მეორე მხარე

“მე ვყვები ჩემს ამბავს და ჩემი ამბავი გრძელდება ასე”

გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ ძალიან სახალისო წიგნზე – “ბებია, რეი და ამერიკა” – რომ ვისაუბრეთ (მე თუ მკითხავთ, მარტო ბებია ღირდა ერთ წიგნად)? ახლა კი მარი ბექაურის მეორე და სრულიად განსხვავებულ რომანზე მინდა გიამბოთ.

გოგონა ფსიქოლოგთან დადის და ყოველ სეანსზე, ყოველ ღამე, ყოველ წამს თავიდან ჩადის ექვს საფეხურს სარდაფისკენ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო… ის ექვსჯერ იგონებს ამბავს, ექვსჯერ შედის ექვსი მწერლის წიგნში (კორტასარი, ფოლკნერი, გრასი, კუნდერა, ოსტერი, კრისტოფი) და ექვსჯერ ხდება ძალადობის მსხვერპლი. ის ექვსჯერ აღადგენს საკუთარი გაუპატიურების სცენას და ყვება ამბებს მეორე მხრიდან, მხრიდან, რომელიც მკვდარია… ის ისევე “ცხოვრობს მწერლის გამოგონილ ამბავში, როგორც საკუთარ ამბავში” და ბოლოს ზღვარიც კი ეშლება… ვეღარ გაიგებთ ვინ არის ის – პერსონაჟი “კლასობანადან”, “აგვისტოს ნათელიდან”, “კიბორჩხალას ნაბიჯით”-დან, “შეუცნობელიდან”, “ნიუ-იორკული ტრილოგიიდან” თუ “ტრილოგიიდან”. ის ამ წიგნების არც ერთ გმირს ჰგავს და ამავე დროს ყველაა… წიგნის გმირები ხომ დამოუკიდებლად ცხოვრობენ ხოლმე და გოგონაც წიგნის გმირია – ნამდვილი და გამოგონილი ერთდროულად…

ექვსივე საფეხური მოლოდინია, ერთი დიდი მოლოდინი. ჩვენც გმირთან ერთად ბოლომდე უნდა გავიდეთ და სულ ბოლოს, უკანასკნელ აბზაცში მივხვდებით, რომელი გმირია ის. სულ ბოლოს მივხვდებით, რომ მან აპატია!

P.S. წინა წიგნივით სახალისო ვერ, მაგრამ საინტერესო წიგნი კი აღმოჩნდა. ზოგი საფეხური მეტად მომეწონა, ზოგი – ნაკლებად. თუ დაინტერესდით, თავად “შეარჩიეთ” თქვენი საფეხური. ჩემი იოზეფია, რომელიც კუნდერას გმირს სულაც არ ჰგავს. ზუსტად ეს მომეწონა ამ პატარა რომანში – ნაცნობი და ამავე დროს ახალი გმირები.

 

Advertisements

2 Comments (+add yours?)

  1. ლა მაგა რაიუელა
    Jun 09, 2014 @ 21:59:39

    აააჰ, კლასობანაოო და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი არ მსმენია “ბებია, რეი და ამერიკა”-ზე, ამას ალბათ აუცილებლად წავიკითხავ ))

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jun 10, 2014 @ 12:30:43

      გემოვნების ამბავია 🙂 მე მომეწონა ბებია, რეი. ზომის და დროის შესაბამისი იყო :)) განსაკუთრებულ “სიღრმეებს” არც ველოდი 🙂

      Like

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: