“ახალი” მარკესი

10686929_367139506779105_9007287457508464131_nლიტერატურის მოყვარულებს ალბათ მოგეხსენებათ, რომ ნობელის პრემიის კოლუმბიელი ლაურეატი გაბრიელ გარსია მარკესი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა და ძალიანაც დაგვწყვიტა გული. თუმცა დიდი მწერლები არასდროს მიდიან. მათი წიგნები ყოველთვის ჩვენთან არიან… და აი ახლაც მის სამ წიგნზე მინდა გიამბოთ.

“საზღვაო კატასტროფაში მოხვედრილი კაცის ნაამბობი ანუ ათი დღე ზვიგენების პირისპირ” ერთი შეხედვით ძალიან ბანალურ თემას ეძღვნება. გემის დაღუპვის შემდეგ გადარჩენილ ერთადერთ ადამიანზე უამრავი წიგნი თუ ფილმი შექმნილა. თუმცა მარკესმა მოახერხა ჩემი დაინტერესება. რადგან თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს, გასაგებია, რომ გმირი გადარჩება, მაგრამ მისი სვლა ამ გადარჩენისკენ მოულოდნელად საინტერესოა…

“ჩილეში არალეგალურად შეპარული მიგელ ლიტინის თავგადასავალი” სულ სხვანაირი წიგნია და რეალურ ადამიანს – ჩილელ კინორეჟისორ მიგელ ლიტინს – ეძღვნება. ალიენდეს დამხობისა და პინოჩეტის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დონ მიგელი ემიგრაციაში აღმოჩნდა და სამშობლოში მხოლოდ 1984 წელს დაბუნდა… არალეგალურად დაბრუნდა, რათა გადაეღო დოკუმენტური ფილმი პინოჩეტის რეჟიმის რეალური სახის შესახებ. გადაღების პროცესში, რა თქმა უნდა, უამრავ ხიფათს გადაეყარა. ფილმი შედგა, ხოლო პინოჩეტის ბედი ალბათ თავადაც მოგეხსენებათ…

“გენერალი თავის ლაბირინთში” კიდევ ერთ ცნობილ სამხრეთამერიკელ ლიდერს – სიმონ ბოლივარს – ეძღვნება, უფრო კონკრეტულად კი მის სიცოცხლის ბოლო თვეებს. სამხრეთ ამერიკის ერთიანობისთვის მებრძოლი გენერალი თავად გადადგა თანამდებობიდან, რაც მისი ძალისა და გავლენის ადამიანისთვის უჩვეულო გახლდათ და სულიერად (და ნაწილობრივ ფიზიკურადაც) მარტო დარჩენილი უკანასკნელ გზას დაადგა, ლაბირინთში აღმოჩნდა, რომლიდან გამოსვლაც სიცოცხლესთან გამოთხოვებას ნიშნავდა…

P.S. ზემოთხსნებული წიგნები და “პოლკოვნიკს არავინ სწერს” (რომელიც, მე თუ მკითხავთ, მარკესის მოზრდილ ნაწარმოებებს არაფრით ჩამოუვარდება) სულ ცოტა ხნის წინ გამოსცა “ინტელექტმა”. თუ დაინტერესდით, მარტივად მოიძიებთ.

5 Comments (+add yours?)

  1. ლა მაგა რაიუელა
    ივნ 27, 2014 @ 23:29:42

    მეც მარკესობა მქონდა ამ კვირას, მაგრამ სულ სხვა მოთხრობებით ავღნიშე ეს ამბავი ))
    აქედან კი არც ერთი არ მაქვს ჯერ წაკითხული და ძალიანაც კარგი ❤

    Liked by 2 people

    პასუხი

  2. ლა მაგა რაიუელა
    ივნ 27, 2014 @ 23:30:04

    ანუ წაკითხვის სიამოვნება წინ მელის…

    Liked by 2 people

    პასუხი

  3. Gijpoeta
    ივნ 30, 2014 @ 11:27:12

    საინტერესო წიგნები იქნება ნამდვილად. ამას წინათ დიოგენეში ვიყავი ჩეხი მწერლის წიგნის პრეზენტაციაზე და იქ ვნახე “პოლკოვნიკს არავინ სწერს” იქვე დავიწყე კითხვა და დამაინტერესა, მაგრამ ვერ დავამთავრე. მთარგმნელისთვისაც ხომ უნდა მესმინა :)) ისე 70 გვერდი იყო და ერთ საათშიც წავიკითხავდი მარა ეს ჩემი აზრით მოლაპარაკისადმი უპატივცემულობად ჩამეთვლებოდა ❤ წავიკითხავ აუცილებლად მერე 🙂

    Like

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: