ორჰან ფამუქის “ახალი ცხოვრება” – ერთ მშვენიერ დღეს ჩვეულებრივმა თურქმა სტუდენტმა წიგნი წაიკითხა და ამ წიგნმა მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. ამ დღიდან ის გზას დაადგა – უმისამართოდ, უმიზნოდ… გადადიოდა ავტობუსიდან ავტობუსში, გზაში უყურებდა ფილმებს და მიდიოდა ახალი ცხოვრებისკენ… მისი წარსული და მომავალი ისევე განადგურდა, როგორც ამ წიგნის ყველა მკითხველის… ახალი ცხოვრების ნაცვლად კი უცნაურ სიყვარულს და უცნაურ შეთქმულებას გადააწყდა… არარეალურ სამყაროშიც კი ყველაფერი ოცნებას არ ჰგავს და ახალი სიცოცხლეც ძალიან გვიან მოდის. მით უფრო, თურქეთში – აღმოსავლეთისა და დასავლეთის გასაყარზე…
ელიფ შაფაქის “სიყვარულის ორმოცი წესი” – ელა რუბინშტეინი საშუალოსტატისტიკური 40 წლის ებრაული წარმოშობის ამერიკელი ქალია… თითქოს რა არის ამაში განსაკუთრებული? მას თურქეთთანაც არ აქვს კავშირი… მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მას სრულიად უცნობი მწერლის წიგნის წაკითხვას და მასზე რეცენზიის დაწერას დაავალებენ და წლების მანძილზე “ნაკოწიწები” ცხოვრება ერთ წამში ინგრევა… მწერალი აზიზი აღმოსავლეთში ძალიან ცნობილი პოეტის ჯალალ-ედ-დინ რუმისა და შამს თაბრიზის (ქართულად შესაძლოა ოდნავ სხვანაირად ჟღერდეს) შესახებ წერს… უფრო სწორად, სიყვარულის ორმოცი წესის შესახებ… ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ელა უბრალოდ ვერ შეძლებდა სამზარეულოში ტრიალს, ქმრის პერმანენტულ ღალატზე თვალის დახუჭვას, ცხოვრების ხელიდან გაშვებას… ოცწლიან შეჩვევას ხომ ერთწლიანი სიყვარული სჯობს… ასე სწამთ სუფიებს…
ორჰან ქემალის “უცხო ქალი” – ორჰან ქემალი ერთ ქალზე გვიამბობს, მის ბედზე… თუმცა რაც უფრო მცირდება დარჩენილი ფურცლების რაოდენობა, მით უფრო რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ბედი არ არის. ეს უფრო ბედისადმი ბრმად მინდობაა. გასაგებია, რომ ეს ტრადიციული თურქეთია, თუმცა ამ დროს ეს უკვე ევროპისკენ მიმავალ გზაზე დამდგარი ქვეყანაა და ბედის შეცვლას სულ ცოტა რამ სჭირდება – ბრძოლა ბედნიერებისთვის, ქმრისთვის, შვილისთვის… ბოლო-ბოლო – საკუთარი თავისთვის… სხვა ქალები საკუთარ ცხოვრებას თავად განაგებენ და მხოლოდ ნაზანი უყურებს ქმარს (რომელიც რეალურად “დედიკოს ბიჭია” და მეტი არაფერი), დედამთილს (რომელიც შვილს და რძალს დაღამებამდე განმარტოებას ლამის სასიკვდილო ცოდვად უთვლის და ათასნაირ ინტრიგას ხლართავს), კაცებს, ქალებს, ცხოვრებას შეშინებული თვალებით… რა გასაკვირია, თუ ბედიც არ ინდობს და უცხო ქალად აქცევს ყველასთვის… ეს თავად მისი არჩევანია… მისი არჩეული ცხოვრება – გზა უფსკრულისკენ…
რეშად ნური გიუნთექინის “დაღი” – იფეტი (ამ სახელს ძირითადად ქალებს არქმევენ, მაგრამ აქ “პატიოსნება”, “სიწმინდე” ძალიან სიმბოლურია) “უკანასკნელი რომანტიკოსია”, რომელიც ბავშვობაში მოსმენილი ლეგენდის გავლენით თითქოს თავგანწირვის მანიითაა შეპყრობილი და როგორც კი შემთხვევა მიეცემა, უყოყმანოდ სწირავს თავს საყვარელი ქალის გამო, მაგრამ ლეგენდის გმირივით მდინარეში არ იხრჩობა. მას უფრო უარესი რამ ელის – სამუდამო დაღი, ქურდის სახელით ცხოვრება, მაგრამ ღირდა კი ეს სიყვარული ასეთ მსხვერპლად, მით უფრო ახლად “გაღვიძებულ” თურქეთში?
P.S. გაგიკვირდებათ და ფამუქის ამ ნაწარმოებმა ტრადიციული აღფრთოვანება არ გამოიწვია. სტამბოლის გარდა “ჩემი” აქ არაფერი იყო (თუმცა უნდა არინიშნოს, რომ წიგნის მეორე ნახევარი ბევრად უფორ კარგად “მიდის”)…მაგრამ იქნებ თქვენ უფრო მოგეწონოთ… ქართულად ჯერჯერობით მხოლოდ ორჰან ქემალს (ძველი თარგმანი) და ელიფ შაფაქს (პალიტრა L) შეხვდებით. თუმცა ორჰან ფამუქსაც გვპირდებიან.
P.P.S. პოსტის გამოქვეყნების შემდეგ “დიოგენემ” სიტყვა შეასრულა და ორჰან ფამუქის ზემოთხსენებული წიგნი თარგმნა.
ნოე 25, 2013 @ 21:33:17
შაფაქზე ვაპირებ დაწერას. ვნახოთ, რა გამოვა.
LikeLike
ნოე 25, 2013 @ 22:06:15
ტრადიციულად კარგი გამოვა 🙂
LikeLike
ნოე 26, 2013 @ 10:25:57
აი 40 წესი საინტერესოა ძალიან. ოღონდ აღარ ვიტყვი წავიკითხავ მეთქი თორემ…:((
~
არადა ძალიან დავინტერესდი.
LikeLike
ნოე 26, 2013 @ 16:50:53
ყველა წიგნს თავისი დრო აქვსო, გამოცდილ ბიბლიოფილებს უთქვამთ 🙂
LikeLike
ნოე 26, 2013 @ 22:30:40
:-(ხო
LikeLike
ნოე 26, 2013 @ 10:36:33
ფამუქმა მეც გამიცრუა იმედი
LikeLike
ნოე 26, 2013 @ 16:51:34
სხვა მწერალი რომ ყოფილიყო, “ვაპატიებდი” 🙂
LikeLike
ნოე 26, 2013 @ 20:13:05
ნამდვილად! არიან მწერლები რომლებსაც არ ეპატიებათ 🙂
LikeLike
იან 03, 2015 @ 16:30:50
მე უცხო ქალი მიყვარს ძალიან ❤
LikeLiked by 1 person