ასტრიდის სევდიანი ღიმილი

ასტრიდ ლინდგრენი ჩემი (და უამრავი მკითხველის) ბავშვობის სიყვარული რომაა, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. ისიც გეცოდინებათ, რომ საბავშვო წიგნების გადაკითხვა ან პირველად წაკითხვა სულაც არ არის უსიამოვნო პროცესი – პირიქით, ფრიად სახალისო გახლავთ. ამჯერად სამი ისეთი წიგნი შევარჩიე, რომლებიც ამ გადასახედიდან არც თუ ისე სასაცილოდ მომეჩვენა, როგორც ზოგადად ასტრიდის ნაწარმოებებს სჩვევიათ ხოლმე და “გადასამოწმებლად” “გზას გავუდექი”.

“ძმები ლომგულები” ორი ძმის – ჯონათანისა და სკორპას ამბავია, მე თუ მკითხავთ, არც თუ საბავშვო ამბავი. ჯონათანმა პატარა ძმის დასამშვიდებლად, რომელიც უკურნებელი სენით იყო ავად, იმქვეყნიური ბედნიერი სამყარო – ნანგიალა – მოიგონა, მაგრამ თავად უფრო ადრე გაემგზავრა იქ. მალე მას უმცროსი ძმაც შეუერთდა და ძმებმა ლომგულებმა ერთად გაილაშქრეს ბოროტების წინააღმდეგ… ბავშვობაში ამ ყველაფრის აღქმა ცოტა გამიჭირდა (ანდერსენის ზღაპრებისა არ იყოს), მაგრამ დღეს უკვე ზრდასრულ ასაკში გადაკითხვის შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აუცილებლად წასაკითხი წიგნია (ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ასტრიდის წიგნებს შორის). ბავშვს ასტრიდზე უკეთ ვერავინ ასწავლის ძმის (ან დის) სიყვარულს, მეგობრობას, ვერავინ ასწავლის, რომ ძმები ლომგულების მსგავსი კეთილი, მოსიყვარულე და მამაცი ადამიანები სიკვდილის შემდეგ ნანგიალაში (ან ნანგიმილში) ხვდებიან – იქ, სადაც ყველა ოცნებას აისრულებენ…

წინა წიგნისგან განსხვავებით,  “მიო, ჩემო მიო” არასდროს აღმაფრთოვანებდა. ყოველთვის მეგონა, რომ ასტრიდს თავადაც არ მოსწონდა ეს წიგნი და ამიტომაც მისი ეპიზოდები “ძმებ ლომგულებსა” და “მაწანწალა რასმუსში” “გადაალაგა”. თუმცა ამ მართლაც კარგ წიგნებს დროებით დავივიწყებთ, არც პატარა უპატრონო მიოს ისტორიაა ცუდი, რომელიც მუდამ განიცდიდა მშობლების სიყვარულის ნაკლებობას. სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, მას არასდროს ჰქონია ოცნებების ასრულების საშუალება, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს არც თუ რეალურ სამყაროში ამოყო თავი და იქცა მოსიყვარულე მამა-მეფის შვილად. ის კი არადა, ერთგულ მეგობართან ერთად მირამისზე ამხედრებულმა ბოროტებაც კი დაამარცხა… მიო ყველაზე უბედური ბავშვიდან ყველაზე ბედნიერ ბავშვად იქცა…

“მაწანწალა რასმუსი” წინა ორ წიგნზე არანაკლებ სევდიანია. პატარა რასმუსს მშობლები არ ჰყავს და თავშესაფარში ცხოვრობს. მისი შვილად აყვანა არავის სურს – ყველას ხუჭუჭა გოგონები მიჰყავს, სწორთმიან ბიჭებს კი არ სწყალობენ. რასმუსს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხვდა წილად მოფერება – როცა ყური სტკიოდა. სხვა დროს მხოლოდ სჯიდნენ. რა გასაკვირია, რომ პატარა რასმუსი მაწანწალად იქცა… ის ხომ სწორედ მაწანწალის “კეთილშობილურმა” ხელობამ აქცია გმირად და საკუთარი კერა და მოსიყვარულე ოჯახი აპოვნინა…

P.S. ასტრიდთან დაბრუნება ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. მის წიგნებზე ისევ გულიანად ვიცინე და რამდენიმეჯერ ცრემლიც კი მომადგა (მგონი, ვბერდები) 🙂 მოგვიანებით ჩემს საყვარელ კალე ბლუმკვისტსაც მივადგები. თქვენ კი თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ ზემოთხსენებული წიგნები ან გადაკითხვა გსურთ, მარტივად მოიძიებთ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” და “დიოგენე” მათ ახლაც გამოსცემენ.

4 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Apr 26, 2014 @ 21:06:48

    მიო მეც ყველაზე ნაკლებად მომწონს. არც არაფერი დაეწუნება, ალბათ, მაგრამ სხვებთან აგებს.

    რასმუსი და კალე ერთად წავიკითხე. ძველი წიგნი მქონდა, ორივე მანდ იყო და, ცხადია, კალე უფრო მომეწონა. თუმცა, რასმუსიც მშვენიერია.

    ლომგულებზე ცრემლი ვღვარე, ახლაც მახსოვს 🙂

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Apr 26, 2014 @ 21:22:16

      მიო შედარებით გვიან წავიკითხე და ვეღარ დავივიწყე ასტრიდის სხვა წიგნების ღირსებები 🙂

      მეც კალე უფრო მომწონდა. “გადავამოწმებ” მოგვიანებით 🙂 თან “კალე და რასმუსი” არ წამიკითხავს.

      ახლაც არ დამიკლია. მგონი, ამ ასაკში უფრო განვიცადე, ვიდრე პირველად 🙂

      Like

      Reply

  2. glamtaia
    Apr 27, 2014 @ 00:39:05

    მიო არც მე მომწონდა :/
    ბოლოს წავიკითხე “ყაჩაღის ასული რონია” ეგ მანამდე წაკითხული არ მქონდა და ძალიან მომეწონა (რა თქმა უნდა) ❤ დამვიწყნია ლიდგრენის პირველად წაკითხვის სიამოვნება.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Apr 27, 2014 @ 13:15:44

      რონია სულ ბოლოს წავიკითხე მეც (სულ ცოტა ხნის წინ რომ აღმოვაჩინე, იმ წიგნებს თუ არ ჩავთვლით) და ჯერ დეტალებიც მახსოვს 🙂 მიოზე მეტად მომეწონა, მაგრამ ასტრიდს უკეთესი წიგნებიც აქვს 🙂 კარლსონი და პეპი უსიტყვოდ საუკეთესოა ჩემთვის 🙂 მერე სალტკროკელები, ემილი, კალე, რასმუსი, ლომგულები და მადიკენი 🙂

      Like

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: