მე ქეთნის ევერდინი ვარ!

მე ქეთნის ევერდინი ვარ. მე თექვსმეტი წლის ვარ და შიმშილის თამაშებში ვმონაწილეობ! ტყუილად გიკვირთ. გადაშალეთ სიუზენ კოლინზის ტრილოგია და თქვენც ქეთნის ევერდინად იქცევით. ჩემთან ერთად იბრძოლებთ გადარჩენისთვის მე-12 რაიონში, მამას გამოიტირებთ, გეილთან ერთად ოჯახის გამოსაკვებად ინადირებთ… და ბოლოს პიტასთან ერთად შიმშილის თამაშების არენაზეც მოხვდებით, სადაც ნამდვილი ბრძოლა იწყება – ბრძოლა 23 ბავშვის წინააღმდეგ, რომლებიც აქ მხოლოდ კაპიტოლიუმის ძალაუფლების შესახსენებლად აღმოჩდნენ. პანემში ხომ tumblr_m0ecpfoqdc1r2pdgpყოველწლიურად აგროვებენ ორ-ორ მოზარდს თითოეული რაიონიდან, რათა მოსახლეობას წინააღმდეგობის სურვილიც კი გაუქრონ… ჩვენც – ქეთნისად ქცეული მკითხველებიც – ასე აღმოვჩნდით პირისპირ იმ თანატოლების წინააღმდეგ, რომლებიც უნდა მოვკლათ. გამარჯვებული და შესაბამისად გადარჩენილიც ხომ მხოლოდ ერთია…

…თუმცა არც გამარჯვებით სრულდება ყველაფერი. პანემის პრეზიდენტი სნოუ, რომელსაც მუდმივად სისხლის სუნი აქვს, სულ პატარა წინააღმდეგობასაც კი არავის აპატიებს და შესაძლოა ერთი მუჭა კენკრის გამო პირდაპირ ცეცხლის ალში აღმოვჩნდეთ. კაპიტოლიუმს ხომ კვარტალური ჯახიც აქვს “კოზირად”… ამჯერად ბრძოლა კიდევ უფრო სისხლიანი იქნება და შეწირულებიც უფრო და უფრო შემზარავად დაასრულებენ სიცოცხლეს არენაზე. გლადიატორებისა არ იყოს, ყველას ხომ არ გამოუჩნდება “სპონსორი”… მთავარი აქაც მოხერხება და სისასტიკეა და ჩვენი ერთადერთი იმედიც ჩვენი მენტორი ჰეიმიჩია…

…პანემელთა ტანჯვას არც კვარტალური ჯახით დაესმება წერტილი. ჩვენც ქეთნის ევერდინთან ერთად კაჭკაჭ-ჯაფარად ვიქცევით და “მივფრინავთ” იქ, სადაც ბოლო ბრძოლა უნდა გაიმართოს – ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელსაც ბევრი ემსხვერპლება, თუმცა ყოველწლიური მსხვერპლი და მუდმივი ჩაგვრაც არ უნდა დაგვავიწყდეს… გაზულუქებული მოქალაქეებითა და პროპაგანდისტული მანქანებით სავსე კაპიტოლიუმი უნდა დაეცეს!

P.S. დაეცა თუ არა კაპიტოლიუმი და როგორ დასრულდა ქეთნის ევერდინისა და სხვათა ისტორია, ეს თავად ნახეთ. სანამ პოსტი გამოვაქვეყნე, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” მესამე ნაწილიც თარგმნა. ასე რომ, შეგიძლიათ თამამად მოიძიოთ. გამოგიტყდებით და ამაზე უფრო საინტერესო (დინამიურობის, პერსონაჟთა მრავალფეროვნებისა და ემოციის კუთხით) ანტიუტოპია დიდი ხანია არ წამიკითხავს.

Advertisements

10 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Oct 20, 2013 @ 11:30:12

    მეც ქეთნისი ვარ 🙂

    Like

    Reply

  2. rusa111
    Oct 20, 2013 @ 18:22:11

    ემოციებზე თამაშობენ თანამედროვე მწერლები ძირითადად, არა?

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Oct 20, 2013 @ 22:07:01

      ალბათ ყველა მწერალი ცდილობს (არა მხოლოდ თანამედროვეები), მაგრამ ყველას არ გამოსდის. ხანდახან ზედმეტი ემოცია ყალბ “გემოს” ტოვებს… სიუზენთან ამ მხრივ პრეტენზიები არ მაქვს 🙂

      Like

      Reply

  3. Author
    Oct 25, 2013 @ 11:05:26

    “მე ქეთნის ევერდინი ვარ… გადაშალეთ სიუზენ კოლინზის ტრილოგია და თქვენც ქეთნის ევერდინად იქცევით” – ამაზე უკეთ და ლაკონურად შეძლებელია გადმოსცე ამ წიგნის მიზიდულობა და ღირებულება 🙂
    ერთობ ოსტატურად აგებული თავგადასავალია – დინამიურობა და ემოციები არსად არ არის გადამლაშებული, ნაკლებობა ხომ მით უმეტეს არ შეიმჩნევა. მოუთმენლად ველოდები ნოემბრის ბოლოს მეორე ფილმის პრემიერას

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Oct 25, 2013 @ 21:45:46

      მეორე ფილმმა კი “მოგვიკაკუნა”, მაგრამ “კაჭკაჭ-ჯაფარას” ორად ყოფენ და დიდხანს მოგვიწევს ლოდინი 🙂

      Like

      Reply

  4. იალინდა
    Nov 02, 2013 @ 17:07:15

    დღეს მეც ქეთნისი ვარ :))) ფილმს მოუთმენლად ველოდები!

    Like

    Reply

  5. mecmikvarkhar
    Jan 21, 2014 @ 23:32:48

    მე პიტა ვარ 🙂

    Liked by 1 person

    Reply

  6. FantasyWorld
    Mar 08, 2014 @ 15:02:06

    ამ ტრილოგიაზე ვგიჟდები ❤ უზომოდ მიყვარს. დასასრულით ცოოტა უკმაყოფილო დავრჩი, მაგრამ მაინც. ეპილოგი იყო ცოტა მშრალი, თორე თვითონ "კაჭკაჭჯაფარა" გადასარევია ❤

    Like

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: