ბეჭდების მბრძანებელი დაბრუნდა! არა, ტოლკინს ახალი არაფერი დაუწერია (აწ უკვე 40 წელია), არც მისი ხელნაწერი აღმოუჩენია ვინმეს. უბრალოდ დიდი ხნის წინ (ფილმების გამოსვლისას) არც თუ ხარისხიანად წაკითხული და ოდნავ დავიწყებული ტრილოგია ამჯერად ქინდლის თაროზე შემოვდე და საფუძვლიანად “ჩავუჯექი”. პირველი “შეტევასთან” შედარებით ბევრად უფრო დიდი სიამოვნებაც მივიღე (მაშინ ფენტეზის დიდი მოყვარული არ გახლდით). ასე რომ, თავი რომ აღარ შეგაწყინოთ, ერთად გავიხსენოთ ან გავიცნოთ ბეჭდების მბრძანებელი 🙂
ყველაფერი ბილბო ბეგინსის თავგადასავლით დაიწყო. სწორედ პატივცემულმა ჰობიტმა იგდო ხელთ ცნობილი ბეჭედი და მორდორის მბრძანებელი საურონიც განარისხა. ბოროტების მეუფე რის ბოროტების მეუფე იქნებოდა ეს ამბავი რომ დაევიწყებინა და ბილბოს მემკვიდრე ფროდოზე არ გამოეცხადებინა ნადირობა… მერედა როგორ სჭირდებოდა ეს ბეჭედი სამყაროს დასაპყროპად… ამიტომ სიკეთის დასაცავად ბეჭდების საძმო შეიქმნა. მასში ჰობიტები – ფროდო, სემი, პერეგრინი და მერი, ჯადოქარი გენდალფი, გნომი გიმლი, ელფი ლეგოლასი, ადამიანები არაგორნი და ბორომირი გაერთიანდნენ… და რა თქმა უნდა, ჩვენც. საძმოს მარტო ხომ არ გავუშვებდით საბრძოლველად. თან ავტორმა გაგვაფრთხილა, წიგნი კარგად უნდა მთავრდებოდესო და ჩვენც უშიშრად გავემართეთ ბეჭდის დასაცავად…
ტოლკინმა ზუსტი “გათვლა” გააკეთა და ტრილოგიის პირველი ნაწილი დიდი კითხვის ნიშნით დაასრულა. ამიტომ ყოველგვარი პაუზის გარეშე პირდაპირ გავემართეთ ჯერ იზენგარდისკენ, რათა როჰანის ჯარსა და ენტებთან ერთად სარუმანს შევრკინებოდით, შემდეგ კი -ფროდოსა და სემთან ერთად მორდორისკენ ბეჭდის გასანადგურებლად (ესეც ორი ციხე-კოშკი – ბარად-დური მორდორში და ორტჰანკი იზენგარდში)…
ტოლკინმა მესამე ნაწილიც “აუცილებელი” გახადა. ჩვენც მორდორის დასამხობად დიდი ბრძოლა გადავიხადეთ და ბეჭედიც გავისტუმრეთ მოუსავლეთში. ბოლოს კი “საჩუქრად” მეფის დაბრუნების ცერემონიალს დავესწარით გადარჩენილ გმირებთან ერთად (დასასრული ყველასთვის კარგი არასდროსაა)… შემდეგ კი ჩვენს-ჩვენს გზას გავუდექით (არჩევანის საშუალება რომ მქონოდა, გალადრიელს ვესტუმრებოდი რივენდელში და შირსაც მოვინახულებდი ჰობიტებთან ერთად)…
P.S. თუ ტოლკინის ტრილოგია ჯერ არ წაგიკითხავთ, შეგიძლიათ “ქარჩხაძის გამომცემლობის” შემოთავაზებული ქართული თარგმანიც მოიძიოთ (ნიკა სამუშიას თარგმანებს რომ არაფერი დაეწუნება, იცით ალბათ) და შემდეგ ძალიან კარგი ეკრანიზაციებიც “დააყოლოთ” (მხოლოდ ბატალური სცენებისთვისაც კი ღირს პიტერ ჯექსონის ფილმების ნახვა). მერწმუნეთ, დაუვიწყარი და უამრავი ინფორმაციით დატვირთული (ბრიტანული მითოლოგია ხომ უნდა შეისწავლოთ) მოგზაურობა გელით 🙂
ოქტ 15, 2013 @ 12:09:06
ამის გადაკითხვა ყოველთვის შეიძლება, ისეთი წიგნია 🙂
ჰობიტი კომიქსადაც მაქვს მე :))
LikeLike
ოქტ 15, 2013 @ 22:52:47
ჰობიტი ისეთია, წიგნად, ფილმად, მულტფილმად, კომიქსად – ყველანაირად კარგია 🙂
LikeLike
ოქტ 15, 2013 @ 16:35:49
მე წელს წავიკითხე სულ სულ პირველად 🙂 და ძალიან მომეწონა
LikeLike
ოქტ 15, 2013 @ 22:53:20
პირველად წაკითხვა ორმაგად “გემრიელია” 🙂
LikeLike
ოქტ 18, 2013 @ 10:31:34
ძალიან 🙂
LikeLike
ოქტ 15, 2013 @ 17:30:41
ჩემს წასაკითხ წიგნთა შორის ერთ-ერთი პირველია (იმედია მალე მექნება), თუ არადა მეც ქინდლში მომიწევს წაკითხვა.
LikeLike
ოქტ 15, 2013 @ 22:54:33
მერე გაგვიზიარე შთაბეჭდილებები 🙂
LikeLike
ოქტ 15, 2013 @ 23:06:22
ოღონდ დროზე წავიკითხო და, არაა ეგ პრობლემა, თან მოლოდინი ძალიან დიდი მაქვს. :))
LikeLike
ოქტ 15, 2013 @ 23:07:31
დარწმუნებული ვარ, გაამართლებს 🙂
LikeLike
ოქტ 15, 2013 @ 23:07:55
მეც.
LikeLike
ოქტ 18, 2013 @ 00:14:44
მიყვარს “ბეჭდების მბრძანებელი” მაგრამ რატომღაც, ტოლკინს როულინგისეული და მარტინისეული ეფექტი არ მოუხდენია და ვერ ვხდები რატომ 😦
LikeLike
ოქტ 18, 2013 @ 12:30:09
გადასაკითხია ალბათ, ოღონდ მოგვიანებით 🙂 პირველად მეც ნაკლებად მომეწონა… როულინგი ახლა უკვე ტოლკინზე ნაკლებად მომწონს, მაგრამ ჰარიც გადასაკითხი მაქვს… მარტინს ჯერ არ ვიცნობ 🙂
LikeLike
ოქტ 18, 2013 @ 23:39:25
ერთი სული მაქვს როდის ჩავიგდებ ხელში : (^
LikeLike