ორი ამბავი ჯეინ ოსტინისგან

ბოლო დროს რამდენიმე მძიმე ქალური ისტორიის წაკითხვა მომიხდა, ამიტომ განტვირთვისთვის ძველ ნაცნობს, ჯეინ ოსტინს მივმართე.

მენსფილდ-პარკი ჩვეულებრივი მამულია. აქ ვიქტორიანული ინგლისის უბრალო წარმომადგენლები ცხოვრობენ და დღენიადაგ საკუთარ კეთილდღეობაზე, ფულსა და სიამაყეზე ზრუნავენ. ერთადერთი, ვინც თავიდანვე “ამოვარდნილია” საერთო სურათიდან, ფანი პრაისია, რომელიც დეიდამ იშვილა, უფრო სწორად კი, მეორე დეიდასა და მის ოჯახს “მიუგდო”. ღარიბ ნათესავს წლების მანძილზე უწევდა “კეთილისმყოფელთა” საყვედურებისა და დაყვედრების მოსმენა, ჰოდა რა გასაკვირია, თუ მორიდებულ ახალგაზრდა ქალად იქცა და არა ისეთ მდიდარ და მაღალ საზოგადოებაში მიღებულ მამაკაცებზე მონადირედ, როგორც სხვები. ახალგაზრდა მამაკაცებიც დროს არ კარგავენ და ქალებზე არანაკლები მონდომებით ცდილობენ “ხელსაყრელი პარტიის” მოპოვებას. მოკლედ, ჯეინ ოსტინი ტრადიციებს არ ღალატობს და ეპოქის სახეს ნათლად გვიხატავს, ოღონდ, ჩემი მოკრძალებული აზრით, ოდნავ “გრძლად”…

“ნორთერგერის სააბატო” კი ბევრად უფრო სხარტი რომანია და იუმორით სავსეც. ჯეინ ოსტინი თავადვე ირონიულ ტონალობაში გვიამობობს, რომ მისი გმირი  ქეთრინი სულაც არ ჰგავს რომანის გმირს, მაგრამ იმდენ რომანს კითხულობს, რომ სულ თავგადასავლები ელანდება. ის კი არადა, ნორთერგერის სააბატოში რომ მიიპატიჟებენ, იქაც კი “მოახერხებს” კრიმინალის აღმოჩენას. ამასობაში კი მის გარშემო ინგლისური დეტექტივისა რა გითხრათ, მაგრამ ინგლისური სასიყვარულო-მატერიალური ინტრიგები კი ვითარდება. სიყვარული სულ ბოლოს ქეთრინსაც “განკურნავს” (ალბათ სპოილერში არ ჩამითვლით. აბა, სად ჯეინი და სად ტრაგედია)… ოღონდ სანამ ეს მოხდება, 300-მდე გვერდი უნდა წაიკითხოთ და მერწმუნეთ, არ ინანებთ. გულიანად იცინებთ და კარგადაც დაისვენებთ.

P.S. ქართულად ჯეინ ოსტინის მხოლოდ ერთი წიგნია ნათარგმნი (თანაც ორჯერ) – “სიამაყე და მცდარი აზრი”. იმედი ვიქონიოთ, რომ სხვებსაც მიაქცევენ ყურადღებას. მანამდე კი შეგიძლიათ ფილმებს უყუროთ.

2 Comments (+add yours?)

  1. FantasyWorld
    Jun 07, 2014 @ 02:56:01

    მიყვარს ჯეინი. მიყვარს მისი მუდამ ბედნიერი დასასრულები ❤ "სიამაყე და ცრურწმენა" ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმია, ამიტომ როცა გავიგე, რომ 49 წიგნით გამოდიოდა, მაშინვე შევიძინე. არასდროს დამავიწყდება როგორ ვკითხულობდი მთელი ღამე დარჩენილ ასიოდე გვერდს, თვალს ვერ ვწყვეტდი, ისე მინდოდა სწრაფად მივსულიყავი ლიზისა და დარსის ბედნიერ დასასრულამდე. მაგრამ პალიტრა L-მა იმედები გამიცურა. წიგნის ჩემი ვერსია რატომღაც ელიზაბეტისა და ვიკჰემის დიალოგით დასრულდა. ვერაფრით გადმოვცემ ჩემი სახის გამომეტყველებას, როცა მივხვდი რომ დარჩენილ ერთ გვერდში უბრალოდ ვერ მოხდებოდა ყველაფერი ის, რაც ფილმში ხდება. რაც მე ვილანძღე 😀 მეგონა ჯეინმა ინება წიგნის ასე დასრულება და ისიც კარგად ვლანძღე, ამოვატრიალე საფლავში. ვინც მის ნაწარმოებებზე თქვა, ყველა მათგანი ბედნიერად მთავრდებაო, არც მათ დავაკელი მკაცრი სიტყვები. ალბათ ფილმიც გადამიყვარდებოდა, მეგობარს რომ არ ეჩვენებინა იგივე რომანის სხვა გამოცემა ("სიამაყე და მცდარი აზრი") რომელიც ჩემსაზე სქელი იყო და ნანატრი ბედნიერი დასასრულიც ადგილზე ქონდა. არ ვიცი მაინცდამაინც მე შემხვდა "ბრაკი" გამოცემა, თუ პალიტრა L-ის გამოშვებული ყველა ასეთი იყო, მაგრამ ერთი კი ვიცი, ამ შეცდომის გამო წიგნისგან საჭირო სიამოვნება ვეღარ მივიღე და რატომღაც დამრჩა შთაბეჭდილება რომ ფილმი ჯობდა.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jun 07, 2014 @ 12:50:26

      ამ ამბავს სერიოზული სკანდალი მოჰყვა. პირადად მე არავინ მინახავს, ვისაც სრული ვერსია შეხვდა, მაგრამ მგონი, მოგვიანებით გადაუცვალეს “ბიბლუსში”… ჯეინს რამდენიმე რომანი კი დარჩენია დაუმთავრებელი, მაგრამ ეს ნამდვილად არა 🙂 თუმცა ალბათ დასასრულის გარეშე დარჩენილების ბოლოც არ უნდა იყოს რთული გამოსაცნობი 🙂

      Like

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: