ჯივზი, ვუსტერი და კიმი

1497605_571646552919949_1408986632_nგახსოვთ, დაახლოებით ერთი წლის წინ ჯივზთან ერთად რომ “დავიკიდეთ”? რა თქმა უნდა, გახსოვთ. ბერტი ვუსტერისა და მისი გამჭრიახი მსახურის დავიწყება ფრიად რთული საქმე გახლავთ. მოსიყვარულე დეიდა დალიასაც ვერ განდევნით ადვილად თქვენი მეხსიერებიდან. აბა დაფიქრდით – ირგვლივ მოგეძევებათ ისეთი დეიდა, რომელსაც ერთი სული აქვს, საკუთარი ძმისწული ავტობუსის ბორბლებქვეშ იხილოს? ჰოდა, ქალბატონი დალია ჯივზისა და ვუსტერის ახალ თავგადასავალშიც სრულიად განსხვავებულ როლს ასრულებს – მისი ჩანაფიქრი, არც მეტი, არც ნაკლები, ვუსტერთა გვარის ღირსებას შელახვით ემუქრება… ჯივზსაც რა დარჩენია – იძულებული ხდება, რომ ბერტი ვუსტერი ისევ იხსნას განსაცდელისა და თავის გასკდომისგან. ასეთი კამერდინერის პატივცემულ პატრონს ხომ არც ავბედითი სახლი აშინებს (უფრო არანორმალურებით დასახლებული ბალაგანი რომ ეთქმის) და არც დიდ ნერვიულობაში გადაზრილი ნაბახუსევი…

აი, კიმი კი სულ სხვა კაცია… ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ინდოელი ბიჭია და ტიბეტელ ლამასთან დამეგობრებაზე მეტს რას უნდა ელოდოს ცხოვრებისგან, მაგრამ როდესაც მისი ირლანდიური წარმოშობა “წამოყოფს თავს”, ყველაფერი იცვლება და “ქვეყნიერების ძმაბიჭად” წოდებული კიმი კიმბოლ ო’ჰარად გარდაიქმნება… თითქოს აქ მაინც უნდა დასრულდეს მისი ისტორია, მაგრამ კიმს კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი – ჯაშუშის გზა ბრიტანულ-რუსულ დაპირისპირებაში… ამ ყველაფრის შემდეგ შეუძლებელია არ გაიზარდო… შეუძლებელია არ მიხვდე, რა გსურს…

P.S. თუ დაინტერესდით, ამ წიგნების თარგმანებს მარტივად მოიძიებთ. ორივე გამოცემა “დიოგენეს” ეკუთვნის. გია ჭუმბურიძისა და ზაზა ჭილაძის თარგმანებს რომ არაფერი დაეწუნებათ, კი გეცოდინებათ 🙂

11 Comments (+add yours?)

  1. სანდრო
    იან 15, 2014 @ 21:04:49

    “ვუსტერთა გვარის ღირსება” 1-ლ იანვარსვე წავიკითხე, პირველს არაფრით ჩამოუვარდება ნამდვილად 🙂 იმედია, “დიოგენე” კიდევ გაგვახალისებს ვუსტერთა სახალისო ისტორიებით 🙂

    Like

    პასუხი

  2. tami
    იან 15, 2014 @ 21:14:43

    ვუსტერთა გვარის ღირსება მაინტერესებს ძალიან , მართლა რა დაგვავიწყებს რა კარგი იყო ვუსტერთან და ჯივზთან ერთად დაკიდება, კიდევ გვინდა;

    Like

    პასუხი

  3. მოლი ბლუმი
    იან 15, 2014 @ 22:07:42

    მშვენიერი საახალწლო პროექტი ჰქონდა დიოგენეს. ამათ ენდე და ფუუჰი დაუმატეთ და ასეთი ნაყოფიერი თვე, მგონი, არც ყოფილა 🙂

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი