აკას გულშემატკივრებს მოგეხსენებათ, რომ ის ძირითადად ორი “ტიპის” ისტორიებს გვიამბობს ხოლმე – თანამედროვე თბილისურებს და ძველ ტფილისურებს. ჰოდა დღეს ორ წიგნზე მინდა გესაუბროთ, რომლებიც სწორედ ამ ამბებს ეძღვნება.
ქემერა ნახალოვკელი მაზავშიკია. მისი ერთადერთი “სამსახური” ტოტალიზატორია, რომელსაც სათამაშოს ეძახის. ამ სათამაშოს, ძმაკაცების, ჯარის, ოჯახის ამბებს თავად გვიამბობს და თან ისე, რომ თითქოს იქ ვართ – “ვმაზავთ”, ჯარში “ვმსახურობთ”, ასევე მაზავშიკ ძმაკაცებს ხელს ვუმართავთ, ბიძაშვილ ნათიას ვათხოვებთ, ბელორუსიაში მივემართებით ქალის “გამოსატაცებლად”… თითოეული ისტორია მშივნელოვანი და სახალისოა…
“ძველი გულებისა და ხმლისა” სულ სხვანაირი წიგნია. მე-19 საუკუნის საქართველოში რამდენიმე თითქოსდა უმნიშვნელო ამბავი მოხდა, მაგრამ ტყვეებით მოვაჭრე აზიზ-ბეის, მისი ქართველი დამხმარის აჩიკ-ბაშის, რუსი პოლკოვნიკის, მისი ასულისა და ხელქვეითების, ყაჩაღი გოგია ნუკრაძის, აზნაური ბადუნა ფავნელისა და მისი ოჯახის ბედი სწორედ ამ ამბების წყალობით გადაიკვეთა. კვანძის გახსნა თავად ნახეთ. ვერ ვიტყვი, რომ ეს აკას საუკეთესო ნამუშევარია, თუმცა ამ ეპოქის მოყვარულებს მოგეწონებათ.
P.S. თუ დაინტერესდით, ორივე წიგნს მარტივად მოიძიებთ. ტრადიციულად, ორივე მათგანს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” გვთავაზობს.
ბოლო კომენტარები