უიმედოთა ქალაქი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უიმედოთა ქალაქში! ქალაქში, რომელსაც ბოროტი ძალა მართავს, საგზაო მოძრაობას მანიაკი აკონტროლებს, მაჩვენებელზე მოკლული კატაა გაკრული, სიკვდილი ყოველ კუთხეში იმალება…

გგონიათ, რომ ეს უბრალოდ წიგნია და მეტი არაფერი? ძალიან ცდებით. საკმარისია უიმედოთა ქალაქში აღმოჩნდეთ, რომ შიში შეგიპყრობთ. თქვენც ისევე უსაზღვროდ შეგეშინდებათ, როგორც ჯონი მარინვილს, სტივ ემესს, სინტია სმიტს, რალფ, ელენ, დევიდ და კირსტი კარვერებს, მერი და პიტერ ჯეკსონებს, ტომ ბილინგსლის, ოდრი უაილერს… და ყველას, ვინც უიმედოთა ქალაქში ცხოვრობს… თქვენც მათსავით არ გეცოდინებათ, მოახერხებთ თუ არა კოლი ენტრეგიანისგან გაქცევას… ტეკისგან გაქცევას… იქნებ სიკვდილიც ინატროთ, მაგრამ ამასაც “იღბალი” უნდა… დემონით შეპყრობილი უზარმაზარი პოლიციელი ადვილი დასამარცხებელი არ არის, მით უფრო, რომ მას კოიოტები, ობობები და სხვა არსებები ეხმარებიან… კრიტიკულ მომენტში ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები თვალწინ გაგირბენთ (ჩემი მოკრძალებული აზრით, მხოლოდ დევიდის და ბრაიენის ეპიზოდის გამოც კი ღირს ამ წიგნის წაკითხვა) და მიხვდებით, რომ ან ბოლომდე გახვალთ, ან უიმედოთა ქალაქში დარჩებით, ან დევიდივით ირწმუნებთ ღმერთის სიტყვას (მიუხედავად ყველაფრისა), ან “დაიშლებით”…

ძალიანაც ნუ შეგეშინდებათ… უფრო სწორად, იცოდეთ, რომ შიში ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. თუ სტივენ კინგის მიერ შემოთავაზებულ “რელიგიურ ხაზს” ზუსტად გაყვებით, ყველაფერი კარგად იქნება. საიდუმლოს ამოხსნით და დემონსაც დაამარცხებთ… მთავარი იმედისა და რწმენის შენარჩუნებაა…

P.S.  მერწმუნეთ, ეს არც ისე საშიში წიგნია. ბოლო-ბოლო ნამდვილად Desperation-ში ხომ არ მიდიხართ 🙂 შეგიძლიათ მშვიდად მოიძიოთ ქართული თარგმანი. ეს ნაწარმოები “პალიტრა L”-მა გამოსცა სერია “49 წიგნის” ფარგლებში.

18 Comments (+add yours?)

  1. maga rayuela
    ოქტ 05, 2013 @ 12:15:14

    აი, საოცარად მაღალი ხარისხის იდიოტობაა ^_^

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ოქტ 07, 2013 @ 22:06:18

      ასეთი მკაცრებიც ნუ ვიქნებით 🙂 გემოვნების ამბავია.

      Liked by 1 person

      პასუხი

      • maga rayuela
        ოქტ 07, 2013 @ 22:39:41

        მართლაი ხარ, თუმცა იმასაც დავამატებ, რომ მწერლობის ღირებულება მხოლოდ ცალკეული ადამიანების გემოვნებაზეც არ არის დამოკიდებული. ანუ ის რომ გემოვნებაზე არ დაობენ ცუდი საზომია ამ შემთხვევაში.

        Like

        პასუხი

  2. natia
    ოქტ 10, 2013 @ 16:23:03

    ძალიან მაგარი წიგნი, ღრმა და დამაფიქრებელი

    Like

    პასუხი

  3. Kerouac
    ოქტ 25, 2013 @ 14:35:39

    ახლა ვკითხულობ…თან ვცდილობ სულ ღამით ვიკითხო ,ძაან მაგარია:დ მაჩვენებელზე მოკლული კატა განსაკუთრებით მესიამოვნა :დ :დ :დ

    Like

    პასუხი

  4. Tamuna
    თებ 13, 2014 @ 17:07:50

    რამდენი ტომია სულ ?? დამაინტერესდა 😀

    Like

    პასუხი

  5. Tamuna
    თებ 14, 2014 @ 21:36:47

    😀 kaai madloba :*

    Like

    პასუხი

  6. Tiffany
    აპრილი 07, 2014 @ 17:07:15

    internetshi ver wavikitxav?

    Like

    პასუხი

  7. თიკ შუბითიძე
    მაისი 01, 2014 @ 21:31:23

    ღამე ვკითხულობდი მეც და მაგარი აზარტულია 😀 🙂

    Like

    პასუხი

  8. ketoo
    აგვისტო 03, 2014 @ 16:03:21

    axla vkitxulobb 😀 shokia ra 😀 😀 teeeeek ❤

    Liked by 1 person

    პასუხი

  9. Trackback: გუმბათის ქვეშ | კეჟერაძის ბლოგი

დატოვე კომენტარი