ლურჯი სუფრის მოცეკვავე და დინდინელა

ლიტერატურის მოყვარულებს ალბათ მოგეხსენებათ, რომ საახალწლოდ ბევრი ახალი წიგნი გამოჩნდა წიგნის მაღაზიათა თაროებზე. გამოგიტყდებით და განსაკუთრებით ერთს ველოდი – “ლურჯი სუფრის მოცეკვავეს”…

…და ეს წიგნი დიდი ინტერესით გადავშალე… გადავშალე და საოცარ სამყაროში აღმოვჩნდი. ჯერ იყო და ლამის ცეცხლიმფრქვეველ დრაკონთა დაღუპვის მოწმე გავხდი. მათი კუნძულიდან ძლივს გამოვაღწიე და უკვე კარგედონში ამოვყავი თავი, სადაც ლურჯი სუფრის მოცეკვავე (ეს რას ნიშნავს, თავად ნახეთ) დედოფალი ნებით გახდა ლტოლვილი. ამ უკანასკნელს რომ გავყევი კი იცით, ვის გადავეყარე? ნაის. დიახ, დიახ, მოტირალ დას ჰექათიონიდან. ის პატარა აიასთან ერთად ლილეს ეძებდა… მაგრამ სანამ ლილეს ვიპოვიდით, მანამდე ზღვაურზე მოლაპარაკე ზღვის ხალხი, სტიქიონებად ქცეული ნუმიელები, ცრუ ლურჯი სუფრის მოცეკვავეები, სათანადო საკვების გარეშე გაბჭვირვალედ ქცეული ფიგნები გავიცანი და სიკეთესა და ბოროტებას შორის დიდ დაპირისპირებაშიც მივიღე მონაწილეობა… არც კი ვიცი, ყველაფერი როგორ დამთავრდებოდა, თეთრი დრაკონის – აკკას – ზურგზე რომ არ ავმხედრებულიყავი და იროელთა სასწაულმოქმედ ძალას არ დავეცავი… მე ხომ უკვე გადავაბიჯე ზღურბლს რეალობასა და ფანტაზიას შორის… მეც ლილეს სამყაროს ნაწილი გავხდი და ყველაფერი თავად განვიცადე… და თქვენც იგივეს გირჩევთ – ეს განუმეორებელი გრძნობაა!

ლილესთან გამომშვიდობების შემდეგ დინოზავრ დინდინელას გადავეყარე და გულგრილად ვერ ავუარე გვერდი. წლების წინ ეს ფრიად სიმპათიური ცხოველი (თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ) ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი გმირი გახლდათ და ახლაც სიამოვნებით მივუბრუნდი. ისევ თავიდან გავიცანი ტკბილეულის მოყვარული პატარა დინოზავრი, რომელიც გაეგოისტებას ჯადოქარმა ბათუმ გადაარჩინა. მერე იყო და ნიას დაუმეგობრდა და ხან ზოოპარკში ეთამაშებოდა, ხან სკოლაში აკითხავდა, ხან კი სულაც ფილმსა და საცირკო წარმოდგენაში იღებდა მონაწილეობას… ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, რამდენიმე წუთი ძალიან სასიამოვნოდ გავატარე და ბავშვობაშიც დავბრუნდი 🙂

P.S. როგორც ჩანს, ლილესთან გამომშვიდობება მალე მოგვიწევს. ცოტა არ იყოს, გულდასაწყვეტია, მაგრამ “აიას გზა” ჯერ კიდევ წინ გვაქვს… კაისას ბიბლიოთეკის იდეაზე რომ აღარაფერი ვთქვათ – ამ ფრიად განსწავლული ქალბატონის გულშემატკივრებს რაღაც ძალიან მასშტაბური და ძალიან საინტერესო გველის 🙂

4 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Jan 30, 2014 @ 21:50:13

    ბიბლიოთეკას როგორ ველოდები, არ იცი შენ ^_^

    Like

    Reply

  2. Trackback: ახალი წელი ტერი პრატჩეტთან ერთად | კეჟერაძის ბლოგი
  3. Trackback: აიას გზა ანუ კაისას დაბრუნება | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: