1915 წელი, სტამბოლი… თურქი ნაციონალისტები სომხებს გადასახლებაში მიერეკებიან და გზაში ხოცავენ… მათ შორისაა მწერალი ჰოვანეს სტამბოლელიც, რომელიც შინ აღარასდროს დაბრუნებულა…
სომეხთა გენოციდიდან ათეულობით წლის შემდეგ ჰოვანესის უმცროსი შვილი შუშანა ჩახმახჩიანი მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად სან-ფრანცისკოში ცხოვრობს. ის წარსულს გაემიჯნა, მაგრამ მისი შვილიშვილი არმანუში ისტორიას ვერაფრით ივიწყებს და წინაპართა ქალაქში მიემგზავრება, სადაც სტამბოლელი ნაბიჭვრის – ასია კაზანჯის – ოჯახი ცხოვრობს. კაზანჯები ჩახმახჩიანებზე არანაკლებ “კოლექტიურად” ცხოვრობენ. მათი ერთადერთი მამაკაცი ამერიკაში გადასახლდა და ახლა მათთან სრული მატრიარქატი სუფევს. თითქოს ჩახმახჩიანებსა და კაზანჯებს საერთო სტამბოლური ისტორიის გარდა არაფერი აკავშირებთ (თუ ცხოვრების წესს არ ჩავთვლით, რაც, სხვათაშორის, ჩვენც თითქმის იდენტური გვაქვს), თუმცა არავინ იცის რას მალავს წარსული…ორი ოჯახის ბედისწერა სტამბოლის სანელებლების სურნელით გაჯერებულ ქუჩებში გადაიკვეთება და არაერთ საიდუმლოს აეხდება ფარდა…
P. S. რა გასაკვირია, თუ ელიფ შაფაქი ამ წიგნისთვის გაასამართლეს. თურქეთი დანაშაულს არ აღიარებს, არადა დღევანდელი თურქეთი არაფრით ჰგავს ოტომანთა სახელმწიფოს. სომეხთა გენოციდის გამო ბოდიშის მოხდა არა მხოლოდ სომეხ, არამედ თურქ მსხვერპლთა წინაშეც სამართლიანი იქნება და საბოლოოდ ალბათ ასეც მოხდება (გეოპოლიტიკაზე მსჯელობისთვის ლიტ-რევიუ მთლად შესაფერისი ადგილი არ არის)…
P.P. S. სულ ბოლოს ასია კაზანჯის საყვარელ ჯონი კეშსაც მოვუსმინოთ:
ივლ 14, 2014 @ 13:56:20
სასიამოვნოდ წასაკითხი წიგნია, სომხურ-თურქული ურთიერთობები რიგითი ადამიანების დონეზე ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, თუმცა ბოლოს ჩვეულებრივი თურქული სერიალივით განვითარდა.
LikeLike
ივლ 14, 2014 @ 18:06:52
უფრო ლათინოამერიკულს – ნათესავების პოვნით 😀 თურქულსაც ჰგავს ალბათ, მაგრამ მათი სერიალებიდან მხოლოდ ერთი კრიმინალური მაქვს ნანახი და ისიც ჯამში 10 სერია 😀
LikeLike
ივლ 14, 2014 @ 22:56:45
ხო, ბროწეულის ისტორიიდან ნამეტანი “ბაგატიე ტოჟე პლაჩუტ” დაიწყო :))))
LikeLike