შემოდგომა აზიასა და აფრიკაში

532368_10151311633067801_350978243_n

სალმან რუშდის “შუაღამის შვილები” – 1947 წლის 15 აგვისტო, ზუსტად შუაღამე… ჯავაჰარლალ ნერუმ ტელევიზიით ინდოეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სამშობიაროში კი სალემ სინაი დაიბადა – “შუაღამის შვილი”… პრემიერ-მინისტრის წერილისა არ იყოს, სალემის ცხოვრება ახლადდაბადებული ინდოეთის ცხოვრების სარკე უნდა ყოფილიყო და ასეც აღმოჩნდა – მისი და სხვა შუაღამის შვილების (სულ 581), სალემის გარემოცვის ცხოვრება ისე გადაეჟაჭვა ინდოეთის მომავალს, რომ მათ შორის საზღვარი გაქრა. სალემი (ინდოელ მარკესად წოდებული რუშდი) დაპყრობილი და დამოუკიდებელი ინდოეთის, მისი დაშლისა და შემდგომი მმართველობის შესახებ გვიამბობს (ინდირა განდისა და მუსლიმური პაკისტანისადმი მის დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, გასაკვირი არ არის, რომ სალმან რუშდი ბრიტანეთში ცხოვრობს). 1910-1976 წლების ინდოეთის (ნაწილობრივ პაკისტანისა და ბანგლადეშის) გაცნობა თუ გსურთ სწორედ შუაღამის შვილს – სალემ სინაის უნდა მიმართოთ!

შან სას “გოს მოთამაშე” – ქალი და მამაკაცი… თეთრი და შავი ფიგურები გოს დაფაზე… ჩინელი გოგონა და იაპონელი ოფიცერი, რომლებიც ბედმა საშინელ დროს გოს დაფის წინ შეახვედრა ერთმანეთს, რათა მარადიულ გამოცანად დარჩენილიყვნენ ერთმანეთისთვის… მათ შორის საერთო მხოლოდ გო გახლდათ – მდუმარედ გამართული ბრძოლა დაფასთან და უამრავი უთქმელი სიტყვა… და ბოლო წერტილი, უკანასკნელი გზა რომელიც იქ მიდის, სადაც სიყვარული უფრო რეალურია, ვიდრე ცეცხლში გახვეულ ქვეყანაში, სადაც გოს დაწყებული პარტიის გაგრძელებაც შეიძლება…

ჩინგიზ აითმათოვის “ჯამილა” – ეს პატარა ნაწარმოები წიგნზე მეტად ნახატს ჰგავს – პატარა მინიატურას, რომელზეც დილის მზე, თეთრ-ლურჯი მთები, დაცვარული მიწა და ორი ადამიანია გამოსახული – ქალი და მამაკაცი. ჯამილა ჯარისკაცის ცოლია, დანიარი – ომიდან დაბრუნებული ხეიბარი… მაგრამ ამ ყველაფერს რა მნიშვნელობა აქვს, როცა სიყვარული არსებობს… არც შუააზიურ ტრადიციებს აქვს მნიშვნელობა, არც სიღარიბეს, არც ომს, არც კომუნისტურ რეჟიმს… სიყვარული მაინც გაიმარჯვებს… სიყვარულის გზა მაინც ბედნიერებასთან მიდის…

ჩინუა აჩებეს “A Man of the People” – ნიგერიელი მინისტრი ნანგა “სახალხო ადამიანია”. მასთან შესახვედრად ხალხი უკან არაფერზე იხევს, არც იმ მცირედთა გარიყვა ავიწყდებათ, ვინც ამ საერთო აღფრთოვანებას არ იზიარებს… ნანგა ყოველთვის მართალია – მაშინაც, როცა პოზიციებს საოცარი სისწრაფით იცვლის, ხალხის ფულს სინდისის ქენჯნის გარეშე ‘”ჭამს” და ისინი მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება, და მაშჳნაც, როცა ცოლს ყოველგვარი მორიდების გარეშე ღალატობს (ღალატი რა არის – სრულიად ოფიციალურად “ყიდულობს” მეორე ცოლს) და ვითომდა მეგობარს ცხვირწინ “წაპნის” ქალს… მასობრივი რეპრესიები (მკვლელობები, დაპატიმრებები, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა) ნანგას ბრალი არ არის… ნანგა ხომ “სახალხო ადამიანია” – “განათლებული” (ბოლო-ბოლო დისერტაცია აქვს “დაცული”), დაპირებების უხვად გამცემი და ნათელი მომავლის დროში გამწერი (მერე რა, თუ ეს მომავალი ყოველი არჩევნების შემდეგ უნდა დადგეს და ვერ დადგა)… ნანგა ხალხის რჩეულია – მხოლოდ ნიგერიელი ხალხის კი არა, ყველა იმ ხალხის რჩეული, რომელიც “ახალგაზრდა” სახელმწიფოში ცხოვრობს… მაგრამ დიდი ხნით?

ნაჯიბ მაჰფუზის “მირამარი” – ალექსანდრია, ეგვიპტე, რევოლუციის შემდგომი პერიოდი… პანსიონატ “მირამარში” სხვადასხვა ასაკისა და სოციალური ფენის ადამიანები აფარებენ თავს, მათ შორის კი მხოლოდ ორი ქალია – მოხუცი დიასახლისი მარიანა და ახალგაზრდა მოსამსახურე ზუჰრა. სწორედ მათი ურთიერთობებია მაშინდელი ეგვიპტის, როგორც მუდმივად რევოლუციური ქვეყნის, სახე. თუ ეს ქვეყანა გაინტერესებთ, მაშინ ნაჯიბ მაჰფუზს უნდა მიმართოთ. ის ხომ ერთადერთი ეგვიპტელი მწერალია, რომელიც მთელს მსოფლიოშია ცნობილი…

P.S. თუ დაინტერესდით, შეგიძლიათ სალმან რუშდისა და ნაჯიბ მაჰფუზის ქართული თარგმანებიც მოიძიოთ. მათი წიგნები “პალიტრა L-მა” (“49 წიგნი”) და “ინტელექტმა” (“ნობელიანტები”) გამოსცეს.

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. Trackback: ნაჩქარევი კოცნის ხიბლი | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: