ჰარი პოტერი – დაბრუნება

ჰარი პოტერი დაბრუნდა! არა, როულინგს ახალი არაფერი დაუწერია (პატარა მოთხრობას თუ არ ჩავთვლით, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ). უბრალოდ დიდი ხნის წინ (ფილმების გამოსვლისას) არც თუ ხარისხიანად და სრულად წაკითხული და ოდნავ დავიწყებული სერია ამჯერად ჩემი ქინდლის თაროზე შემოვდე, ზურგჩანთა მხარზე მოვიდგე და კინგს კროსის სადგურისკენ გავემართე…

…ჰარისთან ერთად ჰოგვორტსის მატარებელს რომ ველოდი, ბაქანი ვერაფრით აღმოვაჩინე, მაგრამ რამდენიმე წითური თავი რომ დავინახე, ამოვისუნთქე. უისლებს ხომ აუცილებლად ეცოდინებოდათ “ჯადოქრული” ხრიკები. მერე ჰერმიონა გრეინჯერიც გავიცანი და 7-წლიან თავგადასავლებში გადავეშვი. ჯერ გრიფინდორელობას არც კი ვიყავი შეჩვეული, რომ ფილოსოფიური ქვის გადარჩენის საქმეში ჩავერთე, პირველად გავიგე რა არის ქვიდიჩი, პირველად დავეჭვდი სევერუს სნეიპის პატიოსნებაში და სულ პირველად გავიგე, რომ თითქმის მთელი თვე (როულინგის კალენდრით კი – შვიდი წელი) ვოლდემორთან ერთად უნდა მებრძოლა და საკუთარი თვალით უნდა მენახა როგორ დაამარცხებდა ჰარი ბნელ ლორდს, ან როგორ დაიღუპებოდა ბრძოლაში…

მეორე წელს საიდუმლო ოთახი გაიხსნა და ჰარი, რონი, ჰერმიონა, ჯინი, ნევილი და სრულიად ჰოგვორტსი საფრთხის წინაშე დადგა. მათთან, დამბლდორსა და სხვა პროფესორებთან ერთად ამ საიდუმლოს ამოხსნა მომიხდა – უდანაშაულო ჰაგრიდი ხომ უნდა დაგვეხსნა აზკაბანიდან…

მესამე წელს ზუსტად გავიგე, რა იყო აზკაბანი, რადგან აზკაბანის ტყვე – სირიუს ბლექი – ციხის მცველ დემენტორებს გაექცა და, პირველი წლისა არ იყოს, ყველაზე საინტერესო წელიც გამოვიდა. ჩვენ ხომ წესიერად არც კი ვიცოდით ვინ იყო პატიმარი და რა იყო მოსალოდნელი მისგან – ადამიანისგან, რომელიც მრავალი მაგლის მკვლელობაში დაადანაშაულეს…

მეოთხე წელს ჰოგვორტსშ სამი ჯადოქრის შეჯიბრი გაიმართა და ცეცხლოვანი თასი გათამაშდა. ჰოგვორტსის ღირსებას, რა თქმა უნდა, ჰარი იცავდა და არა ფრიად უსიამოვნო სლიზერინელი ყვაწვილი დრაკო მალფოი. თავისთავად ეს ფაქტი უკვე საინტერესო გახლდათ (ჩვენი სკოლისთვის ხომ უნდა გვეგულშემატკივრა), მაგრამ ეს ტურნირი ისე დასრულდა, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი…

მეხუთე წელი წინა წელს განვითარებული მოვლენების გამო ფენიქსის ორდენის აღზევებით დაიწყო და სკოლაში გამეფებული არეულობის წინააღმდეგ დამბლდორის არმიაც შეიქმნა.მაგიის სამინისტრომ ვოლდემორის დამარცხება არ მოინდომა და ვინმეს მაინც ხომ უნდა ებრძოლა. ჰოდა ჰარიმ, რონმა, ჰერმიონამ, ჯინმა, ნევილმა, ლუნამ და სხვებმა გადაწყვიტეს დამოუკიდებლად დაპირისპირებოდნენ ბოროტ ძალას…

მეექვსე წელს თითქოს ყველა საიდუმლოს აეხადა ფარდა. ნახევარპრინცის ვინაობაც გავიგეთ და ისიც, თუ რა იყო საჭირო ვოლდემორის გასანადგურებლად, მაგრამ წინ კიდევ ბევრი უთქმელი რამ დარჩა…

მეშვიდე წელს ჰარიმ სიკვდილის საჩუქრები მიიღო და გადამწყვეტი ბრძოლაც შედგა. აქ კი ნამდვილად ამოიხსნა ყველა საიდუმლო და გაირკვა ჰარი პოტერის, რონ და ჯინი უისლებისა და მათი ოჯახის, ჰერმიონა გრეინჯერის, ნევილ ლონგბოტომის, ლუნა ლავგუდის, ფენიქსის ორდენისა და დამბლდორის არმიის, კენტავრებისა და ელფების, ვოლდემორისა და სიკვდილის მხვრელების ბედი… ყველა საყვარელი გმირი ვერ მოესწრო ამას, მაგრამ ბოროტება, როგორც ყოველთვის, დამარცხდა!

სულ ბოლოს დროებით წარსულშიც დავბრუნდი და სულ რამდენიმე წუთით ახალგაზრდა ჯეიმს პოტერი და სირიუს ბლექი ვნახე, შემდეგ კი 17 წლით წინ წავედი და ქვიდიჩის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს დავესწარი. ერთი ეგაა, რომ ჭორიკანა რიტა სკიტერს (გამოგიტყდებით და მის ადგილს ჩვენს “მაგლურ” პრესაშიც ვხედავ) სტუმრების პირადი ცხოვრების ტყუილ-მართალი ეპიზოდები უფრო აინტერესებდა, ვიდრე სპორტი და ჩემპიონის ვინაობა არც კი უხსენებია…

P.S. აუცილებლად გააცანით ბავშვებს ბიჭი, რომელიც გადარჩა. ასე ერთად თავმოყრილ სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლას, დედობრივ სიყვარულსა და თავგანწირვას, ტოლერანტობას, მეგობრობას, სიმამაცეს, გონიერებას, ჩახლართულ სიუჟეტს, მოულოდნელ ეპიზოდებს ვერსად ნახავთ და ვერც იმას იგრძნობთ, რომ თავად მონაწილეობთ ბრძოლაში (იმედია, არ ფიქრობთ, რომ ხარისხიანი ფენტეზი ან რელიგიასთანაა როგორმე დაკავშირებული და ან ფსიქიკასთან. მაშინ ზღაპრების გადაყრაც მოგიწევთ)… და თუ არც თქვენ იცნობთ ჰარის, არ მოგერიდოთ – ხომ იცით, რომ ჭეშმარიტი ბიბლიოფილები პასპორტში არ იყურებიან 😉

8 Comments (+add yours?)

  1. Gijpoeta
    Aug 06, 2014 @ 01:30:19

    ჯერ არ მაქვს წაკითხული, მაგრამ სიამოვნებით წავიკითხავდი. კინო მაქვს ნანახი მხოლოდ რომელსაც ერთი თვის წინ მაინც ვუყურე. ძალიან მომეწონა მაგრამ წიგნი რომ უკეთესია ამას ორჯერ ორის კანონითაც დავამტკიცებ 😉 მაინტერესებს ძალიან მაგრამ ჯერ არ მაქვს. ვიმედოვნებ როცა მომინდება ბიბლიოთეკებში ვიხილავ ^_^ 😀

    Liked by 1 person

    Reply

  2. Trackback: სხვა როულინგი | კეჟერაძის ბლოგი
  3. iren
    Aug 14, 2014 @ 11:20:52

    jer ar maqvs wakitxuli zamtris ardadegebistvis vinaxav :3 darwmunebuli var fillmze uketesi iqneba dzaan miyvars filmi da wigni darwmunebuli var rom uketesi iqneba :3

    Like

    Reply

  4. შოკოლადის ქალბატონი
    Aug 18, 2014 @ 01:28:04

    ვისაც არ წაგიკითხავთ ჩათვალეთ ბავშობა არ გქონიათ :*

    Like

    Reply

  5. Trackback: ახალი წელი ტერი პრატჩეტთან ერთად | კეჟერაძის ბლოგი
  6. Trackback: ორი ფესტივალი | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: