“ისევე, როგორც თავისუფლება, ტიბეტი არ არის შორს, მიუხედავად იმისა, რომ ჰიმალაების გადაღმაა და ტიბეტის მთები არასოდეს მოვლენ ჩვენთან, ჩვენ უნდა მივიდეთ მათთან, როგორც თავისუფლებასთან, რომელსაც არავინ მოგვცემს და თავისუფლება არასოდეს მოვა ჩვენთან, ჩვენ უნდა მივიდეთ.”
წლების წინ დათო ტურაშვილმა და მისმა მეგობრებმა ტიბეტში იმოგზაურეს. წელს (უკვე მესამედ) ჩვენც მოგვეცა საშუალება, რომ მათ კვალს გავყოლოდით…
…და აი, უკვე ნეპალში ვართ. ბინძური ქუჩების გავლით ჰიპებით სავსე უბნის – ტამელისკენ – მივემართებით. ამ ძალიან განსხვავებულ (მიუხედავად “საეჭვო” მეფის მმართველობისა) ქვეყანაში მოგზაურობა, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა (რუსი მარიშაც ხომ გასათვალისწინებელია), თუმცა მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, ტიბეტია…
ტიბეტი თოვლსა და უდაბნოებს შორის მოქცეული მიწაა, ბუდისტების წმინდა მიწა, მიწა, რომელზეც ევერესტი მდებარეობს. ტიბეტი ოკუპირებული სახელმწიფოა, რომელიც ჩინეთმა (კიდევ ერთმა იმპერიამ) მიითვისა – ბედნიერების სახელით თავს დაესხა, თავისუფლება წაართვა (დროშის ქონაც კი აკრძალა) და დალაი-ლამა განდევნა. დალაი-ლამამ კი მშვიდობიანი ბრძოლა არჩია და აწ უკვე 54 წელია ღიმილით ამცნობს მსოფლიოს თავისუფლების მნიშვნელობას… ის და მისი ხალხი მაინც თავისუფლები არიან, რადგან თავიანთ ქვეყანას გულით ატარებენ…
სამწუხაროა, რომ მსოფლიოს დალაი-ლამას ან თუნდაც მაჰათმა განდის მსგავსი ლიდერები არ მართავენ. ასეთები მხოლოდ იშვიათად თუ გამოჩნდებიან და მოძალადე მასებს ვერ აკავებენ… არადა, ბედნიერი ხომ მხოლოდ ისეთი ადამიანია, რომელიც თავისუფალია და სხვის თავისუფლებასაც აფასებს…
P.S. მთელმა მოგზაურობამ “ქართულ ატმოსფეროში” – ქეიფში, სიყვარულისა და თავისუფლების ძიებაში ჩაიარა. დათო, როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესო მოსაუბრეა და იუმორითა და სერიოზული თხრობით გვანებივრებს. ასე რომ, გირჩევთ, რომ წაიკითხოთ. მერწმუნეთ, ორ ძალიან საინტერესო საათს გაატარებთ 🙂 … და გახსოვდეთ – ტიბეტი არ არის შორს!
მოლი ბლუმი
ოქტ 10, 2013 @ 12:05:39
ნამდვილად არ არის შორს 🙂
ძალიან მომწონს ეს ტიბეტი. კლასიკური ტურაშვილია.
LikeLike
Kejeradze
ოქტ 10, 2013 @ 14:53:43
ნამდვილად კლასიკურია 🙂 ახლა ვნახავ დავითის ამბები როგორია :))
LikeLike
finiki
ოქტ 10, 2013 @ 14:43:23
რა მაგის პასუხია და ზაფხულში მოგზაურობისას კრიშნაიდებს შევხვდი რამდენჯერმე, როგორც წესი ქუჩაში დადიან და მღერიან “ჰარე კრიშნას”, ეს იყო პირველი შემთხვევა როცა ვიფიქრე, რომ ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ქონდათ თავისუფლება ან ყველაზე ახლოს იყვნენ მასთან და შემშურდა 🙂 თუმცა ამ თავისუფლებასაც (და ყველა სხვასაც) თავის წესები და ჩარჩოები აქვს, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ თავისუფლება სხვადასხვაგვარი არსებობს და მას აუცილებლად გააჩნია საზღვრები 🙂
LikeLike
Kejeradze
ოქტ 10, 2013 @ 14:54:57
ჩემი აზრით, თავისუფლების ერთადერთი ჩარჩო ისევ თავისუფლებაა – საკუთარი თავისუფლებით სხვის თავისუფლებაში არ უნდა “შეიჭრა” : )
LikeLike
finiki
ოქტ 10, 2013 @ 15:17:55
რა თქმა უნდა, სადაც სხვისი იწყება იქ შენი მთავრდება 🙂
მოკლედ მათთვის ვინც ქუჩაში კრიშნას ადიდებს, თავისუფლება მთავრდება იქ სადაც იწყება ვეგეტარიანიზმის რღვევა, ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი (ან უბრალოდ 1–ზე მეტ ადამიანთან), ალკოჰოლი და ა.შ. სხვაგვარად კი შეიძლება თავისუფალი იყო, მაგრამ არა მათი გაგებით 🙂 მოკლედ თავისუფლების გაგება განსხვავებულია ყველა ჯგუფისა თუ ინდივიდისთვის, ზღვრების გარეშე თავისუფლება ძალიან საშინელი რამ უნდა იყოს 🙂 აუცილებელია ჩარჩოები, რომელსაც ადგენს საზოგადოება, კანონი, მორალი და ა.შ. აი ამის შიგნით თავისუფლება უკვე ყველას სხვადასხვანაირი აქვს. თავისუფლებას უნივერსალური განმარტება არ არსებობს 🙂 თუმცა რაღაც დოზით ალბათ ყველა ვიჭრებით ვიღაცის სივრცეში, იდეალური მოწყობა შეუძლებელია 🙂
LikeLike
Kejeradze
ოქტ 10, 2013 @ 15:37:28
ყველანი რომ ჩვენს თავისუფლებას “ვირგებდეთ” და სხვების თავისუფლებას პატივს ვცემდეთ (მოგვწონს თუ არა), იდეალურად ვიცხოვრებდით… თავისუფლების ზუსტი საზღვრები უტოპიაა : )
LikeLike
finiki
ოქტ 10, 2013 @ 15:44:13
“მოგვწონს თუ არა” – ამაში ვხედავ მე პრობლემას, არ მოწონების დონესაც გააჩნია ალბათ 🙂 თუმცა გეთანხმები 🙂
LikeLike
Kejeradze
ოქტ 10, 2013 @ 16:16:18
კანონი თუ არ ირღვევა, ყველას აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება. რამდენად სწორია, ეს უფრო “მაღლა” წყდება 🙂
LikeLike
finiki
ოქტ 10, 2013 @ 16:24:50
ჰო, მაგრამ საშუალების ქონა თავისუფლება არ არის, საქმეც ამაშია 🙂 არ არის აუცილებელი ყველაფერი კანონით რეგულრდებოდეს, არსებობს ქმედება რომელიც ჩემ სივრცეში პირდაპირ ან არაპირდაპირ იჭრება და ამას კანონი არ არეგულირებს 🙂 აი მაგ. დემოკრატიულ წყობაში ყველას აქვს ხმის უფლება და ხმის მიცემით კანონი არ იღვევა ხომ ასეა, მაგრამ ეს სხვების არჩევანის თავისუფლება მოქმედებს ჩემსაზე 🙂 ეს ცუდია თუ კარგია სხვა თემაა, მაგრამ ფაქტია რომ თავისუფლება იმდენ რამეს მოიცავს, არ შეიძლება ხელაღებით ითქვას ყველას უნდა ქონდეს თუ არა და რომ ყველაფერი რასაც კანონი არ კრძალავს დასაშვები ან მისაღებია 🙂
LikeLike
Kejeradze
ოქტ 10, 2013 @ 16:33:34
მისაღები რაც არ არის ჩემთვის, იმას არ ვიზამ, მაგრამ სხვის ცხოვრებაში ამის გამო უხეშად არ ჩავერევი ( თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემს პირად აზრს შევიქმნი მასზე)… არჩევნებზეც ისე ვიქცევი, როგორც მე მიმაჩნია სწორად ( ეს თავისთავად არ ნიშნავს , რომ უაპელაციოდ მართალი ვარ)… მოკლედ რომ ვთქვა, თავისუფლება რომ ყოველთვის “კარგი” იყოს, სამოთხეში ვიცხოვრებდით :))
LikeLike
finiki
ოქტ 10, 2013 @ 16:43:54
ზუსტად :)))))
LikeLike
Kate
ოქტ 10, 2013 @ 20:22:26
აუ ერთი ეს წიგნი ხომ ვერ წავიკითხე რა.
LikeLike
Kejeradze
ოქტ 10, 2013 @ 21:15:40
როგორც მიყვარს ხოლმე თქმა, ყველა წიგნი მაშინ “მოდის”, როცა საჭიროა 🙂
LikeLike
Kate
ოქტ 10, 2013 @ 21:48:20
ხო, მართალი ხარ.
მაგრამ ნუ მამართლებ. 😦
სიზარმაცე და არამონდომებულობა ჰქვია მაგას.
LikeLike
tsotnee
ოქტ 10, 2013 @ 20:31:55
ამ ბოლო დროს გზაშიც დავიწყე კითხვა, ჰოდა სახლში თუ არა გზაში მაინც მოვახერხო წაკითხვა.
LikeLike
Kejeradze
ოქტ 10, 2013 @ 21:17:26
მაღლივის გზაზე მიყვარდა კითხვა :)) ერთადერთი რამ, რის გამოც შეიძლება მომენატროს :))
LikeLike
salomeaa
ნოე 19, 2013 @ 16:17:53
ტიბეტში მოგზაურობა მინდა, სულიერი სიმშვიდის პოვნა მინდა, თავისუფლების შეგრძნება მინდა, ტურაშვილის ამ წიგნის წაკითხვა მინდა.
მადლობა ამ პოსტისთვის: )
LikeLike
Kejeradze
ნოე 19, 2013 @ 22:50:56
მადლობა დათოს წიგნისთვის 🙂
LikeLike