ლუჟინი და ფლამანდიური გამბიტი

“მთელი ყოფიერება დღეებისა და ღამეების უჯრედებისგან შემდგარი ჭადრაკის დაფაა, რომელზეც ბედისწერა ისე თამაშობს ადამიანებით, როგორც ფიგურებით.”  – არტურო პერეს-რევერტე

საუკუნეების წინ შექსპირმა თქვა, რომ მთელი სამყარო თეატრია (მოგვიანებით აკუნინიც რომ დაეთანხმა, გახსოვთ ალბათ:) )… მაგრამ ხომ შეიძლება, რომ სამყარო ჭადრაკის დაფა იყოს?! ამაში დასარწმუნებლად საკმარისია “ფლამანდიური დაფა” გადაშალოთ. დონ არტურო მაშინვე ჭადრაკის ერთ-ერთ ფიგურად, ინტელექტუალური დეტექტივის გმირად გაქცევთ და ერთდროულად ორ დროში ამოგაყოფინებთ თავს. თქვენ გახდებით თანამედროვე რესტავრატორი ხულიას თანამოაზრე და 500 წლის წინ მოღვაწე დიდი ფლამანდიელი ოსტატის ნახატის ნაწილი… ნახატზე ასახული ისტორიული პირების საიდუმლოს ამოხსნა შეიძლება სიცოცხლის ფასადაც კი დაგიჯდეთ, თუ მოცემულ პარტიას ბოლომდე არ ითამაშებთ და თქვენს მეფეს ვერ გადაარჩენთ… თუმცა სხვა ფიგურებსაც უნდა გაუფრთხილდეთ – თითოეული მათგანი რეალური ადამიანია… ამ ბრძოლის წარმატებით დასასრულებლად მხოლოდ ნახატის გაშიფვრა არ არის საკმარისი (მოგეხსენებათ, რომ ნახევარ ათასწლეულს მკვლელებიც კი ვერ უძლებენ)… მკვლელი სულ ახლოს უნდა ეძებოთ, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან რთული იქნება…

თუ რევერტემ საკმარისად ვერ დაგარწმუნათ, რომ ჭადრაკი არც თუ ჩვეულებრივი თამაშია, მაშინ ნაბოკოვს უნდა მიმართოთ. ის თქვენ ლუჟინს გაგაცნობთ – საჭადრაკო ფენომენს. მთელი მისი ცხოვრება ჭადრაკია – შავ-თეთრ კვადრატებად დაყოფილი დაფა. მისი თავი რთულ, საიდუმლოებით მოცული მექანიზმის მქონე აპარატად ქცეულა. ჩვენი გაგებით ის სრულიად ასოციალური პიროვნებაა (რეალურად სწორედ ასეთები არიან ყველაზე ლამაზი, განსაკუთრებული შინაგანი სამყაროს მფლობელნი). მის გონებაში დამუშავებული “ლუჟინის დაცვა” ცხოვრებისგან დაცვა უფროა, ვიდრე მოწინააღმდეგის ფიგურებისგან… თუმცა ცხოვრება და საჭადრაკო დაფა ხომ იდენტურია – მხოლოდ დაცვით გამარჯვების მიღწევა შეუძლებელია. შეტევაც აუცილებელია… თუ არა და, თამაშიდან უნდა გახვიდე…

P.S. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ წიგნების ქართული თარგმანები არ გვაქვს. თუმცა კი ეკრანიზეციები შეგიძლიათ მოიძიოთ (ოღონდ წინასწარ უნდა გაგაფრთხილოთ – რევერტეს ეკრანიზაციებში საშინლად არ “უმართლებს”)… ასევე შემიძლია გირჩიოთ ცვაიგის “საჭადრაკო ნოველა”.

P.P.S. პოსტის დაწერის შემდეგ დიდი ხანი გავიდა და უკვე გვაქვს “ლუჟინის დაცვის” თარგმანი. ის “პალიტრა L”-მა გამოსცა სერია “49 წიგნის” ფარგლებში.

6 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Sep 19, 2013 @ 21:41:42

    ხულია მომეწონა ძალიან )

    Like

    Reply

  2. Anisoptera Odonata
    Sep 21, 2013 @ 17:50:09

    “ჩვენი გაგებით ის სრულიად ასოციალური პიროვნებაა (რეალურად სწორედ ასეთები არიან ყველაზე ლამაზი, განსაკუთრებული შინაგანი სამყაროს მფლობელნი)” — საინტერესო წერილია, მაგრამ ამ განზოგადებაში ვერაფრით დაგეთანხმები )

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Oct 07, 2013 @ 22:01:11

      პირადად არ ვიცნობ ასეთ ადამიანებს და ამიტომ ვერაფერს ვიტყვი ) ლიტერატურულად კი სწორედ ასეა – მწერლები ასოციალური ადამიანების შინაგან სამყაროზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ…

      Like

      Reply

  3. umuzowriter
    Sep 21, 2013 @ 17:53:56

    ისე ნაბოკოვის ”ლოლიტას” გარდა არაფერია ნათარგმნი ნორმალურად და ძალიან მწყინს ეს ამბავი რა…..

    Like

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: