სანამ მამალი იყივლებს…

“მარტის მამალი” “უცნაური” რომანია – როგორც კი წიგნს გადაშლით, მაშინვე “ორმაგ” დროში ამოყოფთ თავს – ერთის მხრივ მთავარი გმირის ნიკოსა თუ მის გარშემომყოფთა აწმყო-წარსულში, მეორეს მხრივ კი – ნიკოსავე ფანტაზიაში. ტყუილად ხომ არ არის ნიკო მარტის მამალი – ერთ თვეში დაკაცებული ბავშვი, რომელმაც თვალსაჩინოდ დაგვიდასტურა ავტორის სიტყვები, რომ “წლების რაოდენობით კი არ განისაზღვრება, თურმე, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, არამედ – რამდენი გახსოვს, კარგიც და ცუდიც”…

…ყველაფერი კი ერთი შემთხვევით დაიწყო, რომელმაც ნიკოს ძლიერი სულიერი ტრამვა მიაყენა და ერთი თვით ლოგინადაც ჩააგდო. ამ ერთ თვეში მან შინაგანი მონოლოგის სახით თავისი ოჯახისა და მეზობლების წარსული გაგვაცნო (ყველაზე საინტერესო მაინც ილიას მკვლელობის ეპიზოდი და მკვლელის შემდგომი ბედი მგონია, თუმცა ნატაძრალს შეფარებული კაცი, ნიკოს ოჯახი, ბრმები, გიჟკოლას დაკარგული მამა, ვანო მასწავლებელიც არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ), უამრავი საინტერესო პერსონაჟი გაგვაცნო…

…და ბოლოს ოთარ ჭილაძის საყვარელი სიმბოლოც გამოჩნდა! ლიმონს მის სხვა ნაწარმოებებშიც ვხვდებით, აქ კი “ეს სიკეთის მარადიულობისა და უკვდავების ოთარ ჭილაძისეული ინტერპრეტაციაა. ვანო მასწავლებელმა სიღნაღში მის მიერ შემოტანილი სიკეთე ისე ღრმად დათესა, რომ მის არსებობას საფრთხეს ვერანაირი ბოროტება ვეღარ უქმნის (თანაც მისივე სიტყვებს თუ გავიხსენებთ – „სიღნაღი თავშესაფერს ნიშნავსო“ – გამოვა, რომ მან სიკეთესაც გადასარჩენად შეაფარებინა აქ თავი). „მარტის მამლის“ ლიმონს ღვთაებრივ სიკეთესთან წილნაყარობის თვისება აქვს. ამას რომანის თუნდაც ის ფრაგმენტი ადასტურებს, როცა, მწერლის სიტყვით, ცეცხლწაკიდებული ხე `ამოვარდა ყუთიდან და თავდაღწეულმა, ფესვებზე მიწაშერჩენილმა, ფოთლებდაჭმუჭვნილმა ხემ ჭერი თავით გაიტანა და გუგუნ-შრიალით, ნაპერწკლებისა და ყვავილების ფრქვევით ცას მიაშურა, უკეთეს ქვეყანას“. (წყარო: http://semioticsjournal.wordpress.com)

P.S. ვეცადე, მინიმალურად მაინც გადმომეცა ჩემი შთაბეჭდილებები, თუმცა წიგნი ბევრად უფრო “ღრმაა” (ზოგადადაც პოსტი წიგნზე სრულ წარმოდგენას ვერ შეგიქმნით, ოთარ ჭილაძის შემთხვევაში ხომ მით უმეტეს). ასე რომ, თუ დაინტერესდით, შეგიძლიათ შეიძინოთ “არეტეს” მიერ შემოთავაზებული გამოცემა, ან მიმართოთ ბუკინისტებს.

13 Comments (+add yours?)

  1. LeOLa
    ნოე 05, 2013 @ 15:15:25

    ნეორომანიზმის კითხვა რთულია..

    Like

    პასუხი

  2. rusa111
    ნოე 05, 2013 @ 16:50:14

    რამდენჯერ დავიწყე ამ წიგნის კითხვა და ვერც ერთხელ ვერ ჩავამთავრე. კარგი უნდა იყოს, ეტყობა საკმაო ყურადღება ვერ დავუთმე ჩახლართულ სიუჟეტს.

    Like

    პასუხი

  3. მაგა რაიუელა
    ნოე 05, 2013 @ 19:36:10

    ჭილაძე რომ სულ სხვა სამყაროა, ყველამ ვიცით.
    ისიც ვიცი, რომ მისი ოთხი რომანი ერთ კვირაში რადგან წავიკითხე ერთი ამოსუნთქვით, ე.ი. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
    თუმცა, დღემდე მიჭირს ამ ემოციების გადმოცემა.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ნოე 06, 2013 @ 14:11:03

      ერთი კვირაში ოთხი რომანი… არეტეს თხელყდიანი გამოცემა არ უნდა იყოს :))

      Like

      პასუხი

      • მაგა რაიუელა
        ნოე 06, 2013 @ 17:19:39

        მარტის მამალი, რკინის თეატრი, ყოველმან შენმან მპოვნელმან, აველუმი.
        მოკლედ, გამიმართლა, რომ არდადეგები იყო და ორმაგად გამიმართლა, რომ ოთხივე მქონდა სახლში მამაჩემის დანატოვები…:)

        Like

        პასუხი

      • მაგა რაიუელა
        ნოე 06, 2013 @ 17:24:16

        არეტეს გამოცემა არ იყო. ძველი გამოცემები იყო, მაგრამ მაგით წიგნის ზომა მცირდება? 🙂

        Like

        პასუხი

        • Kejeradze
          ნოე 06, 2013 @ 18:13:54

          ჭილაძის წიგნებს ზომა არ დაეწუნება 🙂 შრიფტი იყო ძალიან დამღლელი. ძველი გამოცემები ბევრად უკეთესია.

          Like

          პასუხი

  4. katerina
    ნოე 06, 2013 @ 01:07:25

    ჭილაძე დიდი მწერალია. ჩემი ფავორიტები ” რკინის თეატრი” და “გზაზე ერთი კაცი მიდოდაა”. თუმცა ეს რომანიც მომწონს

    Like

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: