სარამაგუს თვალები

ერთ “მშვენიერ” დღეს მთელი ქალაქი დაბრმავდა! დიახ, დიახ, უბრალოდ დაბრმავდა – ყოველგვარი კატარაქტის თუ თვალის სხვა დაავადების გარეშე. ნელ-ნელა ყველა მოქალაქეს თეთრი ბინდი გადაეკრა თვალებზე. ეპიდემიის მსხვერპლნი (ჯერ რამდენიმე კონკრეტული პიროვნება, შემდეგ კი ყველა) ერთ შენობაში – სულით ავადმყოფთა დაწესებულებაში – მოათავსეს… და აქ დაიწყო მთავარი – საერთო საფრთხის შეგრძნებამ და თვითგადარჩენის ინსტინქტმა, დაუსჯელობის სინდრომმა საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები მორალურ დაცემამდე მიიყვანა. ერთ დროს წესიერი ადამიანები საზიზღარ არსებებად იქცნენ და ყველა იურიდიული თუ დაუწერელი კანონი დაარღვიეს…

…ეპიდემიაგამოვლილი ადამიანები “სიბრმავის” შემდეგ “დანახვაშიც” ჩნდებიან. 4 წლის შემდეგ წარსულს აღარავინ იხსენებს, თუმცა ადამიანები ისეთები აღარ არიან, როგორებიც ავადმყოფობამდე იყვნენ. ისინი ვეღარ ცხოვრობენ ძველებურად და ყველაფრის შეცვლა სურთ, თუმცა ხელისუფლება ამას არ ეთანხმება და ნელ-ნელა იწყება უცნაური დაპირისპირება “ბრმებსა” და “მხედველებს” შორის…

P.S. ჟოზე სარამაგუს ამ წიგნებს ქართულად ვერ ნახავთ. თუმცა შეგიძლიათ მოიძიოთ “სიკვდილი ისვენებს”. მე კი მხოლოდ ერთს დავამატებ – ჩემი მოკრძალებული აზრით, გაგრძელება ვერც კი შეედრება “სიბრმავეს” (თუმცა სარამაგუ ზოგადად რთულად წერს)… ალბათ პორტუგალიელებისთვის უფრო ახლობელია წინასწარმეტყველური წიგნი განვითარებულ მოვლენებზე…

P.P.S. პოსტის გამოქვეყნების შემდეგ “სიბრმავე” ითარგმნა. ის “პალიტრა L”-მა გამოსცა სერია “49 წიგნის” ფარგლებში.

14 Comments (+add yours?)

  1. mecmikvarkhar
    ოქტ 30, 2013 @ 12:23:31

    ფილმი ძალიან ცუდია 😦

    Like

    პასუხი

  2. lobzhanidze
    ოქტ 30, 2013 @ 12:26:42

    ფილმი წიგნთან შედარებით იმდენად სუსტი იყო რომ ბოლომდე ვერც ვუყურე.

    Like

    პასუხი

  3. katerina
    ოქტ 30, 2013 @ 19:44:25

    ” სიკვდილი ისვენებს” წავიკითხე და მომეწონა, ეს არ ვიცი და ძალიან დავინტერესდი. გავეცნობი აუცილებლად. ხო, მართალი ხარ. ცოტა რთულად წერს, მაგრამ მაინც კარგად იკითხება.

    Like

    პასუხი

  4. Author
    ნოე 04, 2013 @ 11:30:22

    სარამაგუსი მხოლოდ “სიკვდილი ისვენებს” და “მოგონებანი მონასტერზე” (ინტელექტმა გამოუშვა სადღაც 5 წლის წინ) წამიკითხავს და იმდენად მომეწონა ორივე, აუცილელად ჩავუჯდები “სიბრმავესაც”.
    მადლობა რჩევისთვის.

    Like

    პასუხი

  5. tsotnee
    ნოე 30, 2013 @ 13:26:13

    რა გასაკვირია და მეც მხოლოდ “სიკვდილი ისვენებს” მაქვს წაკითხული. 😦
    პ.ს. ისეც ვხვდები, რომ ძალიან მენატრება ძველი სიხშირით კითხვა, შენს ბლოგს რომ ვკითხულობ კი ეს შეგრძნება ორმაგდება.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ნოე 30, 2013 @ 14:57:38

      “სიკვდილი ისვენებს” ისე მოსწონს ყველას, რომ მეც “შემომეკითხა რიგგარეშედ” 🙂 პოსტის დაწერა კი დამვიწყებია და მივხედავ ამ დღეებში 🙂
      მთავარია “ხარისხი” და არა სიხშირე 🙂

      Like

      პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: