სენტ ნიკოლას-ჩრდილოელი და ბრძოლა კოშმარების ხელმწიფესთან


გახსოვთ, სულ ცოტა ხნის წინ ფენტეზის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე რომ ვისაუბრეთ? მაშინ ბასტიან ბალთაზარ ბუქსთან ერთად სინამდვილესა და ფანტაზიას შორის არსებული ზღვარი გადავლახეთ და რეალობისგან გავთავისუფლდით. თუ ის “მოგზაურობა” მოგეწონათ, უილიამ ჯეიმსსა და ლორა გერინგერსაც აუცილებლად უნდა “გაყვეთ”…

…და თქვენ უპრეცენდენტო მოვლენის მოწმენი გახდებით – თქვენს თვალწინ გაიღვიძებს საუკუნეების წინ ჩაძინებული კოშმარების ხელმწიფე და თავის დამხმარე კოშმარებთან ერთად პირდაპირ ბავშვების სიზმრებისკენ აიღებს გეზს. მაგრამ არ შეშინდეთ – მთვარის გამგებელი მათ გვერდითაა და დასახმარებლად სანტოფ კლაუსენელ ჯადოქარს, მის პატარა აღსაზრდელსა და ყაჩაღ სენტ-ნიკოლას ჩრდილოელს უხმობს (დიახ, დიახ – სანტას ასეთი წარსული ჰქონია 🙂 ). ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის ძალიან მალე გაიმართება და სამწუხაროდ მალევე დასრულდება (წიგნის მოცულობიდან გამომდინარე)… თუმცა გაგრძელება იქნება… გადამწყვეტი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა!

P.S. ქართული თარგმანი “პალიტრა L-ს” ეკუთვნის. გამოცემას “წიგნი I” აწერია, რაც ალბათ იმაზე მიგვანიშნებს, რომ გაგრძელებების თარგმნასაც უნდა ველოდოთ 🙂 მანამდე წაუკითხეთ ეს საოცრად დინამიური და საინტერესო გმირებით დატვირთული წიგნი ბავშებს 😉 მერწმუნეთ, ფურცლებიდან კეთილ სიცილსა და ბოროტ სისინსაც გაიგონებთ – მთავარია დაიჯეროთ 🙂

Advertisements

2 Comments (+add yours?)

  1. FantasyWorld
    Mar 08, 2014 @ 14:57:27

    ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ანიმაცია, “სიზმრების მცველი” გამახსენდა ❤

    Like

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: