დაუვიწყარი მოგზაურობა კორალაინთან ერთად

კორალაინი (ღმერთი არ გაგიწყრეთ და მისი სახელი არ დაამახინჯოთ, თორემ ძალიან გაბრაზდება) ერთი ჩვეულებრივი ბავშვი გახლდათ, რომლის მშობლებიც მუდამ დაკავებულები იყვნენ და წესიერი სადილის მოსამზადებლადაც კი ვერ იცლიდნენ. ახალ სახლში გადასვლის შემდეგაც ბევრი არაფერი შეცვლილა – მხოლოდ ფრიად უცნაური მეზობლები – თაგვების მწვრთნელი მოხუცი და ოდესღაც ცნობილი მსახიობი ქალები – შეემატნენ კორალაინის ნაცრისფერ ცხოვრებას. ნამდვილი ცვლილებები კი ერთ მშვენიერ დღეს დაიწყო…

კორალაინმა , როგორც დიდმა მკვლელვრმა, კარი აღმოაჩინა და ასეთი ცხოვრების პატრონს გული როგორ მოუთმენდა, რომ ამოუცნობი თავგადასავლის კვალს არ გაჰყოლოდა… კარს იქით თითქოს იგივე სამყარო დახვდა. ერთადერთი იქაური დედა კარგი კულინარი დ გამრთობი აღმოჩნდა. მერე რა, თუ თვალების ნაცვლად ღილები ჰქონდა. მამა და მეზობლებიც სულ სხვანაირები გახდნენ… კორალაინიც თავს ბედნიერად გრძნობდა, სანამ ქალბატონმა დედამ ისეთი თვისებები არ გამოავლინა, ბოროტი კუდიანების მთელს ბატალიონს რომ შეშურდებოდა. ჩვენს მამაც გოგონასაც მეტი რაღა დარჩენოდა – ვითომ დედის მიერ მოტაცებული ბავშვების სულები და მოულოდნელად დაკარგული მშობლები უნდა გამოეხსნა. დახმარებას კი მხოლოდ შავი კატისა და მოხუცი მსახიობების მიერ ნაჩუქარი არტეფაქტისგან ელოდა… დანარჩენი თავად ნახეთ, ოღონდ ფრთხილად, არ შეგეშინდეთ 😉

P.S. თუ დაინტერესდით, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას” მიმართეთ. მერწმუნეთ, არ ინანებთ.

6 Comments (+add yours?)

  1. dianik0
    ივლ 19, 2014 @ 13:35:01

    აუ, რა შეცდომა დავუშვი, ეგ წიგნი რომ არ ვიყიდე წიგნების ფესტივალზე.

    Liked by 1 person

    პასუხი

  2. FantasyWorld
    ივლ 19, 2014 @ 13:45:40

    რატომღაც ზღვისა და პლაჟისთვის მაქვს ეს წიგნი გადადებული. ისე კი ანიმაციამ კარგა გვარიანად შემაშინა 😀

    Like

    პასუხი

  3. bluebublik
    ივლ 21, 2014 @ 17:02:18

    მე არ ვიცოდი წიგნიც თუ იყო, ანიმაცია ნამდვილად ძალიან მაგარია )))

    Like

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: