“ზღაპრები” აკუნინისგან

გენერალური პროკურორი ქალებთან გამოიჭირეს, ტელეწამყვანი შეკვეთით იტყუება, ჩეჩენი ბოევიკი საავადმყოფოს ესხმის თავს, სკულპტორი ფრიად უცნაური მიზნებით ქმნის “შედევრებს”, კომუნისტური პარტიის ლიდერი სულაც არ არის კომუნისტი, საახალწლოდ ოლიგარქი “ორიგინალურ” საჩუქარს იღებს, ძველი ბანკირი და თანამედროვე “ახალი რუსი” ადგილებს ცვლიან, გენერალი საკუთარ ფსიქიკაში “იქექება” – ეს აკუნინის ზღაპრებია – ძალიან სახალისო, მოკლე, სხარტი, ნაცნობ სიტუაციებსა და პიროვნებებზე აგებული “ზღაპრები იდიოტებისთვის”

სიმართლე გითხრათ, აკუნინის “ზღაპრების” კრებულმა, ცოტა არ იყოს და, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამიტოვა – ზედმეტად სწრაფად დამთავრდა. სამაგიეროდ “საბავშვო წიგნში” მოხდა რაც მოხდა. ლასტიკ ფანდორინი – ჩვენთვის უკვე ნაცნობი ნიკოლას ფანდორინის ვაჟი – უცნაურ ისტორიაში გაება. ალბათ ფიქრობთ, ამაში საოცარი რა არისო – ფანდორინები ხომ სწორედ ამით არიან ცნობილნი, მაგრამ 21-ე საუკუნეში ერთი ჩვეულებრივი მე-6 კლასელი ბავშვი ჯერ მე-20 საუკუნეში, შემდეგ კიდევ უფრო შორეულ წარსულში, ბოლოს კი მომავალში რომ აღმოჩნდა, ეს თავად ცნობილ ერასტ პეტროვიჩსაც კი არ დაესიზმრებოდა. ეს ჩვენი პატარა ერასტი (ლასტიკს სინამდვილეში სწორედ ასე ჰქვია – დიდი ერასტის საპატივცემულოდ) ჯერ იყო და მასას მიადგა კარზე (დიახ, დიახ, სწორედ იმ ჩვენს საყვარელ იაპონელს. სამწუხაროა, რომ იმედი არ გამიმართლდა და ერასტიც არ გამოჩნდა), მერე კარგა გვარიან აფერაში გაყო თავი, ბორის გოდუნოვსაც შეხვდა, ვასილი IV-საც და ცრუ დიმიტრი I-საც. ბოლოს ატომური იარაღით განადგურებულ სამყაროშიც აღმოჩნდა… და ეს ყველაფერი ფონ დორნების მისიის – ე.წ. “სამოთხის ვაშლის” გამოხსნის გამო მოხდა… ფანდორინების სერიიდან ერთი წიგნი მაინც თუ წაგიკითხავთ (ან გსმენიათ მაინც), მიხვდებით, რომ ძალიან, ძალიან საინტერესოდ მოხდა…

P.S. სამწუხაროდ, ქართულად ამ წიგნებს ვერ წაიკითხავთ. თუმცა შეგიძლიათ ერასტ პეტროვიჩის თავგადასავლებით დაიწყოთ (რომლებიც ასევე არასრულადაა ნათარგმნი) და შემდეგ იქნებ ნიკა და ლასტიკ ფანდორინებიც “წამოგეწიონ”.

5 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Mar 25, 2014 @ 21:17:43

    მე მომწონს ზღაპრები, განსაკუთრებით ჩეჩნური ეპიზოდი.

    პრინციპში, მანდ სხვა ეშხია და მუღამი და ტყუილად არ ჰქვია “ზღაპრები იდიოტებისათვის”.

    “საბავშვო წიგნი” “ჟანრების” სერიიდანაა. “ფანტასტიკა”, “ჯაშუშური რომანი”, “საბავშვო წიგნი” უკვე დაწერილია, თრილერის დაწერას აპირებდა თავის დროზე და მელოდრამის. ესეც კარგია ძალიან. + “გოგონების ვერსიაც” არსებობს – “детская книга для девочек”.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Mar 25, 2014 @ 21:47:42

      რომ მომეწონა, იმიტომაც არ დამაკმაყოფილა – “იძუნწა” აკუნინმა :))) შეეძლო მეტი “ზღააპრი” დაეწერა :))

      მეორე საბავშვო ჯერ შედარებით ახალია და ჯერ ვერ გადავაწყდი ქინდლ-ვერსიას. დანარჩენები “მელოდებიან” 🙂

      Like

      Reply

  2. Trackback: ჟანრები აკუნინისგან | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: