ჩესტერტონი და მამა ბრაუნი

დეტექტივები სულ ცოტათი მაინც გიყვართ? მაშინ შერლოკ ჰოლმსი, ერკიულ პუარო, მის მარპლი, კომისარი მეგრე, ერასტ ფანდორინი, ნირო ვულფი თქვენთვის “ახლობლები” არიან… იქნებ მამა ბრაუნსაც იცნობთ – მერე რა, რომ ის ზემოთ ჩამოთვლილი პერსონაჟებისგან განსხვავებით, სუპერ-გმირი სულაც არ არის. სამაგიეროდ, მათსავით იბრძვის დანაშაულის წინააღმდეგ…

თუ პატივცემულ მამა ბრაუნს არ იცნობთ, ბევრი დაგიკარგავთ. ეს ფრიად კოლორიტული ბატონი გარეგნულად უფრო პუაროს მოგაგონებთ, თუმცა ჭეშმარიტი ბრიტანელი გახლავთ და საქმეებსაც ისე სხარტად ხსნის, რომ ცნობილ დეტექტივებს არც დაესიზმრებათ. თან ამისთვის არც დედუქციის მეთოდს მიმართავს, არც სამხილებს “დასდევს” და არც სხვა რაიმე გზას იყენებს. უბრალოდ ფარდას ხდის დანაშაულს. დანაშაულებიც ისეთია, რომ თქვენს ქუჩაზეც რომ მოხდეს, არ გაგიკვირდებათ… მაგრამ დამნაშავე ისეთი პიროვნება აღმოჩნდება, ვერასდროს რომ ამოიცნობთ (სიმართლე გითხრათ, ჩესტერტონი არც გაცლით დაფიქრებას)… მაგრამ არ ინერვიულოთ – მამა ბრაუნი ჩვენს გვერდითაა. ის ძალიან მარტივად აგვარებს ყველაფერს, ისწორებს ანაფორას, იხურავს ქუდს, იღებს ქოლგას და მიემართება ახალი დანაშაულისკენ 🙂

P.S. “მოთხრობები მამა ბრაუნზე” სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა სერია “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ფარგლებში. თუ მსუბუქი და თან საინტერესო საკითხავი გსურთ, შეიძინეთ. წინ დიდი სიამოვნება გელით.

Advertisements

6 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Oct 25, 2013 @ 12:31:37

    მამა ბრაუნის თარგმნის პირველი მცდელობაა, მგონი. ნუ, სხვა არ მახსენდება.

    და ძალიან კარგია. მოუხდა “დიოგენეს ბიბლიოთეკას”.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Oct 25, 2013 @ 21:44:33

      ყოველ შემთხვევაში, მე ვერ მივაგენი. სანამ ქინდლი და “დიოგენეს ბიბლიოთეკა” გამოჩნდებოდნენ, აქტიურად ვეძებდი თარგმანს.

      Like

      Reply

  2. Trackback: დიოგენეს ბიბლიოთეკა | კეჟერაძის ბლოგი
  3. vampira
    Oct 28, 2013 @ 23:35:19

    ვატყობ, ნამდვლად ბევრი მაქვს დაკარგული მამა ბრაუნს რომ არ ვიცნობ:/ თუმცა ვინ იცის რამდენად მინდა მისი გაცნობა: ) მოკლედ, აღარ ვიცი “დიოგენეს ბიბლიოთეკიდან” რომელი ერთი ვიყიდო, როცა ასე გამოზომილი სახსრები მაქვს წიგნებისთვის:||

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Oct 29, 2013 @ 14:50:31

      ჯერ თარგმანები არ გვქონდა, ახლა აღარ ვიცით, როგორ ვიყიდოთ და თუ ვიყიდით, სად დავდოთ 🙂 ქინდლმაც ვერ მომიგვარა ყველა პრობლემა 🙂 …მაგრამ მაინც ღირს 🙂

      Like

      Reply

  4. იალინდა
    Nov 02, 2013 @ 17:05:45

    რა საინტერესოა, ამას მოვიძიებ! 🙂

    Like

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: