ჰენდერსონი, წვიმის მეფე

”როცა ვიხსენებ, რა მდგომარეობაში ვიყავი, ორმოცდათხუთმეტი წლისამ ბილეთის ყიდვა რომ გადავწყვიტე აფრიკაში წასასვლელად, მარტო დარდი და გულისტკივილი მაგონდება. შემომაწვება მოგონებები და სულს მიხუთავს. არეულად მახსენდება ყველაფერი ერთად – ჩემი მშობლები, ჩემი ცოლები, ჩემი საყვარლები, ჩემი შვილები, ჩემი ფერმა, ჩემი ცხოველები, ჩემი ჩვევები, ჩემი ფული, ჩემი მუსიკის გაკვეთილები, ჩემი ლოთობა, ჩემი ახირებები, ჩემი სისასტიკე, ჩემი სახე, ჩემი სული! ერთადერთი ისღა დამრჩენია, ვიღრიალო – არა, არა, მომწყდით თავიდან, მარტო დამტოვეთ!” – ეს ჯინ ჰენდერსონის სიტყვებია, ამერიკელი მილიონერისა, რომელმაც მოულოდნელად ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლა გადაწყვიტა და აფრიკაში გაემგზავრა. მისი მიზანი იმის გაგება გახლდათ, თუ რა სურდა მის სულს სინამდვილეში, თუმცა კი იმას ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რაც შემდეგ მოხდა…

მოხდა კი ის, რომ კონექტიკუტელი ჰენდერსონი აფრიკული ტომის წვიმის მეფე გახდა და ისეთი პასუხისმგებლობა დაეკისრა, რასაც სიზმარშიც კი ვერ იფიქრებდა. კონკრეტულად რა იგულისხმება, ეს ინტრიგად დავტოვოთ. იმას კი გეტყვით, რომ ჯინის ცხოვრება სრულიად შეიცვალა. ეს ფრიად გროტესკული გარეგნობისა და წარსულის ადამიანი ასეთსავე მდგომარეობაში აღმოჩნდა და ჩვენც გვიამბო თავისი საოცრად საინტერესო და გემოვნებიანი იუმორით “შეზავებული” ისტორია… ისე გვიამბო, რომ თუ წიგნს გადაშლით, მოწყვეტა შეუძლებელია – 600-მდე გვერდს ისე ჩაიკითხავთ, ვერც კი შეამჩნევთ. ის კი არა, თავი აფრიკაშიც კი გეგონებათ…

P.S. ეს  წიგნი “დიოგენემ” გამოსცა სერია “ამერიკელების” ფარგლებში. თუ დაინტერესდით, მარტივად მოიძიებთ. მოგვიანებით ამავე სერიის მეორე ახალ წიგნზეც ვისაუბრებთ.

Advertisements

5 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    May 19, 2014 @ 21:17:32

    რეტრო დაუნშიფტინგი 🙂

    ზარხუფს უმიზნებ?

    Like

    Reply

    • Kejeradze
      May 19, 2014 @ 21:20:49

      გავიცანი უკვე სილვიაც. ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, ჯერ ვერ “დავალაგე” ემოციები… მოგვიანებით დავწერ 🙂

      Like

      Reply

  2. rockermeloman
    May 21, 2014 @ 21:37:37

    კარგი რამე ჩანს 🙂
    და ზედა სურათი ნარნიას ლომს ჰგავს, ასლანს :დ

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: