მე, ბებია, მარი და რეი


ოდესმე გიოცნებიათ სხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე? მე არა, მაგრამ ხანდახან ვგრძნობ, რომ აქ რაღაც მაკლია… მარიც ასეა და უფრო მეტიც – ის ოცნებობს ამერიკაზე – თავისუფალი მუსიკის, თავისუფალი რწმენისა და თავისუფალი მარტოობის ქვეყანაზე. ერთ მშვენიერ დღეს ოცნება დეპრესიაში გადადის… ეს ყველაფერი ისე ხდება, რომ რეალობას ფანტაზიისგან ვეღარც კი გამოარჩევთ. ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე, რომ მარი კი არა, მე მივიჩქარი ამერიკის საელჩოსკენ, მშობლიურ მიწასაც მე ვწყდები და ოცნებასთან შესახვედრად მივფრინავ…

მერე ნიუ-იორკის ქუჩებში ჯოსთან ერთად დავხეტიალებ, ვუსმენ ჩარლის და რეის, კადილაკითაც დავქრივარ, მეზობელ ჰოლანდიელებთანაც მივდივარ სტუმრად, მაგრამ ბოლოს იცით, რას ვხვდები? ორ ზღვას შუა გადაჭიმული ერთი პატარა ქვეყანა მაინც ყველა სხვას სჯობს. დიახ, ჩვენ არც ელვის პრესლი გვყავს და არც სილვია პლათი, მაგრამ შტატებში “გრიალს” ისევ ლოგინში უაზროდ წოლა, “სასოწარკვეთილი დიასახლისების” ყურება, სამსახურიდან დაღლილი მოსვლა (ან სულაც სამსახურის ძებნა) და ქინდლის (ხანდახან  წიგნის) ფურცვლა მიჯობს… მერე რა, თუ დილით მეზობელი გამაღვიძებს და სხვა მეზობლების “გმირობების” ყურებაც მომიწევს… სხვაგან არსად მეყოლება ბებია, რომელიც შეიძლება “კერანატყნავს” მეძახის, მაგრამ სინამდვილეში მლოცავს… სხვაგან ვერსად ვისწავლი ომის სიჩუმეს… სხვაგან ვერსად მოვუსმენ მუსიკოსს, რომელიც ომის მოგებასა და ზღვის გადაცურვაზე ოცნებობდა, ვერსად წავიკითხავ მწერალს, რომელიც ბუნებას ელაპარაკებოდა… სხვაგან ვერსად მივხვდები, რომ გამხდარი ბიჭი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გავიცანი, ქვეყანას მირჩევნია… სხვაგან ვერსად ვნახავ ხევსურეთივით მიწას… სხვაგან ვერსად ვიქნები ბედნიერი იმიტომ, რომ ეს ჩემი სახლია. სახლი კი ერთია, ერთადერთი!

P.S. “ბებია, რეი და ამერიკა” “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისაა”, მაგრამ განსაკუთრებული მადლობა მათ გარდა “დიოგენესაც” ეკუთვნის. ამ წიგნის წაკითხვა სულ მინდოდა, მაგრამ ფორმატიდან გამომდინარე მუდმივად თვალსაწიერს მიღმა მრჩებოდა, სანამ ზემოთხსენებული მაღაზიის თაროების საფუძვლიანად “შესწავლა” არ მომიხდა 🙂 თუმცა წიგნები ხომ მაშინ “მოდიან”, როცა ამის დრო დგება 😉 თუ იგრძენით, რომ ეს წიგნი თქვენთანაც “მოვიდა”, გადაშალეთ და თავად განიცადეთ ეს ყველაფერი. მანამდე ერთ ძალიან კარგ სიმღერას მოვუსმინოთ 🙂

16 Comments (+add yours?)

  1. glamtaia
    იან 10, 2014 @ 21:49:58

    ხანდახან ვამბობ ეგ წიგნი მარი ბექაურს რომ არ დაეწერა მე დავწერდი თქო.
    რაც ვიყიდე სულ დავათრევ. როცა ისტერიკამდე ვარ მისული, როცა მორიგ იქსჩეინჯ პროგრამაში არ გამიმართლა ვზივარ და ვკითხულობ 😦

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      იან 10, 2014 @ 21:54:28

      ამიტომაც მიყვარს ასეთი წიგნები – ჩემს სათქმელს რომ ამბობენ 🙂 “სხვანაირად” მიყვარს… 🙂 იქნებ პირიქით – გაგიმართლა, რომ სახლში ხარ 😉

      Like

      პასუხი

  2. tami
    იან 11, 2014 @ 01:02:07

    მაღაზიაში,რომ ვფუთფუთებ ხოლმე სულ თვალში მეჩხირება მაგრამ ერთხელაც არ გადამიშლია.მივხედავ ერთ დღეს. ეხლა წელიწადის დრონი “-ს ფინალურ მოთხრობაზე ვარ…
    და საერთოდ თითო წიგნზე თითო პოსტს რომ წერ უფრო დამაჯერებელია ალბათ, სულ მინდა იმ წიგნის წაკითხვა

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      იან 11, 2014 @ 13:14:16

      კინგი ❤ ახლა "უსაქმურობის ჟამი" მიდგას და სანამ ვინმე ჩემს დასაქმებას გადაწყვეტს, პოსტებიც "უკეთესი" გამოვა 🙂

      Like

      პასუხი

  3. salomeaa
    იან 14, 2014 @ 16:47:50

    მარი ჩემი გოგოა:* ძალიან მიყვარს:*

    Like

    პასუხი

  4. როდე
    იან 17, 2014 @ 01:11:15

    მარის როგორ გაუხარდება ეს მიმოხილვა! ❤
    უნდა წავაკითხო.

    Like

    პასუხი

  5. vampira
    იან 18, 2014 @ 00:14:06

    ძალიან დიდი ხანია წიგნების მაღაზიაში ყოველ შესვლაზე ხელში ავიღებ და დიდხანს ვუყურებ ამ წიგნს, მაგრამ რატომღაც ყოველთვის უკან ვაბრუნებ ხოლმე:/ ეს პოსტი ბოლო წვეთი იყო და როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, მაშინ დავსტაცებ ხელს: )

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      იან 18, 2014 @ 13:08:01

      რომც არ მოგეწონოს (მაინც გემოვნების ამბავია), მაინც არ ინანებ – დიდ დროს არ დაკარგავ 🙂 …მაგრამ უფრო დიდი შანსია, რომ მოგეწონება :))

      Like

      პასუხი

  6. FantasyWorld
    თებ 01, 2014 @ 19:41:27

    იმ დღეს ვაპირებდი ამ წიგნის ყიდვას და ბოლოს უპირატესობა მაინც ფამუქის “მე წითელი მქვიას” მივანიჭე. ამასაც ვიყიდი აუცილებლად კიდევ რომ მოვხვდები მაღაზიასთან. ფამუქის მეორე წიგნიც საყიდელი მაქვს ბარემ და 😀

    Like

    პასუხი

  7. FantasyWorld
    თებ 05, 2014 @ 16:26:54

    მეც ძალიან მომწონს ჯერჯერობით და ნერვები მეშლება რომ სკოლის გამო ჩემებურად, გემრიელად წაკითხვას ვერ ვახერხებ 😀 წიგნი თუ მომწონს, კითხვას ვიწყებ და სანამ ბოლოში არ გავალ თავს ვერ ვწევ 😀 სამწუხაროდ სკოლის პერიოდში ასე არ გამოდის 😦

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      თებ 07, 2014 @ 15:53:51

      ჯერ გაკვეთილები და მერე სხვა დანარჩენი 🙂 სამაგიროდ სტუდენტობის დროს ბევრი დრო გექნება 🙂

      Like

      პასუხი

  8. Trackback: მეორე მხარე | კეჟერაძის ბლოგი
  9. Trackback: სამხრეთის უბანში | კეჟერაძის ბლოგი

დატოვე კომენტარი