ლოტ 49-ის გამოცხადება ზღვის პირას…

ზღვა ღელავს, მოგონებების ზღვა… ამ ზღვაში მაქს მორდენი შედის და ნელ-ნელა იძირება ბავშვობისა და ზრდასრულობის მოგონებებში. ბავშვობის ქალაქში დაუვიწყარი გრეისები დარჩნენ, უახლოეს წარსულში – გარდაცვლილი ცოლი, მათ კი ერთი რამ აერთიანებთ – ყველანი მოგონებების ზღვამ ჩაყლაპა… ეს არის მთელი სიუჟეტიც – ერთი დიდი მელანქოლია, ერთი დიდი ფიქრი… პარალელურად კი ფურცლებიდან ტალღების ხმა ისმის…

ამასობაში ჩვეულებრივი კალიფორნიელი ქალი გარდაცვლილი ყოფილი საყვარლის უკანასკნელი ნების აღსასრულებლად გამოიძახეს. თითქოს განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა, მაგრამ როდესაც ეს საყვარელი მაგნატია და უცნაური ფაქტებიც პირდაპირ გეომეტრიული პროგრესიით მრავლდება, უბრალო სიტყვები და სიმბოლოები კი შუასაუკუნეების უძლიერეს ორგანიზაციაზე მიგვითითებს, საქმე უკვე სერიოზულ სახეს იძენს. გზად რას არ გადააწყდებით – დეტექტიურ სიუჟეტს, ისტორიულ გადახვევებს, საიდუმლოებით მოცულ ადგილებს, არც თუ ნორმალურ პერსონაჟებს, გამოცანებსა და ალუზიებს… ბოლოს ლოტი 49-ც გამოცხადდება (ლოტის ნომერიც არ გეგონოთ შემთხვევითი) და ფარდაც მზადაა ასაწევად…

P.S. თუ დაინტერესდით, შეგიძლიათ “დიოგენეს” მიმართოთ. სულ ცოტა ხნის წინ ეს წიგნები “დიოგენეს ბიბლიოთეკისა” (ზაზა ჭილაძისა და გია ჭუმბურიძის თარგმანი) და “ამერიკელების” (თამარ ლომიძის თარგმანი) ფარგლებში გამოიცა.

6 Comments (+add yours?)

  1. vampira
    Nov 15, 2013 @ 17:05:49

    ერთი სული მაქვს ბეროუზსა და პინჩონს როდის ვიყიდი: ( მერე კიდევ ახალი ტომი გამოვა და იმის ნატვრაში ამომხდება სული..:|

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Nov 15, 2013 @ 17:58:53

      რაღაც შენელდა ტემპი 🙂 როგორც ჩანს, ჩვენს მდგომარეობაშიც შედიან 🙂

      Like

      Reply

  2. Trackback: დიოგენეს ბიბლიოთეკა | კეჟერაძის ბლოგი
  3. rockermeloman
    Mar 26, 2014 @ 14:15:35

    ეს პინჩონი ისე წავიკითხე თავი და ბოლო ვერ გავუგე და გული დამწყდა :/ მერე თავი ვინუგეშე, იქნებ თარგმანის ბრალია მეთქი )) მოკლედ ვერც კი ვამბობ მომეწონა თუ არ მომეწონა, უბრალოდ ვერ გავიგე 😦

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Mar 26, 2014 @ 15:55:15

      თარგმანი ცუდი არ იყო. საერთოდ გამოცდილი ხალხი ამბობს, პინჩონი ასეთიაო :))

      Like

      Reply

      • rockermeloman
        Mar 27, 2014 @ 19:23:42

        კი მეც ვნახე მსგავსი მოსაზრებანი )) თუმცა ისიც ვნახე, რაოდენ კარგი თარგმანიც უნდა იყოს, ორიგინალი სხვააო. მე ჩემის მხრივ მეეჭვება ან იქ გავიგო რამე (უახლოესი წლები მაინც :დ )

        Like

        Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: