მივაგოთ პატივი კატალონიას!

ჯორჯ ორუელი თუ არ წაგიკითხავთ, ალბათ ყურმოკვრით მაინც იცნობთ. “1984” და “ცხოველების ფერმა” დამსახურებულად ითვლება მსოფლიო ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს ნაწარმობებად. “პატივი კატალონიას” მათ არაფრით ჰგავს (ჟანრიც კი სულ სხვაა), თუმცა არანაკლებ აქტუალური და ოსტატურად დაწერილი წიგნია… და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველიც… პირადად მე, ჩემდა სამარცხვინოდ, ესპანეთის რევოლუციის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცოდი. ფრანკოს სახელი, რა თქმა უნდა, მსმენოდა, მაგრამ რადგან საბჭოთა წყაროებს არ ვენდობოდი, ამ თემაში ჩაღრმავება არც მიცდია…

ჯორჯ ორუელმა კი ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა და აღწერა კიდეც. თავად ავტორს თუ დავესესხებით, მიუკერძოებელი ადამიანები არ არსებობენ, თუმცა ბრიტანელი მწერალი უფრო სანდო მგონია, ვიდრე სისტემა, რომელმაც ესპანელი ბავშვები პროპაგანდისთვის გამოიყენა…

ამიტომ ორუელს მივენდე და კატალონიაში გავყევი, კატალონიაში, სადაც რევოლუცია მძვინვარებს და ბრძოლის ველზე ჟანგიანი იარაღით “შეიარაღებულ” პირტიტველა ბიჭებს მიერეკებიან. ჯერ ფაშიზმს ებრძვიან (ან სულაც უმოქმედოდ არიან), შემდეგ კი ერთმანეთს (ჩვენეული განმარტებით – “ოპოზიციას”). საბჭოთა რეპრესიების მანქანა კატალონიაშიც გამართულად მუშაობს და ორუელისთვის ბრძოლა არაფრით მთავრდება, თუ არ ჩავთვლით ჭრილობას, გამოცდილებასა და კარგ წიგნს… და კიდევ შიშს… იმის შიშს, რომ შეიძლება ბრძოლაში ჩაერთო და დამარცხდე, მაგრამ შეიძლება სწორედ არჩართვა იყოს დამარცხება… იმის შიშს, რომ ერთ “მშვენიერ” დღეს შეიძლება მშვიდი ლონდონიც აფეთქებების ხმამ გააღვიძოს…

P.S. ჯორჯ ორუელის ამ და სხვა ნაწარმოებების  ქართული გამოცემები “პალიტრა L-ს” ეკუთვნის. თუ დაინტერესდით, მარტივად მოიძიებთ.

Advertisements

3 Comments (+add yours?)

  1. FantasyWorld
    Mar 01, 2014 @ 14:46:33

    სულ რამდენიმე დღის წინ ვიყიდე ეს წიგნი. პოსტის წაკითხვის მერე კიდევ უფრო დამაინტერესა. იმედია დროსაც მალე გამოვძებნი რომ წავიკითხო 😐

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Mar 01, 2014 @ 21:42:36

      როგორც მიყვარს ხოლმე თქმა, ყველა წიგნი თავის დროზე “მოდის” 😉 🙂

      Like

      Reply

  2. ნინო
    Dec 29, 2016 @ 13:02:19

    მეც ანალოგიური შთაბეჭდილება დამიტოვა. თავიდან არ ვკითხულობდი, სწორედ “1984”-ისა და “ცხოველების ფერმის” ჟანრისგან დასვენება მინდოდა, მერე კითხვა დავიწყე და სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი…

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: