კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უიმედოთა ქალაქში! ქალაქში, რომელსაც ბოროტი ძალა მართავს, საგზაო მოძრაობას მანიაკი აკონტროლებს, მაჩვენებელზე მოკლული კატაა გაკრული, სიკვდილი ყოველ კუთხეში იმალება…
გგონიათ, რომ ეს უბრალოდ წიგნია და მეტი არაფერი? ძალიან ცდებით. საკმარისია უიმედოთა ქალაქში აღმოჩნდეთ, რომ შიში შეგიპყრობთ. თქვენც ისევე უსაზღვროდ შეგეშინდებათ, როგორც ჯონი მარინვილს, სტივ ემესს, სინტია სმიტს, რალფ, ელენ, დევიდ და კირსტი კარვერებს, მერი და პიტერ ჯეკსონებს, ტომ ბილინგსლის, ოდრი უაილერს… და ყველას, ვინც უიმედოთა ქალაქში ცხოვრობს… თქვენც მათსავით არ გეცოდინებათ, მოახერხებთ თუ არა კოლი ენტრეგიანისგან გაქცევას… ტეკისგან გაქცევას… იქნებ სიკვდილიც ინატროთ, მაგრამ ამასაც “იღბალი” უნდა… დემონით შეპყრობილი უზარმაზარი პოლიციელი ადვილი დასამარცხებელი არ არის, მით უფრო, რომ მას კოიოტები, ობობები და სხვა არსებები ეხმარებიან… კრიტიკულ მომენტში ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები თვალწინ გაგირბენთ (ჩემი მოკრძალებული აზრით, მხოლოდ დევიდის და ბრაიენის ეპიზოდის გამოც კი ღირს ამ წიგნის წაკითხვა) და მიხვდებით, რომ ან ბოლომდე გახვალთ, ან უიმედოთა ქალაქში დარჩებით, ან დევიდივით ირწმუნებთ ღმერთის სიტყვას (მიუხედავად ყველაფრისა), ან “დაიშლებით”…
ძალიანაც ნუ შეგეშინდებათ… უფრო სწორად, იცოდეთ, რომ შიში ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. თუ სტივენ კინგის მიერ შემოთავაზებულ “რელიგიურ ხაზს” ზუსტად გაყვებით, ყველაფერი კარგად იქნება. საიდუმლოს ამოხსნით და დემონსაც დაამარცხებთ… მთავარი იმედისა და რწმენის შენარჩუნებაა…
P.S. მერწმუნეთ, ეს არც ისე საშიში წიგნია. ბოლო-ბოლო ნამდვილად Desperation-ში ხომ არ მიდიხართ 🙂 შეგიძლიათ მშვიდად მოიძიოთ ქართული თარგმანი. ეს ნაწარმოები “პალიტრა L”-მა გამოსცა სერია “49 წიგნის” ფარგლებში.
ოქტ 05, 2013 @ 12:15:14
აი, საოცარად მაღალი ხარისხის იდიოტობაა ^_^
LikeLike
ოქტ 07, 2013 @ 22:06:18
ასეთი მკაცრებიც ნუ ვიქნებით 🙂 გემოვნების ამბავია.
LikeLiked by 1 person
ოქტ 07, 2013 @ 22:39:41
მართლაი ხარ, თუმცა იმასაც დავამატებ, რომ მწერლობის ღირებულება მხოლოდ ცალკეული ადამიანების გემოვნებაზეც არ არის დამოკიდებული. ანუ ის რომ გემოვნებაზე არ დაობენ ცუდი საზომია ამ შემთხვევაში.
LikeLike
ოქტ 07, 2013 @ 22:45:21
ლიტერატურულ გემოვნებაზე განსაკუთრებით არ დაობენ 🙂 ღრმად სუბიექტური თემაა…
LikeLiked by 1 person
ოქტ 07, 2013 @ 22:55:36
რაზეც დაობენ, იმის ლიტერატურული ღირებულება უდავოა )))
LikeLike
ოქტ 10, 2013 @ 16:23:03
ძალიან მაგარი წიგნი, ღრმა და დამაფიქრებელი
LikeLike
ოქტ 25, 2013 @ 14:35:39
ახლა ვკითხულობ…თან ვცდილობ სულ ღამით ვიკითხო ,ძაან მაგარია:დ მაჩვენებელზე მოკლული კატა განსაკუთრებით მესიამოვნა :დ :დ :დ
LikeLike
ოქტ 25, 2013 @ 21:40:27
მერე ღამე ტეკი რომ მოვიდეს? 😀 😀 😀
LikeLike
იან 09, 2014 @ 18:11:26
მოვიდეს,ველოდები 😀
LikeLike
თებ 13, 2014 @ 17:07:50
რამდენი ტომია სულ ?? დამაინტერესდა 😀
LikeLike
თებ 13, 2014 @ 19:01:13
ერთი მოზრდილი წიგნია 🙂
LikeLike
თებ 14, 2014 @ 21:36:47
😀 kaai madloba :*
LikeLike
აპრილი 07, 2014 @ 17:07:15
internetshi ver wavikitxav?
LikeLike
აპრილი 07, 2014 @ 18:05:16
სამწუხაროდ, ქართულად ვერა.
LikeLike
მაისი 01, 2014 @ 21:31:23
ღამე ვკითხულობდი მეც და მაგარი აზარტულია 😀 🙂
LikeLike
მაისი 01, 2014 @ 21:36:59
ღამემ სხვა “მუღამი” შესძინა 😀 დღე დიდი ვერაფერი იქნებოდა 🙂
LikeLike
აგვისტო 03, 2014 @ 16:03:21
axla vkitxulobb 😀 shokia ra 😀 😀 teeeeek ❤
LikeLiked by 1 person