ლილე იროელის ცნობილ თავგადასავლებამდე ნატო დავითაშვილის სამყაროში კიდევ ერთი ამბავი მოხდა. ეს სამყარო ნისლმა დაფარა და ავსულებმა ისე დააბეჩავეს ნისლებში დარჩენილი ხალხი, რომ მტრებსაც კი დაავიწყეს…
თუმცა ყოვლისმომცველ ნისლს მიღმა ერთი სოფელი მაინც დარჩა – გურო. ამ სოფელს ცროლის მთა იცავდა. ვინ იცის, იქნებ იმიტომ, რომ სწორედ აქ უნდა დაბადებულიყო მხსნელი, გმირი სახელად ერეკლე იროელი!
ერეკლეს გარდა გუროში ნიშნიანი კვიცი დაიბადა, კიდევ ყველაზე ერთგული და მამაცი გოგო გვანცა, უღალატო გამახელა და იმედიანი გუროელები… ავსულებს ნისლებშიც “გამოეპარათ” მებრძოლი ადამიანები და სხვა არსებები: მოხუცი მუსიკოსი ანანია, გონიერი მახარე, კეთილი გველეშაპი, მაქციები, მორგვები, მწევრები, ვეძის სამკურნალო წყლის პატრონი…
ნისლებში და ნისლებს მიღმა დარჩენილებმა ცალ-ცალკე, თუმცა კი მაინც ერთად გადაწყვიტეს იმ ნისლის გაფანტვა, რომელიც ცას, მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს, ბუნებას ერთიანად ფარავდა და გულს უმძიმებდა, გზას უკარგავდა ადამიანებს. მებრძოლები იარაღით, მოხერხებით, მუსიკით დაუპირისპირდნენ ბოროტ ძალას და ყველაფერი – მომავალი, სიმშვიდე, ჯანმრთელობა, სიცოცხლე – დადეს სასწორზე, რათა სიკეთეს გაემარჯვა. ერეკლეს და მის თანამებრძოლებს სხვა გზა არ ჰქონდათ – ან სიკვდილი, ან თავისუფლება!
P.S. თუ დაინტერესდით, რა და როგორ მოხდა შემდეგ, აუცილებლად წაიკითხეთ. ასაკზე არ იფიქროთ – ქართული მითოლოგიის ლაბირინთებში მოგზაურობა არც დიდებს გვაწყენს. მით უფრო, რომ ამ სფეროში სათანადო ცოდნა თითქმის არავის გვაქვს.
ივლ 22, 2014 @ 12:28:34
თუ ხელში ჩავიგდე წიგნი წავიკითხავ 🙂 ნატო დავითაშვილის მხოლოდ ერთი ნაწარმოები მაქვს წაკითხული(როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან) და ისიც პატარა ასაკში. მართალია მაშინ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ არვიცი ახლა რამდენად შეძლებს ჩემ გაოცებას 🙂
LikeLike
ივლ 22, 2014 @ 13:10:57
31 წლის ვარ და სასიამოვნოდ გაოცებულს მტოვებს ნატოს ყოველი ახალი წიგნი 🙂
LikeLike
ივლ 22, 2014 @ 13:11:53
ჰოდა მითუმეტეს, წავიკითხავ. 🙂
LikeLike
ივლ 22, 2014 @ 13:27:50
22 წლის ასაკში დავიწყე სერიის კითხვა და ყოველ შემდეგ წიგნს სულმოუთქმელად ველოდები 🙂 ასე რომ, ღირს ნამდვილად 🙂
LikeLike
ივლ 22, 2014 @ 13:09:37
“ამბავი ლილე იროელისას” შემდეგ ეს წიგნი მომწონს ყველაზე მეტად იროელთა ქრონიკებიდან
LikeLike
ივლ 22, 2014 @ 13:29:38
მე მაინც ლილესკენ ვიხრები, მაგრამ ერეკლეს ამბებიც ძალიან კარგი იყო :))
LikeLike
აგვისტო 02, 2014 @ 14:51:09
მხოლოდ ერთი დამრჩა წასაკითხი და ვინახავ ❤
LikeLiked by 1 person
იან 10, 2015 @ 22:59:50
იქნებ ვინმემ მითხრას „ნისლებში და ნისლებს მიღმა“ ერეკლეზე, როგორც ლილეს ბაბუაზე თუ როგორც სხვა გმირზეა?
LikeLike
იან 10, 2015 @ 23:11:05
“ნისლებიც” “იროელთა ქრონიკების” ნაწილია და, შესაბამისად, ერეკლე ლილეს წინაპარია (ისევე როგორც ლილე “ლურჯი სუფრის მოცეკვავეში” “დაბადებული” აიასი), მაგრამ მას თავისი ისტორია აქვს 🙂
LikeLike