დაუსრულებელი ამბავი ენდესგან

“…ფანტასტიკა და ფენტეზი, უპირველეს ყოვლისა, ჩარჩოებს ამსხვრევს, გაიძულებს, ერთ ადგილს არ მიეჯაჭვო, კარი შეაღო, მის მიღმა გასვლის სურვილით აინთო და ზღურბლს უშიშრად გადააბიჯო, შესაძლებლობების მრავალფეროვნება იწამო და მიხვდე თავისუფლების უალტერნატივობას.” – ნატო დავითაშვილი

მალე 19 წელი შესრულდება, რაც ლიტერატურული სამყაროს “წევრი” ვარ (თუ იმ 4 წელიწადს არ ჩავთვლით, როცა ზღაპრებს ვუსმენდი)… თითოეული წიგნი ცალკე ისტორიაა, ზოგადად კი ეს ერთი დიდი დაუსრულებეი ამბავია. ჩვეულებრივი ნაბეჭდი ასოებიდან ადამიანები იბადებიან და მიუხედავად იმისა, რომ მათ მანამდე არ ვიცნობდით, მაინც მივყვებით თავგადასავლების საძიებლად. ომებსაც ვიტანთ და ქარიშხლებსაც. ამისთვის უბრალოდ წიგნი უნდა ავიღოთ…

თუმცა რას გიყვებით. ისედაც იცით, რა გრძნობაა, როდესაც თავდავიწყებით ეშვებით წიგნის სამყაროში, ყველაფერი გავიწყდებათ და ვერც შიმშილს გრძნობთ, ვერც სიცივეს. უკვე ახლობლებად მიჩნეულ გმირებს კი დიდი გულისწყვეტით ემშვიდობებით. არადა სულ ცოტა ხნის წინ მათზე ისე ნერვიულობდით, როგორც საკუთარ თავზე… ყველა წიგნი რაღაცით გავსებთ, მაგრამ ამავე დროს სიცარიელესაც გიტოვებთ…

ასე დაემართა ბასტიან ბალთაზარ ბუქსსაც. ოღონდ მას ყველა ჩვენგანის ოცნება აუხდა – წიგნი გადაშალა და თავად გახდა წიგნის გმირი. დაუსრულებელი ამბავი თავად მას გადახდა – თავად ამხედრდა დრაკონზე, უყურადღებობის გამო დასაღუპად განწირული სამყაროც გადაარჩინა, უამრავი ვითომდა არარსებული არსება გაიცნო (ჩვენ რომ ვერ ვხედავთ თბილისის ქუჩებში, სულაც არ ნიშნავს, რომ თუნდაც ტროლები არ არსებობენ), გმირი გახდა და ამპარტავნებაშიც ჩავარდა… მოკლედ, განიცადა ყველაფერი ის, რაც ადამიანთა ხვედრია… და ეს ყველაფერი სკოლის სხვენიდან და გველების ოვალით შემკული  “დაუსრულებელი ამბიდან” დაიწყო…

P.S. თუ დაინტერესდით, “დიოგენეს” მიერ შემოთავაზებული ასმათ ფარჯიანის თარგმანი მოიძიეთ და თუ ბავშვებიც გყავთ, აუცილებლად წაუკითხეთ. ეს ზღაპარზე უფრო მეტია – თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პატარა სახელმძღვანელოა. ენდე სიკეთესა და ბოროტებას, თავმდაბლობასა და ამპარტავნებას, სიყვარულსა და მეგობრობას გვასწავლის, ფანტაზიის კარებს გვიღებს, გვათავისუფლებს და პირდაპირ “იმ” სამყაროში გვაგდებს…

Advertisements

7 Comments (+add yours?)

  1. FantasyWorld
    თებ 19, 2014 @ 18:17:20

    ახლა გავიგე ამ წიგნის შესახებ და ააუცილებლად წავიკითხავ. რატომღაც აღწერას რომ ვკითხულობდი “ნუ მოკლავ ჯაფარას” გამახსენდა, ისეთივე თბილი წიგნი ჩანს (ეჭვი მეპარება აჯობოს, მაგრამ მაინც). ბიბლუსში იქნება ნეტა?

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      თებ 19, 2014 @ 19:05:39

      ჯაფარა სულ სხვაზე თემაზეა და შესაბამისად ვერ შევადარებ. ერთადერთი რითიც ჰგავს ისაა, რომ ორივე ძალიან კარგია 🙂 წესით უნდა იყოს.

      Like

      პასუხი

  2. Trackback: სენტ ნიკოლას-ჩრდილოელი და ბრძოლა კოშმარების ხელმწიფესთან | კეჟერაძის ბლოგი
  3. მაგა რაიუელა
    მარ 06, 2014 @ 23:05:28

    დაუსრულებელი ამბავი არ ვიცი და ენდეს “მომო” წავიკითხე ახლა. ძალიან, ძალიან მომეწონა ❤

    Like

    პასუხი

  4. Trackback: რაც გამომრჩა… | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: