული აკავშირებთ, მაგრამ ზოგჯერ ასაკი უფსკრულად იქცევა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მოხუცები ზაფხულის გასვლას ვერაფრით ეგუებიან, ბავშვებს კი მომავალი ზამთრისთვის არ სურთ თვალის გასწორება… დუგლასი კი გაიზარდა, ყველასთვის ცნობილი რეი დუგლას ბრედბერი გახდა და გვაჩვენა, რომ გაზრდა საშიში სულაც არ რის. მთავარი წინსვლა და ზაფხულთან ღირსეულად გამომშვიდობებაა, რათა ზამთარში მხოლოდ სიკეთით და სიყვარულით სავსე მოგონებები გავიყოლოთ…

P.S. შარშანდელი ზაფხულის ერთ-ერთი საუკეთესო “მოგზაურობა” ამ ნაწარმოების ერთგვარი დასაწყისი –  “ბაბუაწვერას ღვინო” გახლდათ. ამიტომ სასწრაფოდ “გავუდექი” გზას და ძალიან სასიამოვნო “მოგზაურობაც” გამოვიდა – მსუბუქი, ბრძნული, თბილი, მხიარული და ოდნავ სევდიანიც… სამწუხაროდ, რეი ბრედბერის ნაწარმოებებს შორის ქართულად მხოლოდ “ბაბუაწვერას ღვინო”, “451° ფარენჰეიტით” და მოთხრობების კრებული “ცელია” ნათარგმნი. იმედია, მალე “მშვიდობით, ზაფხულო” – ც შეემატება 🙂 მანამდე კი ერთ სიმღერას მოვუსმინოთ, რომელიც რატომღაც ჩემთვის ამ წიგნთან ასოცირდება 🙂

7 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    სექ 09, 2013 @ 21:07:37

    ლიგამუსი თარგმნიდა ქართულად ფანტასტიკას და იქნებ გააგრძელოს კიდეც…

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      სექ 09, 2013 @ 21:36:06

      რაღაც შეფერხდასავით… პრატჩეტი და ზელაზნიც გასაგრძელებელია…

      Like

      პასუხი

      • tami
        სექ 18, 2013 @ 07:29:59

        და საერთოდ არასერიოზული გამომცემლობაა ორი დღე ვრეკე წიგნების მოსატანად სანამ აღმოაჩინეს,რომ სულაკაურის გამომცემლობაში უნდა მეკითხა.რატომ?არც ვიცი,თვითონაც არ იცოდნენ

        Like

        პასუხი

  2. vampira
    სექ 12, 2013 @ 00:39:22

    საჩემო წიგნი ყოფილა “მშვიდობით, ზაფხულო” და ეგაა! ზუსტად იმ პრობლემაზე მე რომ ასე ძალიან მაწუხებს… როგორ არ მინდა დავემშვიდობო ზაფხულს: (
    ცუდია, რომ ქართულად არაა ნათარგმნი, არადა რუსულად და ინგლისურად ვერ ვბედავ კითხვას:/

    Like

    პასუხი

  3. თუთის'ანი
    იან 10, 2018 @ 09:08:31

    მეც სულ ამ სიმღერას ვუსმენდი, როცა “ბაბუაწვერას ღვინო” მეჭირა ხელში. :)) საოცარი წიგნია, დიდების წიგნი.

    Liked by 1 person

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: