ჯივზი, ვუსტერი და კიმი

1497605_571646552919949_1408986632_nგახსოვთ, დაახლოებით ერთი წლის წინ ჯივზთან ერთად რომ “დავიკიდეთ”? რა თქმა უნდა, გახსოვთ. ბერტი ვუსტერისა და მისი გამჭრიახი მსახურის დავიწყება ფრიად რთული საქმე გახლავთ. მოსიყვარულე დეიდა დალიასაც ვერ განდევნით ადვილად თქვენი მეხსიერებიდან. აბა დაფიქრდით – ირგვლივ მოგეძევებათ ისეთი დეიდა, რომელსაც ერთი სული აქვს, საკუთარი ძმისწული ავტობუსის ბორბლებქვეშ იხილოს? ჰოდა, ქალბატონი დალია ჯივზისა და ვუსტერის ახალ თავგადასავალშიც სრულიად განსხვავებულ როლს ასრულებს – მისი ჩანაფიქრი, არც მეტი, არც ნაკლები, ვუსტერთა გვარის ღირსებას შელახვით ემუქრება… ჯივზსაც რა დარჩენია – იძულებული ხდება, რომ ბერტი ვუსტერი ისევ იხსნას განსაცდელისა და თავის გასკდომისგან. ასეთი კამერდინერის პატივცემულ პატრონს ხომ არც ავბედითი სახლი აშინებს (უფრო არანორმალურებით დასახლებული ბალაგანი რომ ეთქმის) და არც დიდ ნერვიულობაში გადაზრილი ნაბახუსევი…

აი, კიმი კი სულ სხვა კაცია… ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ინდოელი ბიჭია და ტიბეტელ ლამასთან დამეგობრებაზე მეტს რას უნდა ელოდოს ცხოვრებისგან, მაგრამ როდესაც მისი ირლანდიური წარმოშობა “წამოყოფს თავს”, ყველაფერი იცვლება და “ქვეყნიერების ძმაბიჭად” წოდებული კიმი კიმბოლ ო’ჰარად გარდაიქმნება… თითქოს აქ მაინც უნდა დასრულდეს მისი ისტორია, მაგრამ კიმს კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი – ჯაშუშის გზა ბრიტანულ-რუსულ დაპირისპირებაში… ამ ყველაფრის შემდეგ შეუძლებელია არ გაიზარდო… შეუძლებელია არ მიხვდე, რა გსურს…

P.S. თუ დაინტერესდით, ამ წიგნების თარგმანებს მარტივად მოიძიებთ. ორივე გამოცემა “დიოგენეს” ეკუთვნის. გია ჭუმბურიძისა და ზაზა ჭილაძის თარგმანებს რომ არაფერი დაეწუნებათ, კი გეცოდინებათ 🙂

Advertisements

11 Comments (+add yours?)

  1. სანდრო
    Jan 15, 2014 @ 21:04:49

    “ვუსტერთა გვარის ღირსება” 1-ლ იანვარსვე წავიკითხე, პირველს არაფრით ჩამოუვარდება ნამდვილად 🙂 იმედია, “დიოგენე” კიდევ გაგვახალისებს ვუსტერთა სახალისო ისტორიებით 🙂

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jan 15, 2014 @ 21:51:14

      ჭეშმარიტად საახალწლო განწყობის შესაფერისი წიგნია 🙂 მოწონება დაიმსახურა და ალბათ გააგრძელებენ 🙂

      Like

      Reply

  2. tami
    Jan 15, 2014 @ 21:14:43

    ვუსტერთა გვარის ღირსება მაინტერესებს ძალიან , მართლა რა დაგვავიწყებს რა კარგი იყო ვუსტერთან და ჯივზთან ერთად დაკიდება, კიდევ გვინდა;

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jan 15, 2014 @ 21:54:51

      “დიოგენეს” გეზსს თუ გავითლვალისწინებთ, ასე ნელ-ნელა ჯივზის და ვუსტერის ყველა ისტორიას წავიკითხავთ 🙂

      Like

      Reply

      • tami
        Jan 15, 2014 @ 22:05:14

        კარგია მერე, ჯერ ეს წავიკითხო:

        Like

        Reply

        • Kejeradze
          Jan 15, 2014 @ 23:21:53

          ველოდებით შთაბეჭდილებებს 😉

          Like

          Reply

          • tami
            Jan 16, 2014 @ 04:11:13

            აი სრული გასხივოსნება ჩავამთავრო დაა მერე ..იმედია დავწერ,რაღაც კრიზისი მაქვს,გად’მოცემის უნარი დავკარგე.

            Like

            Reply

  3. მოლი ბლუმი
    Jan 15, 2014 @ 22:07:42

    მშვენიერი საახალწლო პროექტი ჰქონდა დიოგენეს. ამათ ენდე და ფუუჰი დაუმატეთ და ასეთი ნაყოფიერი თვე, მგონი, არც ყოფილა 🙂

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jan 15, 2014 @ 22:19:48

      “დიოგენეს” წყალობით ქინდლსაც ერგო საახალწლო შვებულება 🙂

      Like

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: