მოსკოვური საგა

“მოდით, დავლიოთ რუსული ლიტერატურის სადღეგრძელო! ამ ერს დიდებული არაფერი შეუქმნია, ლიტერატურისა და საიდუმლო პოლიციის გარდა.”

მოსკოვი, 1925 წელი. გრადოვების ოჯახი აგარაკზე შეიკრიბა – დიასახლისი მერი გუდიაშვილი-გრადოვა 45 წლის იუბილეს ზეიმობდა. მისი მეუღლე ბორის გრადოვი მაღალ ეშელონებში მიღებული ექიმი გახლდათ, უფროსი ვაჟი ნიკიტა – უკვე წარმატებული სამხედრო და მშვენიერი ვერონიკას ქმარი, უმცროსი კირილი – მომავალი პარტიული მუშაკი, ქალიშვილი ნინა კი – იმედისმომცემი პოეტი… “ზამთრის თაობას” მეტი რა სურდა სრული ბედნიერებისთვის – გრადოვები, როგორც სრულიად საბჭოეთი, თავს ბედნიერად და დაცულად გრძნობდნენ…

თუმცა ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა. საბჭოეთს ჯერ “ანტი-ტროცკიზმმა” გადაუარა, შემდეგ კოლექტივიზაციამ, დიდმა ტერორმა, მეორე მსოფლიო ომმა. გრადოვების სახლიდან ოჯახის წევრების სიცილის, მერის მუსიკის, ნინას ლექსებისა და ბიძია გალაქტიონის სადღეგრძელოების ხმა აღარ გამოდიოდა. სანამ სტალინი ბორის გრადოვის დახმარებით საკუთარ კუჭს ებრძოდა,  ბერია კი ნუგზარ ლამაძის ხელშეწყობით საკუთარ გარყვნილებას აძლევდა გასაქანს, მოსკოვი შიშმა მოიცვა. გრადოვებიც ყველა საბჭოელის მსგავსად სხვადასხვა გზას გაუყენეს – ზოგი ციხეში, ზოგი ომში, ზოგი თანამდებობაზე, ზოგიც ბინძურ ბინაში სტალინის ტომებთან ერთად…

საგის მე-20 წელს ომი დასრულდა. ცოცხლები დაბრუნდნენ, მკვდრები დავიწყებას მიეცნენ. საბჭოეთში კიდევ ერთი თაობა გაიზარდა – გრადოვების ოჯახის მესამე თაობა… მაგრამ მოსკოვში ბევრი არაფერი შეცვლილა. ათასგვარი ავადმყოფობით დახუნძლული სტალინი ისევ “ამუშავებდა” ტერორის მანქანას, უკვე ხანში შესული ბერია ისევ ძველი ფეოდალივით იტაცებდა მომხიბვლელ ქალებს… თბილისი კი შეიცვლა. ტიციანისა და პაოლოს ბოჰემური ლექსები კონსტანტინე გამსახურდიას “სახოტბო” სადღეგრძელოებმა ჩაანაცვლა. მხიარული და მეგობრული ქალაქი კოლექტიური “ნუგზარ ლამაძეებით” აივსო… თუმცა ვერც თბილისი და ვერც მოსკოვი ბოლომდე ვერ დაიმონეს. ერთხელაც დაირღვა ყრუ კედელი და თითქოს ყველაფერი თავიდან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ 1953 წელს დიდი ბელადი ჯოჯოხეთის გზას დაადგა და მისმა “პირმშომაც” ნელ-ნელა დაიწყო კვდომა… გრადოვების მესამე თაობა მოესწრო ბოროტების იმპერიის რღვევას, თუმცა მწერალი ამაზე არაფერს გვეუბნება – მისი საგა თხრობის 28-ე წელს წყდება… წყდება ოპტიმისტურ ნოტაზე, იმიტომ რომ გზა სიბნელიდან სინათლისკენ ყოველთვის არსებობს –  მთავარია სურვილი და გამბედაობა!

P.S. სამწუხაროდ, ამ ტრილოგიის ქართული თარგმანი არ გვაქვს. არადა, ჩემი მოკრძალებული აზრით, გრადოვების საგა შესანიშნავად გამოხატავს საბჭოთა ეპოქის სახეს.

6 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Apr 22, 2014 @ 22:52:41

    ნამდვილ რუსულ კლასიკაზე გადასულხარ 🙂

    Like

    Reply

  2. tami
    Apr 25, 2014 @ 12:48:57

    როგორ ვწუხვარ, რომ არცერთი რუსული ნაწარმოები არ წამიკითხავს. დოსტოევკით მინდა დავიწყო და ვერაფრით ვერ დავადგი საშველი. ბავშვობიდან გამოყოლილი მაქვს ანტიპატია ყველაფერი რუსულის მიმართ:(
    (

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Apr 25, 2014 @ 15:12:53

      ლიტერატურა ობიექტურად კარგი აქვთ. აკსიონოვისა არ იყოს, მეტი დიდებული არც არაფერი შეუქმნიათ 🙂 პრობლემა თარგმანია – ძველი გამოცემები თითქმის არ გვაქვს და ახლაც შიგადაშიგ თარგმნიან. დოსტოევსკი, ტოლსტოი, ბულგაკოვი და პუშკინი შედარებით “პატივში” არიან 🙂 დანარჩენებს (არანაკლებ საინტერესოებს) იშივიათად იხსენებენ.

      Like

      Reply

  3. Trackback: არბატის შვილები | კეჟერაძის ბლოგი
  4. Trackback: რუსეთის წარსული, აწმყო და მომავალი | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: