სხვა როულინგი

indexცოტა ხნის წინ ჰარი პოტერზე რომ ვისაუბრეთ, ხომ გახსოვთ? ჰოდა ახლა როულინგის სხვა წიგნებზე მინდა მოგიყვეთ. კერძოდ, ჰოგვორტსის ბიბლიოთეკასა და “შემთხვევით ვაკანსიაზე”.

“ჯადოსნური ცხოველები. სად ვიპოვოთ ისინი”, “ქვიდიჩის მრავალსაუკუნოვანი ისტორია” და “მგოსანი ბიდლის ზღაპრები” ჰარი პოტერისა და მისი მეგობრების გულშემატკივრებს კარგად უნდა გახსოვდეთ. ჰერმიონა გრეინჯერი ხომ ჰოგვორტსის ბიბლიოთეკის ძალიან აქტიური მომხმარებელი გახლდათ. პირველი წიგნი დიდად ახალი ვერ აღმოჩნდა. ჰაგრიდის ხელში  ჯადოსნური ცხოველების შესახებ უამრავი რამ გავიგეთ და ბევრ მათგანს შევხვდით კიდეც. თან ეს წიგნი სასკოლო სახელმძღვანელოსგან განსხვავებით, არ იკბინება. თუმცა მაინც შეიცავს სასარგებლო ინფორმაციას და ერთგვარი საძიებელია ჯადოსნური ცხოველებით დაინტერესებულთათვის.

ჰოგვორტსის ბიბლიოთეკის მეორე წიგნი ქვიდიჩის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის დეტალებს გვაცნობს და მის განვითარებასა და წესებზე დაწვრილებით მოგვითხრობს. მგოსანი ბიდლის ზღაპრები კი ჰარი პოტერის ისტორიის ბოლო ნაწილიდან უნდა გვახსოვდეს. ამ წიგნმა არც თუ მცირე როლი ითამაშა მოვლენების განვითარებაში. თან ჩვენთვის – მაგლებისთვის – ფრიად საინტერესოა რა ზღაპრებს უკითხავენ ჯადოქრები ბავშვებს. და თუ ესეც ვერ გიბიძგებთ წაკითხვისკენ, მაშინ იმასაც გეტყვით, რომ თითოეულ ზღაპარს თვით ალბუს დამბლდორის კომენტარები ახლავს. ასე რომ, არ არის გამოსატოვებელი წიგნი.

“შემთხვევითი ვაკანსია” სულ სხვანაირი – “სადიდო” – წიგნია და არავითარი კავშირი არ აქვს ჯადოსნურ სამყაროსთან. ჯოან როულინგი ამჯერად პატარა ქალაქ პეგფორდის მოსახლეობაზე მოგვითხრობს, რომელთა ერთი შეხედვით მშვიდი ცხოვრება ადგილობრივი მმართველი ორგანოს წევრის ბარი ფეირბრაზერის მოულოდნელმა სიკვდილმა დაარღვია. მისი ადგილის დაკავება ბევრმა მოინდომა და აქამდე მიჩქმალული კონფლიქტებიც ამოტივტივდა. მშობლები შვილებს დაუპირისპირდნენ, შვილები – მშობლებს, ქმრები – ცოლებს, ცოლები – ქმრებს და ა.შ. ქალაქსა და ოჯახებში არეულობამ დაისადგურა და ძალიან ოსტატურად შექმნილი გმირები სრულ ქაოსში აღმოჩდნენ…

P.S. თუ დაინეტერსდით ჰოგვორტსის ბიბლიოთეკის სამივე ტომს მარტივად მოიძიებთ. ისინი “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” გამოსცა. “შემთხვევითი ვაკანსია” კი ჯერჯერობით არ არის ნათარგმნი. ჰარი პოტერის ამბებს ვერც კი შევადარებ, მაგრამ ურიგო წიგნი ნამდვილად არ გახლავთ.

P.P.S. სულ ბოლოს “შემთხვევითი ვაკანსიის” “ფონურ” სიმღერას მოვუსმინოთ:

 

 

5 Comments (+add yours?)

  1. Gijpoeta
    აგვისტო 09, 2014 @ 23:27:44

    შენ როულინგს აფაანატებ როგორც მე კინგს :დდ ხო? :))

    Like

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: