ისევ ამერიკელები

Untitledსერია “ამერიკელების” შესახებ ყველას სმენია (მინიმუმ) და რა გასაკვირია, რომ თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალზე “დიოგენემ” ამ სერიას კიდევ ორი წიგნი შემატა 🙂

ვუდი ალენს, როგორც რეჟისორს, ალბათ იცნობთ. თურმე ნუ იტყვით და არც მწერალი ყოფილა ურიგო. “თანამდევი ეფექტები” მისი პირველი კრებულია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია (ინტერნეტ-რესურსებს თუ დავუჯერებთ, კიდევ რამდენიმე ჰქონია) და გულიანადაც გვაცინა. თითოეული აბსურდული მოთხრობა სავსეა ირონიული იუმორითა და სარკაზმით… და ერთი ამოსუნთქვით იკითხება (თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ხანდახან სიცილი ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს 😀 ). შეგიძლიათ თქვენი ფავორიტი მოთხრობაც შეარჩიოთ. ჩემი მადამ ბოვარის ამბავია, რომელიც ნიუ-იორკში “გადაბარგდა”. უფრო სწორად, ვინმე სიდნიმ ამოჰყო თავი რომანში და ეს მრავალჯერ ნანატრი შანსი სულაც არ აღმოჩნდა ისეთი სასიამოვნო, ჩვენ რომ გვგონია… დანარჩენი თავად ნახეთ და გაერთეთ 🙂

ჯოის კეროლ ოუტსის “შავი წყალი” კი სულაც არ არის სახალისო საკითხავი. ეს ნამდვილი ისტორიაა, რომელიც 1969 წლის ზაფხულში სენატორ ედვარდ კენედის გადახდა (წიგნში მისი სახელი არ არის მითითებული და დეტალებიც შეცვლილია). წვეულების შემდეგ ის პოტენციურ საყვარელთან ერთად არაფხიზელ მდგომარეობაში ჩაჯდა მანქანაში და რამდენიმე წუთში შავ წყალში გადავარდა. თავისთავად ამბავი ძალიან ჩვეულებრივია, თუმცა საოცრად საინტერესოდაა აღწერილი მომაკვდავი ქალის განცდები (ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პირადად არასდროს გამოვცდით), რომელსაც მაინც აქვს გადარჩენის იმედი. სწორედ ამაშია ოუტსის ოსტატობაც – ტრაგიკულ შემთხვევას ინტერესს სძენს…

P.S. “ამერიკელების” თითქმის ნახევარს უკვე გავეცანით. მე კი, სანამ მომდევნო ტომებს შემოგვთავაზებდნენ, “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ახალ ავტორსა და უკვე საყვარელი ჯივზის თავგადასავლებს “ჩავუჯდები” 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: