რინსვინდისა და ორყვავილას დაბრუნება

გისურვებთ, რომ საინტერესო დროებაში გეცხოვროთ. – ძველი წყევლა

რინსვინდისა და ორყვავილას ძალიან სახალისო თავგადასავლები გახსოვთ? თუ სერ ტერის ორად ორი ქართული თარგმანი წაკითხული გაქვთ, ვერ დაივიწყებდით, თუ არადა პოსტებიდან გეხსომებათ (ჯერ მარტო ერთ “მეზობელ” ბლოგზე ისეთი პოსტი დაიწერა…). ჰოდა ამჯერად ჩვენთვის ნაცნობ არკ-მორპორკში არ  მოფრინდა ალბატროსი, არც ის წერილი მოიტანა, რომელშიც აქატის იმპერია დიდი ჯადოქრის გამოგზავნას ითხოვდა. შედეგად მათთან მართლაც განსაკუთრებული – ყველაზე მშიშარა და უვიცი – ჯადოქარი რინსვინდი არ გაგზავნეს…

ჰო, კარგი, ძალიან დაგაბნიეთ, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ზედმეტი პანიკა არ შეიქმას და ინფორმაციამ არ გაჟონოს. ბოლო-ბოლო სულაც არ არის აუცილებელი, რომ მთელმა აქატის იმპერიამ გაიგოს რინსვინდის საყვარელი საქმიანობა რომ “ფეხების ხელში დაჭერაა” და ამ ეგზომ პატივცემული ჯადოქრის თავში ერთი ჯადოსნური სიტყვაც კი ვერ იკიდებს ფეხს… თან ჯადოქარ ოზისა არ იყოს, ხანდახან თვითმარქვიებსაც უმართლებთ ხოლმე. მთავარია ხალხმა დაიჯეროს და ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად გაილაშქროს… მერე რა ლაშქარი ჰყავთ – ჩვენი კიდევ ერთი ძველი ნაცნობი კოენი (ნეტავ ის ფრიად საინტერესო გოგონა სად დაკარგა, არც თუ ადეკვატური რეაქციით რომ “შეეგება” გადარჩენას ) თავისი “ვერცხლის ურდოდ” წოდებული ექვსი “სუპერ-მოხუცით” (მერე რა, თუ რუსული გამოთქმის თანახმად, “ქვიშა სცვივათ” და ცოტა ყურს აკლიათ) და “წითელი არმია”, რომელიც ძირითადად “წვევამდელი ასაკის” წევრებისა და ტრადიციულად ოპტიმისტურად განწყობილი ორყვავილასა და მისი ქალიშვილების – ლოტოსის ყვავილისა და პეპელასგან – შედგება 🙂 მერე რა თუ ეს ჯარი 2 300 009 კბილებამდე შეიარაღებულ სამხედროს არ აერთიანებს. სამაგიეროდ დიდი ჯადოქარი მათთანაა (ცნობილმა სკივრმა კი მიატოვა და სიყვარულს გაეკიდა, მაგრამ მაინც 🙂 )… ასე რომ, წინ ბრძოლისკენ!… ააა, მაგრამ იქნებ გაქცევა სჯობდეს? არა, აქატის იმპერიაში ნამდვილად საინტერესო დროება დადგა… ზედმეტად საინტერესო…

2 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Sep 29, 2013 @ 12:11:06

    რაც მე იმ ქალწულზე ვიცინე :))) წყალში ჩამეყარა შაბათობით შინ დარჩენაო :)))

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: