“ახალი” ასტრიდი

7038ab131d7017451225df75f1a7915dასტრიდ ლინდგრენისადმი ჩემი დამოკიდებულება ყველამ იცის. ბავშვობაში რაც ხელთ ვიგდე, ყველაფერი წავიკითხე და საყვარელი წიგნების გადაკითხვაც ფრიად სასიამოვნო საქმიანობა მგონია, თუმცა რამდენიმე ისეთი წიგნიც აღმოვაჩინე, რომლებიც თავის დროზე გამომრჩა და სასწრაფოდ “გავუდექი გზას”.

“ცეროდენა ნილს კარლსონმა” ის ბედნიერი დრო გამახსენა, ზომიერად ფერხორციან  კარლსონთან ერთად სახურავზე რომ გახლდით მოკალათებული 🙂 იქნებ ასტრიდმა სწორედ ნილს კარლსონის თემა განავრცო რამდენიმე წლის შემდეგ დაწერილ წიგნში… მაგრამ ასეა თუ ისე, ეს ცეროდენა ვაჟბატონი ფრიად სიმპათიური ვინმე აღმოჩნდა. საცხოვრებელი ადგილიც კარგად შეურჩევია – ზუსტად იმ ბიჭუნას ოთახში დასახლდა, რომელსაც პატარა დაიკო გარდაეცვალა და მთელს დღეებს მარტო ატარებდა. შემდეგ დროებით მისი “დაპატარავებაც” მოახერხა და მშვენივრადაც ერთობოდა მასთან ერთად თავის ერთი ციდა ოთახში… ნილს კარლსონმა მთავარი რამ მოახერხა – სევდიან ბიჭუნას ღიმილი და სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა…

აი “ლოტა აურზაურის ქუჩიდან” კი სულ სხვანაირი წიგნია – უფრო მხიარული. როგორც სათაურიდანვე მივხვდით, ლოტა აურზაურის ქუჩაზე ცხოვრობს და რა გასაკვირია, რომ “აურზაურა” გოგოა. ამიტომ თავის ყვითელ სახლში ვერ ისვენებს და დათუნია ბამსესთან ერთად (სინამდვილეში ბამსე გოჭუნაა, მაგრამ ლოტას ეს სულაც არ აინტერესებს და ჩვენც ნუ მივაქცევთ ყურადღებას) დიდ გადასახლებას გეგმავს. ეს კიდევ რაა – ლოტას უარესი აურზაურის მოწყობაც შეუძლია, მაგრამ აღარ მოგიყვებით. თავად გაიცანით ან გაიხსენეთ – ლოტა გულიანად გაცინებთ.

მადიკენიც ლოტას ჰგავს  და კიდევ ემილის. უკვე სკოლაში დადის და შეიძლება ითქვას, რომ დიდი გოგოა, მაგრამ მაინც დღენიადაგ იმაზე ფიქრობს, რა ხათაბალაში გაებას. ამ თავის შავბნელ საქმეებში უმცროს დაიკო ლისაბეტსაც ითრევს და ეს ორი ოინბაზი ბავშვი ხან რას მოიწევს და ხან რას – მაგალითად, მადიკენი ქოლგით გადაწყვეტს სახურავიდან ჩამოფრენას და ეს მამაცური ვოიაჟი ტვინის შერყევით მთავრდება, ლისაბეტი მუხუდოს მარცვალს რატომღაც მისთვის სრულიად შეუფერებელ ადგილას – საკუთარ ცხვირში – ათავსებს… მათ ყველა თავგადასავალს ვინ მოთვლის – თავად თუ არ ნახეთ, ვერც კი წარმოიდგენთ.

P.S. ქართულად ყველას გაცნობა შეგიძლიათ (ნილს კარლსონი ბოლო დროს არ გამოუციათ, მაგრამ ძველი თარგმანი არსებობს). თუ ბავშვები გყავთ, ხომ მთლად უკეთესი 🙂

Advertisements

3 Comments (+add yours?)

  1. GreenTelavi
    Apr 15, 2014 @ 14:45:10

    ჩემი საყვარელი მწერალი ❤

    Like

    Reply

  2. Trackback: სტუმრად მუმინებთან | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: