ვეშაპის ხახაში გამქრალი მადათოვი

გახსოვთ, საკმაო ხნის წინ მადათოვზე რომ “გადავფრინდით”? მხატვარი ხაფოს მკვლელობის ამბავი თუ წაგიკითხავთ, არ დაგავიწყდებოდათ. აი მე კი დამავიწყდა, რომ მადათოვის კუნძულის თავგადასავლი ჯერ არ დასრულებულა და მხოლოდ ახლაღა გავაგრძელე “მოგზაურობა” ძველ თბილისში (თუმცა წიგნებს ხომ თავისი დრო აქვთ)…

ტრილოგიის მეორე ნაწილში 1909 წელია. ძველი  ამბებიდან 10 წელიწადი გასულა. ტფილისი ისევ ძველებურია – მადათოვიანი. ხალხიც ძველებურია – კარქათაც გაქეიფებენ, კარქათაც დაგმალავენ, ერთ კარქ ოპერასაც მოგასმენინებენ თიატრში… ვის აღარ ნახავ – ლიტერატურულ გმირებს, ისტორიულ პიროვნებებს, აკას გამოგონილ პერსონაჟებს… ფრთხილათაც უნდა იყო – აღმოსავლური სიყვარულით ტკბობის ხერხები თუ ჩაგივარდა ხელში, ფრობლემები შაგექმნება და ეგებ ტიფლისელმა არამამაც ვერ გიშველოს… ცბიერ კნიაგინიასთან შეხვედრა ხომ მთლად ღმერთმა გაშოროს… ისე გაქრები, შენს კვალსაც კი ვერავინ მიაგნებს…

მესამე ნაწილი უკვე “გაგანია” საბჭოთა პერიოდის ამბებს მოგვითხრობს. 1929 წელია და მსოფლიოს ერთი მეექვსედი სტალინის “სამეფოა”. მადათოვის ჩაძირვა უკვე გადაწყვეტილია. ჩვენი ძველი ნაცნობი ილია იმერლიშვილიც (აი ისა, აკაკი იოსელიანს “ის” წიგნი რომ შეაჩეჩა) დაბრუნებულა ტფილისს და იმპერიასთან ბრძოლის ფრიად მისტიური მეთოდიც შეუმუშავებნია… ოღონდაც ისე, რომა ძველი ოხრანკის მემკვიდრე ოგპუ-ც კი ვერას გახდა და პლატონ სამანიშვილის ვაჟსა სთხოვა დახმარება. ისა კიდევ მთლად გულმხურვალე სტალინისტიც არ აღმოჩნდა…

მესამე ნაწილის მეორე ნახევარში კი იცით რას აღმოაჩენთ? ეს ჩვენი მადათოვის ტრილოგია სულ გამოგონილი ყოფილა და სინამდვილეში კომპიუტერული თამაში “მეჯიქ პოლისი” გახლავთ (არ შეშფოთდეთ, ეს ანოტაციაშივე წერია და სპოილერი არ არის). არც ყორღანოვი და ბაიარდი არსებულან, არც “კამასუტრას” გამოსდევნებია ვინმე და არც სტალინის წინააღმდეგ გაულაშქრია ერთ ჩვეულებრივ განათლებულ კაცს. უბრალოდ ცოლისგან დროებით მიტოვებული მწერალი იშმაილი მეგობარ კორბენ დალასისგან წამოღებულ თამაშს “ჩაუჯდა” და ვეღარც მოწყდა. მერე რა, რომ ირგვლივ მაშინდელი საბურთალოსთვის დამახასიათებელი პრობლემების მთელი სერია “მიმდინარეობდა”… ის მაინც თამაშობდა და თამაშობდა. არც ტკივილოსნების აგრესიული მანიფესტაციები ადარდებდა (ამ ადგილს მიაქციეთ ყურადღება კითხვისას), არც რეციდივისტი ძმაკაცის “პაბეგი”. მთავარია ქალაქი ყოფილიყო კარგად – გათავხედებული მეცნიერებისა და წითელი მეზობლებისგან დაცული… მაგრამ რას იზამ, დასაძირი მაინც იძირება. ბედისწერას ვერც თამაშში გაექცევი და ვერც წიგნში – ვეშაპი მაინც გადაყლაპავს მადათოვს…

P.S. რა თქმა უნდა, გემოვნებაზე დავა დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ აკა ის მწერალია, რომელიც ყოველთვს იარსებებს. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი შვილებიც (ან სულაც მათი შვილები) გადმოიღებენ თაროდან მის გაცვეთილ წიგნებს და დაბრუნდებიან იმ თბილისში, რომელიც ჩვენც არ გვინახავს, მაგრამ მაინც ასე ნაცნობი და “ჩვენია”… ისინიც განიცდიან იგივე სევდას, რომელიც მადათოვის გაქრობიდან დღემდე არ გვტოვებს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ კუნძული კი არა, მთელი ქვეყანა იყო… ეს იყო თბილისის და მთელი საქართველოს წარსული, რომელიც აღარ დაბრუნდება…

Advertisements

18 Comments (+add yours?)

  1. მაგა რაიუელა
    Jan 25, 2014 @ 22:14:33

    აკას არაფერი არ მაქვს წაკითხული : )
    და არც სურვილი მაქვს, არ ვიცი რატომ 😦

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jan 25, 2014 @ 22:33:13

      როგორც ყოველთვის, გემოვნების ამბავია… მაგრამ მაინც მგონია, რომ ცდად ღირს 🙂 თუ მიხვდები, რომ “შენი” არ არის, აღარ გააგრძელებ 🙂

      Like

      Reply

  2. შემოდგომისფერი
    Jan 26, 2014 @ 00:03:22

    პირველი ნაწილი მაქვს წაკითხული მხოლოდ და უბრალოდ ძალიან უბრალოდ მე მიყვარს აკა!
    აი სწორედ ისეთი უბრლო როგორიცაა ❤

    Like

    Reply

  3. vampira
    Jan 26, 2014 @ 00:55:11

    ხო, მეც მხოლოდ გადაფრენილი ვარ მადათოვზე. ჯერ-ჯერობით: ) დიდი ხანია გეგმაში მაქვს შემდეგი ნაწილები ხელში ჩავიგდო, მაგრამ ახლა სულ ცხელ-ცხელ “ზურმუხტს” ველოდები^^
    P.S აკა რომ ის მწერალია, რომელიც ყოველთვის იარსებებს, მისი პირველივე “გაცნობის” შემდეგ მივხდი. რატომღაც მგონია, რომ მას სათანადოდო ვერ ვაფასებთ და რაღაც ალმაცერად ვუყურებთ:/ მაგრამ მეც ჩვენი შვილების იმედად ვარ. თუნდაც მათი შვილების )

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jan 26, 2014 @ 20:40:55

      ზურმუხტს სულ ვაპირებ და ვერა და ვერ მოვიცალე, რომ წამოვიღო მაღაზიიდან…
      სიცოცხლეში ვინ დაგვიფასებია…

      Like

      Reply

  4. მოლი ბლუმი
    Jan 26, 2014 @ 14:58:09

    თეთრი სერია ^_^

    Like

    Reply

  5. Evellini
    Jan 26, 2014 @ 23:54:47

    რა გულიანად ვკითხულობდი მადათოვის სამივე წიგნს ^_^ თუმცა, უნდა ვაღიარო, თეთრი სერიის წიგნები ნაკლებად მიყვარს, ვიდრე ‘სანტა ესპერანსა’, ან ‘მესაიდუმლეს ქამარი’
    მიყვარს აკა ❤

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jan 27, 2014 @ 16:30:41

      მე, როგორც ეთნოგრაფიული რომანების მოყვარულს, მადათოვი და “ქართულის რვეულები” მომწონს ყველაზე მეტად (ჯერჯერობით) 🙂

      Like

      Reply

  6. როდე
    Jan 27, 2014 @ 18:55:35

    რა უცნაურია, რომ მეც წელს დავიწყე მეორე და მესამე ნაწილის კითხვა. ჯერ-ჯერობით აკასი ყველაზე მეტად მადათოვი მომწონს ❤

    Like

    Reply

  7. tsotnee
    Feb 06, 2014 @ 13:37:11

    დიდი ხნის წინ წავიკითხე მეორე ნაწილი, მგზავრობისას დავიწყე და მერეც გავაგრძელე, ოდესმე სრულად წავიკითხავ.

    Like

    Reply

  8. rockermeloman
    Feb 15, 2014 @ 16:46:32

    მე გამიმართლა, იმ გამოცემას წავაწყდი ერთად რომ იყო ტრილოგია :3
    აღარ დავიწყებ ამ წიგნზე, მომეწონა და გადავირიე მეთქი, მარტო იმის თქმა მინდა, ‘მე წითელი მქვია’ რომ წავიკითხე, სწორედ აკას ეს ტრილოგია გამახსენდა )))
    პ.ს. მომნატრებია აქაუროება ^^

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Feb 15, 2014 @ 21:23:35

      ყველას თავისი ასოციაციები აქვს 🙂 საინტერესო ვერსიაა აკას და ფამუქის შედარება. რომ დავფიქრდი, რაღაც საერთო აქვთ…
      მადლობა ^_^

      Like

      Reply

  9. Trackback: აკას სამყარო | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: