როცა სიკვდილი ისვენებს და ხიდი ინგრევა…

“მეორე დღეს არავინ მომკვდარა”… საინტერესოა, არა? უკვდავებაზე ალბათ ყველას გვიფიქრია, მაგრამ სარამაგუმ ისეთი ქვეყანაც გვაჩვენა, სადაც სიკვდილი ისვენებს… ამას განსაკუთრებით მწვავედ ისინი გრძნობენ, ვისაც სიკვდილამდე მხოლოდ სულისა და სხეულის გაყრაღა დარჩენია. მათი ოჯახის წევრებიც სარგებლობენ მთავრობისა და მაფფიის ახალი “ბიზნესით” და თავისუფლდებიან “უსარგებლო ტვირთისგან”… ამასობაში ქალბატონი სიკვდილი წერილების წერას იწყებს და ვიოლონჩელისტიც ისე ჩაუვარდება გულში, რომ თავისი მოვალეობა ავიწყდება და “მეორე დღეს არავინ მომკვდარა”…

1714 წლის 20 ივლისს კი სიკვდილმა ძალიან “ნაყოფიერად” იმუშავა. მან მეფე ლუდოვიკო წმინდას ხიდის დანგრევისას ხუთი ადამიანი მიუმატა თავის გრძელსა და დაუსრულებელ სიას. მარკიზა, პეპიტა, ესტებანი, ბიძია პიო, ჯეიმი უეცრად გახდნენ კატასტროფის მსხვერპლნი… და გაჩნდა კითხვა – რატომ? რატომ მაინცდამაინც ეს ადამიანები – უბრალოდ შემთხვევით, თუ განგების ნებით? სწორედ ამ კითხვაზე ეძებს პასუხს ძმა ჯუნიფერი და გვაცნობს ამ ადმიანებს, ადამიანებს, რომლებსაც უნდოდათ სიყვარული და ვერ იღებდნენ სამაგიერო გრძნობას, ისე დაიხოცნენ, რომ არც უცხოვრიათ და ცხოვრებაში მხოლოდ დაცინვის ობიექტები სიკვდილის შემდეგ ლეგენდებად იქცნენ, ისევე როგორც ინკვიზიციის კოცონზე დამწვარი ძმა ჯუნიფერი… სიკვდილის შემდეგ მაინც დაუბრუნდათ “სიყვარულის ნაკადი”…

P.S. თუ დაინტერესდით, შეგიძლიათ “პალიტრა L-ისა” (მერაბ მეტრეველის თარგმანი) და “არეტეს” (გიორგი ლომიძის თარგმანი) გამოცემები მოიძიოთ. მანამდე კი სიკვდილის საყვარელ კომპოზიციას მოვუსმინოთ:

5 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    დეკ 10, 2013 @ 21:03:44

    რა საინტერესო სერია ჰქონდა პალიტრას და როგორ შეწყვიტეს 😦

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      დეკ 10, 2013 @ 21:19:06

      ფანტასტიკის თარგმანებისა არ იყოს, რაც კარგია, მალე ქრება ხოლმე… კიდევ კარგი, “დიოგენეს” სერიები მაინც არ წყდება…

      Like

      პასუხი

  2. Author
    დეკ 24, 2013 @ 17:17:31

    “ლიტერატურულ პალიტრაში” წავიკითხე მერაბ მეტრეველის თარგმანით “სიკვდილი ისვენებს” და კიდევ ერთხელ აღვფრთოვანდი სარამაგუთი 🙂

    Like

    პასუხი

  3. Kejeradze
    დეკ 24, 2013 @ 22:20:01

    გვარში კი გაიპარა პატარა უზუსტობა, მაგრამ რომ თარგმნეს, ამ დამსახურებასთან ეს რა მოსატანია 🙂

    Like

    პასუხი

  4. Trackback: სიკვდილი ისვენებს | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: