აკას ქართულის რვეულები

“მთავარი ხომ მაინც ის არის, რაც გულს სამუდამოდ დააჩნდება”

აკა ის კაცია, ისტორიებს რომ “თლის” და წიგნებში “აწყობს”. გადაშლი ამ წიგნებს და ფოტოებიდან ნამდვილი ადამიანები შემოგცქერიან. შემდეგ ეს ადამიანები ნელ-ნელა ამოძრავდებიან, ხელს ჩაგავლებენ და პირდაპირ XIX-XX საუკუნეების თბილისში ამოგაყოფინებენ თავს… და იწყება თექვსმეტი ისტორია რეალურ ქალაქზე, რომელშიც რეალური ადამიანები ცხოვრობენ…

ძველ თბილისში “მოგზაურობა” ნამდვილ თავადთან შეხვედრით იწყება. თავადი ბარიატინსკისა და ქართველი ქალის სყვარულის ისტორიას ალბათ ყველა იცნობს. სწორედ ამ ქალის ბიძა გახლდათ ჩვენი თავადი – ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი. თანამედროვეობას ვერ მორგებულ თავადებს კიდევ ერთი თავი ეძღვნებათ, თუმცა სხვა თბილისელებსაც უხვად შეხვდებით – ზოგს ნაცნობს და ზოგსაც უცნობს. აკა ხან ცნობილ ყაჩაღებზე მოგვითხრობს (თუნდაც ლეგენდარული არსენა რად ღირს), ხანაც თავზეხელაღებულ გურულებზე (მაგალითად, ფირალ დათიკო შევარდნაძეზე), ქართველ რევოლუციონერებზე, პირველ თეატრზე, ოპერის ცნობილ შენობაზე, მაშინდელ ქართულ გაზეთებზე, ღვინისა და ქართველების ურთიერთობაზე, ასევე დიდ ქართველებზე – ხალისიან და ამავე დროს სევდიან, არარეალიზებულ ტატოზე, მუდმივად ჯანმრთელობასა და განათლებაზე მზრუნველ იაკობზე, უცნაურად დაკარგულ ვანოზე, ლუკასა და მის ძმებზე, ნიკალაზე, ილიასა და მის დაუღალავ ბრძოლაზე…

დეტალებზე არაფერს გეტყვით. ეს საოცრად ცოცხალი კადრები თავად უნდა ნახოთ… თუმცა კი ბოლო თავს მინდა უფრო მეტი ადგილი დავუთმო. “შემოვიდნენ რუსებიიი…” განსაკუთრებით საყურადღებო მონაკვეთი მგონია. თითქოს ამ თავში ყველა ისტორია იყრის თავს. არშემდგარი თავადების. ფირალების, რევოლუციონერების, ხელოვანების, სამხედროების, მსმელების ქვეყანაში თავისუფლების დროც დადგა (მთაწმინდაზე ზარებიც კი შემოუკრავთ უკვე გარდაცვლილთათვის სიხარულის გასაზიარებლად), მაგრამ დროებით… როგორც გვჩვევია ხოლმე, მთავრობის წევრები ვერ მორიგდნენ, არაპროფესიონალებით გაივსო ჯარიც და ხელისუფლებაც… თბილისიდან დროებით წასული ნოე ჟორდანია უყურადღებობით მცხეთის ნაცვლად გორში აღმოჩნდა, ხალხმა წინასწარვე წაგებულად ჩათვალა რუსეთთან ომი და “მახვეწარი ქართველების” (ორჯონიკიძის, სტალინისა და მათი მსგავსი “გმირების”) დიდი ძალისხმევით წითელი დროშაც აფრიალდა დედაქალაქის თავზე… მერე იყო და ქართველებმა ღვინის დაბინავება საქვეყნო საქმეზე სასწრაფოდ მიიჩნიეს (!) და აჯანყებაც დამარცხდა. საბოლოოდ ზოგიერთები დახვრიტეს ან დააპატიმრეს, ზოგმაც ნებით თუ უნებლიედ ემიგრაციაში წასვლა არჩია ბრძოლის გაგრძელებას… აი, ასე მოკვდა ის თბილისი, რომელიც ყველა ქართველს სახლად უხდებოდა, სადაც კარგი სპექტაკლი დღესასწაულად ქცეულიყო, სიტყვასა და მეგობრობას ყველაზე დიდი ძალა ჰქონდა… ასეთი თბილისი მადათოვის კუნძულივით წყალმა (სისხლმა) წაიღო, ოპერის თეატრივით ცეცხლმა შეიწირა, მაგრამ დავიწყებას არ მისცემია. ძველი, თბილისი მუდამ ცოცხალი იქნება, როგორც ამბროსი კათალიკოსი, ილია, ვაჟა, ქაქუცა და სხვა დიდი (მეტად თუ ნაკლებად ნაცნობი), ნამდვილი ქართველები!

P.S. ბოლოს ერთ კოლაჟსაც ვუყუროთ და გავიხსენოთ ძველი თბილისი.

6 Comments (+add yours?)

  1. rusa111
    Sep 25, 2013 @ 22:24:27

    ძალიან მომწონს, განსაკუთრებით ძველი თბილისის ჩუქურთმები და სიმყუდროვე. წიგნი ჯერ არ მიყიდია, დიდი ხანია გამოვიდა?

    Like

    Reply

  2. rusa111
    Oct 11, 2013 @ 00:10:26

    ვნახავ, ტელევიზიაში ისტორიებს რომ ყვებოდა, ეს არის?

    Like

    Reply

  3. Trackback: საახალწლო მოგზაურობები 2013 | კეჟერაძის ბლოგი
  4. Trackback: აკას სამყარო | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: