ამის იქით თქვენი ბილეთი არ გამოდგება…

მეტროს სადგურების გასასვლელებში წერია: “ამის იქით თქვენი ბილეთი არ გამოდგება”… შეიძლება “ცხოვრების მეტროს” ბილეთით ხელში წლების მანძილზე იჯდე კაფეში და “იმ” ერთადერთ ქალს ელოდო, მაგრამ როდესაც შენი “ბილეთი” ბოლოსდაბოლოს “გათამაშდება”, უკვე გვიანი იყოს. შეიძლება ისიც მთელი ცხოვრება გელოდა, მაგრამ მისი წარსული ორი ათეული წლით იზომება, შენი – ექვსით. მომავალი კი – პირიქით… დროის ათვლა დაწყებულია, სიყვარული კი ისეთი უსაზღვროა, რომ ასეთსავე უსაზღვრო ვნებას მოითხოვს…

წიგნიც ამაზეა – “ვადაგასულ ბილეთზე”. უფრო სწორად კი ასაკოვანი მამაკაცის აღსარებაა, რომელიც თავის “მამაკაცურ ღირსებას” სწორედ მაშინ კარგავს, როცა ნამდვილად უყვარდება ახალგაზრდა ქალი… 230 გვერდის განმავლობაში ჟაკ რენიე განიცდის ამას, გამოსავალს ეძებს, სასოწარკვეთილებაში ვარდება, უამრავ გადაწყვეტილებას იღებს და სისრულეში არ მოჰყავს ისინი, მაქსიმალურად წელავს დროს – ცდილობს, რომ “გადაავადოს ბილეთი”…

გმირის განცდები ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით ქალი მკითხველებისთვის, რომლებიც ვერასდროს გაიგებენ ამ ყველაფერს და რომენ გარის ბიოგრაფიის მცოდნეთათვის – სინამდვილეში ხომ თავად მწერალს ჰყავდა 24 წლით უმცროსი მეუღლე, რომელიც თავისი ცხოვრების მეხუთე ათეულის დამდეგს გაიცნო და ვინ, თუ არა მან კარგად იცოდა, რას ნიშნავს, როდესაც საოცნებო ადგილისკენ მიიჩქარი, მიდიხარ და წინ გხვდება წარწერა: “ამის იქით თქვენი ბილეთი არ გამოდგება”…

P.S. ჩემგან განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის “დიოგენეს”. მიუხედავად იმისა, რომ ქინდლის აქტიური მომხმარებელი ვარ, რომენ გარის გაცნობაზე “თეთრი ძაღლის” გამოსვლამდე არ მიფიქრია. არადა ეს მწერალი ძალიან “ფრანგულ” წიგნებს წერს. კითხვის დროს თითქოს ძველ ფრანგულ ფილმს ვუყურებთ – თავისი მუსიკით, იარაღით, პარიზის ქუჩებით, ბევრი გრძნობით, სიყვარულით, სექსით, ფიქრებით, საუბრებით და ბევრი, ძალიან ბევრი სევდით…

Advertisements

8 Comments (+add yours?)

  1. Jane
    მარ 11, 2014 @ 12:04:39

    ამ ბოლო დროს ფრანგული რაღაცები მომწონს. ფილმები განსაკუთრებით. სიამოვნებით წავიკითხავ ამასაც. ვინიშნავ.

    Liked by 1 person

    პასუხი

  2. შოშანა
    მარ 11, 2014 @ 13:09:30

    მე “ცხოვრება წინაას” ვკითხულობ ახლა და ამასაც წავიკითხავ აუცილებლად ❤

    Like

    პასუხი

  3. ☮ ლა მაგა რაიუელა ☮
    მარ 25, 2014 @ 21:28:06

    “ცხოვრება წინაა” უკვე მეორედ წავიკითხე გუშინ 😦
    კლეზიოს მერე არ მახსოვს ასეთი შთაბეჭდილებები ფრანგული ლიტერატურისგან.

    Like

    პასუხი

  4. Trackback: რომენ გარის სამყარო | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: