ედრიან მოულის საიდუმლო დღიური

 

news_5114e193e5e54დიდი ხანია 13 ¾ წლის აღარ ვარ. რომ ვიყავი, არც მაშინ მიცხოვრია ინგლისში, არც ოჯახური პრობლემები მაწუხებდა, არც ძაღლი მყავდა, არც კანს ვუჩიოდი და კვება თუ სულიერი მდგომარეობაც სრულ წესრიგში მქონდა… მაგრამ მე ედრიან მოული არ ვარ…

ედრიან მოული ჩვეულებრივი ბრიტანელი ბიჭია. ალბათ ცხოვრებაც ჩვეულებრივი აქვს. ვინ იცის, მსოფლიოში რამდენი თინეიჯერი ცხოვრობს ედრიანივით – მაშინ, როდესაც ასაკის გამო ისედაც არეული აქვს გონება, ირგვლივაც ყველაფერი ირევა. ედრიანი კი ამბობს, ასე თუ გაგრძელდა, ფსიქოლოგიური პრობლემები შემექმნებაო, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, პრობლემები უკვე აქვს. არც არის გასაკვირი – როცა ხელმოცარული მამა გყავს, დედას სულაც არ აინტერესებ და მეზობელთან “საეჭვო” ვიზიტები უფრო ადარდებს, ვიდრე შვილის ფიზიკური თუ სულიერი მდგომარეობა, სკოლაში გარეკეტებენ, გოგონა, რომელიც მოგწონს, შენს უახლოეს მეგობარს ხვდება, შენი სახე ასაკის შესაბამისად გამოიყურება და სრული ბედნიერებისთვის “სუპერმენი” ბებია, მარტოხელა მოხუცი და არანორმალური ძაღლიც გყავს, ძნელია ბედნიერი იყო… მაგრამ თუ “ინტელექტუალი” ხარ და იუმორიც არ გაკლია, ბოლომდე მაინც არ ჩაიძირები დეპრესიის მორევში… ის კი ზუსტად გეცოდინება, როგორი არ უნდა იყოს მშობელი…

P.S. თუ დაინტერესდით, შეგიძლიათ “დიოგენეს” მიმართოთ. მერწმუნეთ, ეს საბავშვო წიგნი არ არის (მიუხედავად შესანიშნავი იუმორისა). ეს წიგნი მშობლებისთვისაა – “მოქმედი” და მომავალი მშობლებისთვის…

15 Comments (+add yours?)

  1. glamtaia
    Jan 06, 2014 @ 16:10:20

    ორიოდე თვის წინ წავიკითხე და აღფრთოვანებული ვარ ❤

    Like

    Reply

  2. მოლი ბლუმი
    Jan 06, 2014 @ 16:18:18

    შევთანხმდით, რომ საბავშვო წიგნი არ არის 🙂

    ისე, გაგრძელებას გვპირდებოდა დიოგენე…

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jan 06, 2014 @ 16:31:41

      როგორც წესი, დაპირებები არ ავიწყდებათ ხოლმე და ალბათ გაგრძეელბაც იქნება 🙂

      Like

      Reply

  3. tami
    Jan 06, 2014 @ 18:20:35

    ძალიან საყვარელი წიგნია,მომეწონა. სევდანარევი იუმორიც კარგი იყო – ყველაფრის მიუხედავად,ზოგჯერ სიცილს ვერ ვიკავებდი.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jan 06, 2014 @ 21:25:18

      რომ დავხურე, მერე უფრო მივხვდი, რომ სულაც არ იყო სასაცილო… კითხვის პროცესში რამდენიმე საათი გადაბმულად ვიცინე 🙂

      Like

      Reply

      • tami
        Jan 07, 2014 @ 19:05:18

        ხო ძალიან სამწუხარო ამბავია, თუმცა სიცილის შეკავება ხშირად იყო შეუძლებელი. თავიდან დანის ვუკითხავდი და რამდენიმე გვერდის შემდეგ მარტომ განვაგრძე: აშკარად უფროსების საკითხავი უფროა.

        Like

        Reply

        • Kejeradze
          Jan 09, 2014 @ 13:59:14

          წლების წინ რომ წამეკითხა, ვიცინებდი, მაგრამ ბოლომდე ვერ ჩავწვდებოდი. ბავშვი, რომელიც ნორმალურ ოჯახში იზრდება, ვერ მიხვდება ედრიანის განცდებს…

          Like

          Reply

  4. vampira
    Jan 09, 2014 @ 01:06:35

    ეს და “პორტნოის სინდრომი” უნდა წაიკითხო, თუ გინდა გაიგო, როგორი არ უნდა იყოს მშობელი

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jan 09, 2014 @ 13:54:39

      ედრიანი ბავშვსაც რომ გააცნო, შეიძლება (ბოლომდე ვერ ჩაწვდება, მაგრამ იუმორს დააფასებს)… როთი ცალსახად “სადიდოა”… სხვა წიგნებიც იქნება ამ თემაზე. იქნებ ნელ-ნელა აღმოვაჩინოთ 🙂

      Like

      Reply

  5. tsotnee
    Jan 10, 2014 @ 15:58:31

    კარგი წიგნია, თუმცა ჰო უფრო “სადიდოა”, ვიდრე თავისი ყდით ერთიშეხედვით მოსჩანს.

    Like

    Reply

  6. სანდრო
    Jan 11, 2014 @ 18:56:08

    დავინტერესდი ძალიან პოსტის წაკითხვისთანავე და ვიყიდე დღეს :))) გამოცდებს როგორც კი მოვრჩები, წავიკითხავ :))

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jan 12, 2014 @ 14:53:29

      ძალიან კარგი 🙂 მერე შთაბეჭდილებები გაგვიზიარე 🙂 …და წარმტებები გამოცდების “გადაგორებაში” :))

      Like

      Reply

  7. Trackback: წერილი მარგარეტს | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: