სისხლიანი “სამოთხე”

936476_10200962685063467_342119170_nცოტა ხნის წინ საბჭოთა ეპოქისადმი მიძღვნილი წიგნების შესახებ ვისაუბრეთ. დღეს ამავე თემას ვაგრძელებთ.

ბრიტანელი მეცნიერი რობერტ კონკვესტი  სტალინიზმის ეპოქის ერთ-ერთ საუკეთესო მკვლევარად ითვლება. მის “დიდ ტერორს” მთელს მსოფლიოში ეცნობიან, რადგან ეს ძალიან დიდი ინფორმაციის შემცველი ნაშრომია. უშუალოდ დიდი ტერორის წლებამდე ავტორი მოკლედ მიმოიხილავს იმ წლებს, რომლებიც წინ უსწრებდა ამ მოვლენებს და რომლებმაც დიდწილად განაპირობა ასეთი მასშტაბური რეპრესიები (აქვე ნახავთ წამყვან პოლიტიკოსთა მოკლე დახასიათებებსაც). შემდეგ კი უშუალოდ ტერორის თემას ეხება და გვიამბობს გახმაურებული პოლიტიკური პროცესების, კულტურისა და მეცნიერების წარმომადგენლების განადგურების, საბჭოთა გულაგებისა და “ნკვდ-ს” მეთოდების, სტალინის მემკვიდრეობის შესახებ. ეს ყველაფერი წყაროების მითითებითაა აღწერილი. ასე რომ, კონკვესტს შეგიძლიათ ენდოთ.

რობერტ კონკვესტის კიდევ ერთი ნამუშევარი – “The harvest  of sorrow” კონკრეტულად კოლექტივიზაციისა და უკრაინაში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ მოგვითხრობს. ჰოლოდომორი საბჭოთა კავშირში ტაბუდადებული თემა გახლდათ. დღეს კი სსრკ-ს სამართალმემკვიდრე რუსეთი აგრძელებს იგივე პოლიტიკას – ან საერთოდ უარყოფს ამ მოვლენების არსებობას, ან კი უკრაინელ ხალხს “შეგნებულ საბოტაჟსა” და “პროტესტის ნიშნად შიმშილობაში” ადანაშაულებს (ამ თემას არც თუ დიდი ხნის წინ რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტიც გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ “გამოიჩინა თავი”). რობერტ კონკვესტი კი სიმართლეს გვაჩვენებს. მისი ნაშრომი (რომელიც მოიცავს კოლექტივიზაციის წინა პერიოდს, თავად პროცესსა და შიმშილობის ამბავს) უშუალო თვითმხილველთა მოგონებებს ეფუძნება (წიგნი 1986 წელსაა გამოსული). თუ ეს თემა გაინტერესებთ, უფრო სანდო და სრულ ინფორმაციას ვერსად ნახავთ.

ანტისაბჭოთა ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია ვლადიმირ ბუკოვსკი. მისი “და ბრუნდება ქარი” ავტობიოგრაფიაა და 60-70-იანი წლების დისიდენტურ მოძრაობაზე მოგვითხრობს.  შეიძლება ითქვას, რომ ბუკოვსკი და მისი მეგობრები იყვნენ პირველები, ვინც გაბედეს და დაუპირისპირდნენ საბჭოთა კავშირს (სტალინის ეპოქაში სრულიად უდანაშაულო ადამიანებიც კი ეწირებოდნენ ტერორს, ასეთი “კონტრრევოლუციონერები” ხომ მით უმეტეს). მათ ნელ-ნელა დაძრეს რკინის ფარდა (მიუხედავად იმისა, რომ ხან ციხეში ისხდნენ, ხან – ფსიქიატრიულ კლინიკებში) და დაანახეს სრულიად ინდეფერენტულ დასავლეთს საბჭოეთის ნამდვილი სახე. დღეს ჩვენ ვართ ინერტულ პოზიციაში – ვერ გაგვითავისებია, რომ “დემოკრატია მყუდრო სახლი, ლამაზი მანქანა და უმუშევრობის კომპენსანცია კი არა, პირველ რიგში ბრძოლის უფლება და სურვილია”. “თავისუფლება გარედან არ მოდის. ის შიგნიდან იწყება და სანამ თითოეული ჩვენგანი არ გათავისუფლდება იატაკქვეშა ფსიქოლოგიისგან”, მანამდე არაფერი გვეშველება… ამ და სხვა ძალიან კარგად დასმული აქცენტების გამო ეს წიგნი ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. მით უფრო, რომ 40 წლის წინანდელ ამბებში აუცილებლად ამოიცნობთ დღევანდელი რუსეთის სახეს (ბუკოვსკი დღესაც მონაწილეობს ოპოზიციურ – ამჯერად ანტიპუტინურ – მოძრაობაში)…

P.S. სამწუხაროდ, პოსტში მოხსენიებული წიგნები ქართულად არ არის ნათარგმნი. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენთვის ასე მნიშვნელოვან ნაწარმოებებს მალე თარგმნიან. მანამდე კი ერთ კლიპს ვუყუროთ, რომელიც საბჭოთა კავშირსა და მის სამართალმემკვიდრე რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ზუსტად ეხმიანება:

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: