ლიტერატურის მოყვარულებს მოგეხსენებათ, რომ ჯეიმს ჯოისის “ულისეს” მსოფლიო ლიტერატურაში ყველაზე რთულ წიგნს უწოდებენ. ალბათ ამიტომაცაა, რომ ლეოპოლდ ბლუმის ერთი დღე შიშის ზარს მცემს. წიგნის მაღაზიებში უთვალავჯერ ჩავუარე “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” თაროს, ერთი-ორჯერ წიგნი გადმოვიღე კიდეც, თუმცა შემდეგ უკანვე დავაბრუნე. ასეთი სერიოზული “მოგზაურობისთვის” ვერაფრით მოვემზადე, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჯერ უფრო “მარტივი” წიგნებით გამეცნო ჯოისი და მხოლოდ შემდეგ შევჭიდებოდი “ულისეს”.
“დუბლიენელები” მოთხრობების კრებულია. ისინი ძალიან მარტივიცაა და ამავდროულად რთულიც. ამიტომ შეიძლება ითქვას რომ “ცხოვრების” მოთხრობებია. კითხვის პროცესში თითქოს სავარძელში კი არ ვიყავი მოკალათებული, არამედ დუბლინის ქუჩებში დავსეირნობდი და მოქალაქეთა ფანჯრებში ვიყურებოდი – აი, აქ ეველინი ცხოვრობს, იქ გებრიელი. ეს მისტერ დაფის სახლია… თითოეული ისტორია ცხოვრებისეულია – ზოგი საინტერესო, ზოგი – ნაკლებად… თუმცა რამდენიმე ფურცელზე მოქცეულ ამბებს მოსაწყენს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ (არადა, მოთხრობების არ “მყოფნის” ხოლმე)…
“ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას” უფრო სქელტანიანი წიგნია. თუმცა, როგორც ამბობენ, “დუბლიენელბთან” მთავარი გმირიც აერთიანებს და თავად ჯოისისეული ირლანდიაც. სტივენ დედალი (რომელიც ერთდროულად ჯოისიცაა და ბერძნულ მითოლოგიასაც “ენათესავება”) ჩვენს თვალწინ ფორმირდება ადამიანად – ოჯახში, სკოლაში, კოლეჯში, ე.წ. “ფარნების” ქუჩაზე… მაგრამ გადამწყვეტი მის ცხოვრებაში მაინც რელიგიაა – ირლანდიური ეკლესია (პირადად ჩემთვის ეს ნაწილი, ანუ კამათი სუფრასთან, განსაკუთრებით საინტერესო გახლდათ), ცოდვა, მონანიება, იმედგაცრუება… ახალგაზრდა დედალისგან ხელოვანი სწორედ ღმერთთან სიახლოვემ და ჭიდილმა შექმნა…
P.S. ჯეიმს ჯოისთან პირველმა ნაცნობობამ (განსაკუთრებით სტივენ დედალის ისტორიამ) დამარწმუნა, რომ ის მართლაც გამორჩეულია მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს მწერალთა შორის. თუმცა “ულისეს” მცირე ხნით მაინც გადავდებ. თქვენ კი თუ დაინტერესდით, ზემოთხსენებულ წიგნებს მარტივად მოიძიებთ. “დუბლინელები” “სიესტამ” გამოსცა, “ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას” კი – “არტანუჯმა”.
მარ 30, 2014 @ 21:40:34
ბევრი ვიდარდე თუ ცოტა, შევეშვი ულისეს:-( აი ძალით წაკითხული, ვერ გააზრებულ-გაგებული, გემოჩაუტანებელი კითხვა არ შემიძლია’
LikeLike
მარ 30, 2014 @ 21:43:46
ამიტომაც ვიკავებ თავს. “უგემურად” ვერ წავიკითხავ.
LikeLike
მარ 31, 2014 @ 11:41:59
ეხახანს დავიწყე ულისეს კითხვა და მართლა რთულად გასაგები წიგნია. თუმცა იმდენად საინტერესოდ მეჩვენება ვერ გამიშვია მაინც ხელიდან :)))
LikeLike
მარ 31, 2014 @ 15:28:51
მეც არ მინდა, რომ გავუშვა და შესაფერის დროს ველოდები :)))
LikeLike
აპრილი 03, 2014 @ 18:12:27
me tqven miyvarxart klim:)
LikeLike
აპრილი 03, 2014 @ 19:38:06
დიდი მადლობა ^_^
LikeLike
აპრილი 06, 2014 @ 11:33:17
“ვიქნები თუნდაც განტენბაინი” ესეც ძალიან რთული ტექსტია…
LikeLike
აპრილი 06, 2014 @ 13:26:18
ფრიშის გაცნობა უკვე “გავბედე” 🙂 რთულია, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესოც.
LikeLike
დეკ 29, 2014 @ 21:24:13
same here
LikeLiked by 1 person
მაისი 16, 2015 @ 18:50:55
ძალიან მაგარი წიგნია (მომეწონა განხილვა) – http://www.qwelly.com/xn/detail/6506411:Topic:669239
LikeLiked by 1 person
აპრილი 01, 2016 @ 02:51:17
ულისე ძალიან მაგარი თარგმანია, ვიცი ვინც თარგმნა და ეჭვი არ შეგეპაროთ რომ ორიგინალისგან დიდად არ განსხვავდება. რაც მთავარია ზუსტადაა ნათარგმნი. დუბლინელების, ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას. გაძევებულნის და კამერული მუსიკა როგორი თარგმანია, ვინმემ იცით?
LikeLike
აპრილი 01, 2016 @ 21:02:38
“ულისეს” თარგმანზე მხოლოდდადებითი შეფასებები მსმენია. ჯოისის სხვა თარგმანებზე ვერაფერს ვიტყვი. ქართულად არაფერი წამიკითხავს…
LikeLike