ბნელი კოშკი – დასაწყისი

1458638_617059508378653_1739239938_nცხელა… ძალიან ცხელა… შორს ჰორიზონტზე ბნელი კოშკი მოჩანს… მარტოხელა მსროლელი მისკენ მიდის… მასთან ერთად ჩვენც მივსდევთ საიდუმლოებით მოცულ კაცს შავებში… გზად პატარა ჯეიკს ვხვდებით, რომელიც თავისი ასაკისთვის ზედმეტად ჭკვიანია, ვისვენებთ, ათას საფრთხეს ვუმკლავდებით, მსროლელის წარსულს ვიხსენებთ, ანუ იმ დროს, როცა სამყარო ჯერ არ იყო დაძრული ადგილიდან და ბნელი კოშკიც არ იყო ასეთი მნიშვნელოვანი… არავინ იცის, გავალთ კი ბოლოში…

სტივენ კინგის ოსტატობაც ამაშია – დასასრულს ვერავინ გამოიცნობს. აქ ტოლკინის გავლენას ვერ ნახავთ (რასაც ავტორი თავად უფრთხოდა) და ჟანრებიც (ფანტასტიკა, ვესტერნი, ფენტეზი და საშინელება) საოცრად

გემოვნებითაა არეული. ერთადერთი გადარჩენილი ფეოდალი, რომელსაც როლანდი ჰქვია, კლინტ ისტვუდს კი ჩამოჰგავს (სტივენს “კარგი, ცუდი, ბოროტი” ჰყვარებია), მაგრამ ლიტერატურასა თუ კინოში არ მოიძებნება გმირი, რომელიც ასე შეუპოვრად მიიწევს სამყაროს ცენტრისკენ, რათა უკან დააბრუნოს ნორმალური ცხოვრება… ალუზიებიც “ადგილზეა” (ამაზე ვრცლად არ ვისაუბრებთ – წიგნი ჯერ ზედმეტად ახალია ამისთვის). ის კი არა, შეიძლება ითქვას, რომ ბნელი კოშკის ისტორია ბიბლიურ ეპიზოდებს ეფუძნება. თუმცა ამის გამო სტივენს ვინ გაკიცხავს… თუ მაინც გაგკრავთ მსგავსი აზრი, დაფიქრდით – რამდენი ხანია ასე სრულყოფილად “აწყობილი” წიგნი არ წაგიკითხავთ?

P.S. “ბნელი კოშკი” კიდევ შვიდ წიგნს მოიცავს. რატომღაც სრულ ვერსიას ვერა და ვერ “ჩავუჯექი”, ამიტომ ნელ-ნელა მივყვები. იმედია, დიდხანს არ მოგვიწევს ლოდინი… და იმედია, ცდუნებას გავუძლებ 🙂

P.P.S. ბოლოს ტრადიციას ნუ გადავუხვევთ და წიგნთან უშუალოდ დაკავშირებულ სიმღერასაც მოვუსმინოთ 🙂

5 Comments (+add yours?)

  1. glamtaia
    May 17, 2014 @ 17:53:55

    სტივენ კინგის “მწვანე გზა” , “მიზერი”, “წელიწადის დრონი” , “უძილობა” , “უიმედოთა ქალაქი” “ქერი” “და ბუა მოვიდა” და “ნათება” მაქვს წაკითხული. ასეთ ავტორს ჯერ არ შევხვედრივარ ❤ მისი წყალობითაა ალბათ ჰორორით რომ დავინტერესდი და ამ ჟანრის სხვა მწერლებს ჩავუჯექი.
    "ბნელ კოშკზე" კბილებს ვილესავ წინდაწინ ^_^

    Like

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: