ოქროს გალია: სამი ძმა, სამი არჩევანი, ერთი ბედი

შირინ ებადი ირანელი სამართალდამცველი და მწერალია (ნობელის პრემიის ლაურეატიც), ფარი – მისი უახლოესი მეგობარი. ფარის სამი ძმა ჰყავდა და ბედნიერად ცხოვრობდა დიდ სახლში, ისევე როგორც ჩვენ ვცხოვრობთ ოჯახებთან ერთად, მაგრამ ერთ “მშვენიერ” დღეს ერთმა ძმამ შაჰის სურათი დაკიდა  კედელზე, მეორემ – კომუნისტი ლიდერების, მესამემ – აიათოლა ხომეინის. ამ სამმა დღემ ფარის სანიმუშო ოჯახი სამუდამოდ გაანადგურა. სამმა ძმამ სამი არჩევანი გააკეთა, მაგრამ ერთი ბედი ხვდათ წილად – ისინი ოქროს გალიაში გამოიკეტნენ, მოჩვენებით ბედნიერებას შეეფარნენ და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ…

ძმების ბედი ირანის ბედია და არა მხოლოდ ირანის. მათი მშვიდი ცხოვრება შაჰის დაცემას, კომუნისტების დევნას, აიათოლა ხომეინის “საღმრთო” მმართველობას შეეწირა. ირანი პროგრესული სახელმწიფოდან  ისლამურ რესპუბლიკად იქცა, სადაც შირინის მსგავს განათლებულ ქალებს მუშაობა აეკრძალათ და გარეთ გასვლაც მხოლოდ ჩადრით შეეძლოთ, “პოლიტიკურ მომხრეებს” “ბრძენი” აიათოლა უყოყმანოდ იყენებდა საზარბაზნე ხორცად, “მტრებს” კი ისე აქრობდა და ანადგურებდა, რომ ხშირად დედებს მათი ადგილსამყოფელის შესახებ ან არაფერს ეუბნებოდნენ, ან კი დასახვრეტი ტყვიის ფულს სთხოვდნენ (!), შემდეგ კი უმოწყალოდ ნაწამებ და დახოცილ ახალგაზრდებს “ურწმუნოთა” სასაფლაოზე მარხავდნენ… ირანი სრულმა წყვდიადმა მოიცვა…

შირინ ებადმა სამი ძმის ცხოვრების აღწერა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ირანის ამბავი ყველას გაეგო და ასე მაინც ებრძოლა ხელისუფლებად გარდაქმნილი რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ… იმიტომ, რომ ყველას ენახა, რა მოაქვს ფუნდამენტალიზმს, რომელიც რელიგიის სახელით მოქმედებს, მაგრამ ღმერთთან არანაირი კავშირი არ აქვს, რა მოსდევს არასასურველი ხელისუფლების ნაჩქარევად და აგრესიულად შეცვლას… იმიტომ, რომ წიგნის დახურვის შემდეგ დიდხანს გვეფიქრა: გვიღირს ოქროს გალიაში გამოკეტვა და ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან დისტანცირება მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ჩვენს იდეებს არ იზიარებენ? ჩვენს გვერდით ხომ სწორედ ისინი არიან და არა პოლიტიკური ან რელიგიური ლიდერები… ისინი და კიდევ ღმერთი, რომელიც სინამდვილეში არც სისხლს ითხოვს ვინმესგან, არც ჩადრის დახურვას და არც “კერპების” უპირობო მორჩილებას…

P.S. ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წავიკითხოთ – ჩვენი რეალობა მოითხოვს ამას. მით უფრო, რომ სულ ახალი და ძალიან კარგი თარგმანიც გვაქვს, რომელიც გამომცემლობა “ინტელექტმა” და სალომე ბენიძემ შემოგვთავაზეს.

P.P.S. სულ ბოლოს ერთი ფილმი მინდა გაგაცნოთ ან გაგახსენოთ, რომელიც ასევე ირანის რევოლუციაზე მოგვითხრობს და შირინ ებადის წიგნის მსგავსად “ქვიშის მონუმენტს უგებს” ირანელ წამებულებს:

4 Comments (+add yours?)

  1. Gijpoeta
    Jul 17, 2014 @ 00:56:28

    პოსტი მომეწონა წიგნმაც დამაინტერესა ერთი შეხედვით მაგრამ არ ვიცი თუ შევძლებ წაკითხვას. ჯერ ვფიქრობ უმბერტო ეკოს პრაღის სასაფლაო წავიკითხო რა თქმა უნდა, სტივენ კინგის წელიწადის დრონს რომ დავასრულებ და მაგაზეც მოგახსენებთ ჩემს ბლოგზე. ვფიქრობ პრაღის სასაფლაოც ასეთივე აუცილებელი წასაკითხია, დღევანდელობას ასახავს ესეც რადგან წიგნი მასონებზეა და იმაზე თუ ვინ განაგებს მსოფლიოს! ერთი სული მაქვს როდის დავხურავ კინგს, რომელიც ძალიან მიყვარს და როდის დავიწყებ ეკოს ❤ პოსტი ისეთია რომ წაკითხვა მომანდომა წიგნის ❤ მაგრამ…. :))

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jul 17, 2014 @ 16:23:49

      სიტყვა მასონები ჩვენში ცოტა გაცვდა. ეკოს გაეცინებოდა, რომ გაეგო, ყველას მასონებს რომ ვეძახით 😀 მისი წიგნი კი მართლაც კარგია. შირინ ებადიც კარგია და უფრო “დღევანდელიც”, მაგრამ დროის და გემოვნების ამბავია 🙂

      Like

      Reply

      • Gijpoeta
        Jul 17, 2014 @ 19:06:47

        ყველას მასონებს აქ ხუმრობით ეძახიან… ან მართლაც აქვთ მიზეზი, მაგრამ ამას ჩვენ ვერ გავიგებთ. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ისინი მაინც არსებობენ და გვინდა თუ არ გვინდა ეს უნდა დავიჯეროთ. ზოგს არ სჯერა, მაგრამ ერთი ადამიანი მართლაც განაგებს მთელ მსოფლიოს და ყველაფერს… ჩვენდა საუბედუროდ ჩვენ მხოლოდ მისი სათამაშო ვირთხები ვართ და მეტი არაფერი, იმათ თუ არ ჩავთვლით ვინც დღემდე წინააღმდეგობას უწევს მათ, მაგრამ ეს მაინც შეუჩერებელი პროცესია. მე კი მჯერა, რომ ყველაფრის შეჩერება შეიძლება 😀 ❤ იმედი მაქვს……. იმედი….

        Like

        Reply

  2. Trackback: პოლკოვნიკის მიმწუხრი | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: